ინდონეზიის ტურისტულ ელექტრონულ ვიზაზე განაცხადი ონლაინ, სამთავრობო ვებ.გვერდის დახმარებით კეთდება, მაგრამ ამისთვის მთავარი წინაპირობა სპონსორის ყოლაა. სპონსორად კი ითვლება ინდონეზიის მოქალაქე, რომელიც ფლობს სტაბილურ შემოსავალს და არ არის მიცემული სისხლის სამართლის პასუხისგებაში.
სპონსორის მხრიდან საჭიროა სპეციალურ პორტალზე რეგისტრაცია, დოკუმენტების ატვირთვა და საიმიგრაციო სამსახურის მიერ რეგისტრაციის ვერიფიკაცია. ვერიფიკაციისა და საჭირო ინფორმაციის მიღების შემდეგ სპონსორი ავსებს ონლაინ სავიზო განაცხადს და იხდის სავიზო მოსაკრებელს.
✅ საბუთების დეტალური ჩამონათვალი თქვენი სამოგზაურო მიზნობრიობის შესაბამისად.
🧐 თქვენ მიერ მოწოდებული დოკუმენტაციის პროფესიონალების მიერ გადახედვა.
📱 სატელეფონო და ონლაინ მხარდაჭერა.
🔐 პირადი მონაცემების დაცვის უმაღლესი სტანდარტი.
📝 საჭირო დოკუმენტაციის შეგროვება ინდონეზიის მკვიდრი სპონსორის დახმარებით.
🏛️ სავიზო მოსაკრებლის გადახდა
🗣️ პასუხი ვიზაზე.
ინდონეზიის სავიზო განაცხადის დამუშავება იწყება დოკუმენტების ატვირთვის მომენტიდან და მას 3-დან 5 დღემდე პერიოდი ესაჭიროება.
ტურისტული ვიზა 60 დღიანი ვალიდურობით გაიცემა და იგი აპლიკანტს უფლებას აძლევს ინდონეზიაში ერთჯერადი შესვლით 30 დღე დაჰყოს.
ᲕᲘᲖᲘᲡ ᲛᲘᲦᲔᲑᲘᲡ ᲠᲐ ᲨᲐᲜᲡᲘ ᲛᲐᲥᲕᲡ?
კონკრეტული განმცხადებლის მიერ ვიზის მიღების ალბათობის პროგნოზირება რთულია. თუმცა, აშკარაა, რომ ეს დამოკიდებულია თქვენს სოციალურ და ეკონომიკურ კავშირებზე თქვენს ქვეყანასთან. ასევე მნიშვნელოვანია მიზნობრიობის მკაფიო დადასტურებაც.
ᲠᲝᲒᲝᲠ ᲕᲘᲥᲪᲔᲕᲘ, ᲗᲣ ᲡᲞᲝᲜᲡᲝᲠᲘ ᲐᲠ ᲛᲧᲐᲕᲡ?
სამწუხაროდ, სპონსორის გარეშე ინდონეზიის ელექტრონულ ტურისტულ ვიზაზე განაცხადის გაკეთება ვერ მოხდება. მაგრამ, იკონსულსა და ჩვენს პარტნიორს შეუძლიათ პროცესები გაგიმარტივონ, და სავიზო პროცედურის გავლაში დაგეხმაროთ.
ᲘᲙᲝᲜᲡᲣᲚᲘ ᲕᲘᲖᲐᲖᲔ ᲒᲐᲠᲐᲜᲢᲘᲐᲡ ᲗᲣ ᲘᲫᲚᲔᲕᲐ?
სხვა პირს არ შეუძლია ჩაერიოს გადაწყვეტილებაში ვიზის გაცემის შესახებ; ეს გადაწყვეტილება საბოლოოა. თუმცა, ჩვენი კვალიფიციური პროფესიონალები ყველაფერს გააკეთებენ იმისათვის, რომ სათანადოდ და თქვენს სასარგებლოდ მოამზადონ დოკუმენტები საკონსულოსთვის, რათა კონსულმა სრულად გაიგოს თქვენი დღევანდელი გარემოება და შესაძლებლობები, რაც გაზრდის ვიზის მოცემის ალბათობას.
ᲠᲐ ᲕᲐᲓᲔᲑᲨᲘ ᲮᲓᲔᲑᲐ ᲕᲘᲖᲘᲡ ᲒᲐᲪᲔᲛᲐ?
ვიზა გაიცემა 3-5 სამუშაო დღემდე შუალედში.
✅ პროფესიონალური მხარდაჭერა: ჩვენ ვამარტივებთ კომპლექსურ პროცესებს და ვუმკლავდებით ბიუროკრატიას.
🗒️ პერსონალიზებული დოკუმენტები: ჩვენ შეგიდგენთ საჭირო დოკუმენტების ჩამონათვალს, რაც მორგებული იქნება თქვენს სავიზო მოთხოვნაზე.
⏱️დაზოგე დრო: ჩვენი ინოვაციური მიდგომა აჩქარებს სავიზო პროცესს და დაგიზოგავს თქვენს ძვირფას დროს.
❔ პასუხი ყველა კითხვაზე: ჩვენი გამოცდილი საზღვრის კვეთის აგენტები დაგეხმარებიან მიიღოთ პასუხი მოგზაურობასთან დაკავშირებით ყველა კითხვაზე.
📲 ყველა სამოგზაურო ინფორმაცია ერთ სივრცეში: ჩვენი პლატფორმაზე ერთხელ შეყვანილი ინფორმაცია ინახება და თქვენ შეძლებთ მის გამოყენებას მომავალი მოგზაურობებისას.