ტაივანის ტურისტული ვიზა მსურველს ტაივანში მოკლევადიანი ტურისტული ვიზიტის საშუალებას აძლევს.
საქართველოს მოქალაქეთათვის ტაივანის ვიზაზე განაცხადის გაკეთების 2 გზა არსებობს: 1. თურქეთში, ანკარაში არსებულ საკონსულოში ვიზიტი და 2. დისტანციური პროცესი, იკონსულის წარმომადგენლის დახმარებით.
განაცხადის პირადად გაკეთება
ტაივანის სავიზო განაცხადის პირადად გასაკეთებლად საჭიროა სავიზო აპლიკაციის შევსება, დოკუმენტების მოწესრიგება და ტაივანის საკონსულოსთვის მიმართვა და ვიზიტის დაჯავშნაა.
თუ განაცხადს აკეთებთ თურქეთში არსებული წარმომადგენლის გავლით:
აღნიშნულ შემთხვევაში აპლიკანტის მაგივრად საკონსულოსთან მიმართვას აკეთებს მინდობილი პირი / წარმომადგენელი, რომელსაც დოკუმენტაცია საკურიერო სერვისით მიეწოდება. წარმომადგენელი თავად შეავსებს სავიზო აპლიკაციის ფორმას და თქვენს მიერ მიწოდებულ დოკუმენტებთან ერთად ეწვევა საკონსულოს დოკუმენტაციის ჩასაბარებლად.
✅ საბუთების დეტალური ჩამონათვალი თქვენი სამოგზაურო მიზნობრიობის შესაბამისად.
📑 აპლიკაციის ფორმის შევსება.
🧐 თქვენ მიერ მოწოდებული დოკუმენტაციის პროფესიონალების მიერ გადახედვა.
📱 სატელეფონო და ონლაინ მხარდაჭერა.
🏛️ საკონსულოში გასაუბრებისთვის ჩაწერა და მისთვის მომზადება.
სავიზო მოსაკრებლის გადარიცხვა (თურქეთის შემთხვევაში).
წარმომადგენლის მომსახურება თურქეთში, ანკარაში.
🔐 პირადი მონაცემების დაცვის უმაღლესი სტანდარტი.
განაცხადის გასაკეთებლად შემდეგი ნაბიჯების გავლაა აუცილებელი:
📝 სააპლიკაციო ფორმის შევსება.
🗓️ საკონსულოში ვიზიტის დაგეგმვა.
📑 საჭირო დოკუმენტების შეგროვება
სავიზო მოსაკრებლის გადარიცხვა.
🏛️ საკონსულოში ვიზიტი.
🗣️ პასუხი ვიზაზე.
ტაივანის სავიზო განაცხადის დამუშავება იწყება დოკუმენტების წარდგენის მომენტიდან და მას 7 დღემდე პერიოდი ესაჭიროება. იმ შემთხვევაში, თუ აპლიკაცია არ შეგაქვთ პირადად – მოცემულ პერიოდს ემატება დოკუმენტაციის გაგზავნასა და დაბრუნებაში დახარჯული დრო.
ტურისტული ვიზა ძირითადად სწორედ იმ პერიოდზე გაიცემა, რაც აპლიკანტს სავიზო განაცხადსა და დოკუმენტებში აქვს წარმოდგენილი.
ᲕᲘᲖᲘᲡ ᲛᲘᲦᲔᲑᲘᲡ ᲠᲐ ᲨᲐᲜᲡᲘ ᲛᲐᲥᲕᲡ?
კონკრეტული განმცხადებლის მიერ ვიზის მიღების ალბათობის პროგნოზირება რთულია. თუმცა, აშკარაა, რომ ეს დამოკიდებულია თქვენს მჭიდრო კავშირებზე თქვენს ქვეყანასთან. ასევე მნიშვნელოვანია მიზნობრიობის მკაფიო დადასტურებაც.
ᲘᲙᲝᲜᲡᲣᲚᲘ ᲕᲘᲖᲐᲖᲔ ᲒᲐᲠᲐᲜᲢᲘᲐᲡ ᲗᲣ ᲘᲫᲚᲔᲕᲐ?
სხვა პირს არ შეუძლია ჩაერიოს კონსულის გადაწყვეტილებაში ვიზის გაცემის შესახებ. ეს გადაწყვეტილება საბოლოოა. თუმცა, ჩვენი კვალიფიციური პროფესიონალები ყველაფერს გააკეთებენ იმისათვის, რომ სათანადოდ და თქვენს სასარგებლოდ მოამზადონ დოკუმენტები საკონსულოსთვის, რათა კონსულმა სრულად გაიგოს თქვენი დღევანდელი გარემოება და შესაძლებლობები, რაც გაზრდის ვიზის გაცემის ალბათობას.
ᲠᲐ ᲕᲐᲓᲔᲑᲨᲘ ᲮᲓᲔᲑᲐ ᲕᲘᲖᲘᲡ ᲒᲐᲪᲔᲛᲐ?
ვიზის გაცემა ხდება საკონსულოში ვიზიტის შემდგომ, 7 დღის შუალედში.
✅ პროფესიონალური მხარდაჭერა: ჩვენ ვამარტივებთ კომპლექსურ პროცესებს და ვუმკლავდებით ბიუროკრატიას.
🗒️ პერსონალიზებული დოკუმენტები: ჩვენ შეგიდგენთ საჭირო დოკუმენტების ჩამონათვალს, რაც მორგებული იქნება თქვენს სავიზო მოთხოვნაზე.
⏱️ დაზოგე დრო: ჩვენი ინოვაციური მიდგომა აჩქარებს სავიზო პროცესს და დაგიზოგავს თქვენს ძვირფას დროს.
❔ პასუხი ყველა კითხვაზე: ჩვენი გამოცდილი საზღვრის კვეთის აგენტები დაგეხმარებიან მიიღოთ პასუხი მოგზაურობასთან დაკავშირებით ყველა კითხვაზე.
📲 ყველა სამოგზაურო ინფორმაცია ერთ სივრცეში: ჩვენი პლატფორმაზე ერთხელ შეყვანილი ინფორმაცია ინახება და თქვენ შეძლებთ მის გამოყენებას მომავალი მოგზაურობებისას.