მუშაობ იქ, სადაც სხვები ისვენებენ

უკან
თარიღი: 7/15/2025
ნომად ვიზა

პორტუგალია ციფრული ნომადებისთვის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მიმართულებაა, და ეს არცაა გასაკვირი – აქ დაგხვდება მზიანი კლიმატი, ისტორიული არქიტექტურა, სწრაფი ინტერნეტი და კომფორული ცხოვრების სტილი.

ციფრული ნომად ვიზა გაძლევს საშუალებას პორტუგალიის ნებისმიერ ქალაქში დასახლდე, რაც ნიშნავს, რომ შეგიძლია აირჩიო ხმაურიანი ლისაბონი, მშვიდი ზღვისპირა პორტო, ან თუნდაც მყუდრო, ტროპიკული მადეირა.

დღევანდელ ბლოგში სწორედ პორტუგალიის იმ ქალაქებს განვიხილავთ, რომლებიც ციფრული ნომადებისთვის ყველაზე მიმზიდველია – სხვადასხვა ფაქტორების გათვალისწინებით, როგორიცაა საცხოვრებელი პირობები, ხარჯები, სამუშაო სივრცეები და ცხოვრების ხარისხი.

ᲚᲘᲡᲐᲑᲝᲜᲘ

ლისაბონი ფრიალნსერების დიდი საზოგადოებით გამოირჩევა. სადაც ძალიან ხშირად ტარდება შეხვედრები, stand-up კომედიური შოუები, ცოდნის გაზიარების საღამოები, ერთად მუშაობის დღეები და სხვა მრავალი. რაც საშუალებას გაძლევს განავითარო და გაამრავალფეროვნო შენი სანაცნობო წრე და კონტაქტები. ამას გარდა ლისაბონი გამორჩეულია მზიანი, სასიამოვნო ამინდებით. და ყველაზე მნიშვნელოვანი, ლისაბონში ყოველთვის სწრაფი ინტერნეტია, რაც საშუალებას მოგცემს იმუშაო შეფერხებების გარეშე.

ლისაბონში ყოფნისას თუ ოფისში მუშაობა მოგენატრება, არც ეგ არ არის პრობლემა, რადგან ლისაბონში ძალიან ბევრი coworking სივრცეა, რომლის დღიური ფასი 15 ევროდან იწყება.

რაც შეეხება საცხოვრებელ ხარჯებს: ბინის ქირავნობა ლისაბონში ოდნავ უფრო ძვირია, სხვა ქალაქებთან შედარებით, მაგრამ ქალაქის გარეუბანში შეგიძლია საკმაოდ ხელმისაწვდომ ფასად იქირაო ბინა. მაგალითად, ორ ოთახიანი ბინის ქირაობა 1 500 ევროს ფარგლებში შეგიძლია, ხოლო 1 ოთახის 500-600 ევროდ. გადაადგილება ძალიან ხელსაყრელია, მაგალითად მეტროს ერთთვიანი აბონემენტი 40 ევრო ღირს

ᲐᲚᲒᲐᲠᲕᲔ

თუ ზღვისპირა ცხოვრება გიზიდავს მაშინ ალგარვე შენთვის იდეალური ადგილია. ალგარვეში ციფრული ნომადების ყველაზე დიდი გაერთიანებაა. რაც უზრუნველყოფს ნომადებისთვის მეგობრულ და ინსპირაციულ ატმოსფეროს.
ალგარვეში შექმნილია მრავალი სივრცე და ღონისძიება, სადაც შეგიძლია როგორც პროფესიული, ისე სოციალური ქსელების გაფართოება.
აქ ხშირად იმართება: coworking meetups, სპორტული და გასართობი აქტივობები, კულტურული ღონისძიებები.

საცხოვრებელი ხარჯები ლისაბონთან შედარებით შედარებით დაბალია, თუმცა პოპულარულ ტურისტულ ადგილებში ფასები სეზონურად იცვლება. 1-ოთახიანი ბინის ქირა – საშუალოდ 400-600 ევროა; 2-ოთახიანი ბინის ქირა კი – 900-1,200 ევრო. ქალაქებს შორის გადაადგილება მარტივია, რეგიონის შიგნით საზოგადოებრივი ტრანსპორტი კარგად არის განვითარებული.

ᲛᲐᲓᲔᲘᲠᲐ

მადეირა პორტუგალიის კუნძულია ატლანტის ოკეანეში, რომელიც ციფრული ნომადებისთვის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული და მოთხოვნადი ლოკაციაა.

მადეირა არის ერთ-ერთი პირველი ადგილი ევროპაში, სადაც ციფრული ნომადების საცხოვრებელი და სამუშაო სივრცეები სპეციალურად შეიქმნა. Ponta do Sol, არის პირველი ნომადების სოფელი, სადაც შეგიძლია მუშაობა, ცხოვრება და სხვადასხვა ღონისძიებაში მონაწილეობა. კუნძულზე ბევრი საჯარო სამუშაო სივრცეა მოწყობილი, სადაც შეგიძლია იმუშაო მყუდრო გარემოში და დაუკავშირდე სხვა ნომადებს.

მადეირას კლიმატი იდეალურია – აქ ზამთარიც კი თბილი და კომფორტულია. მადეირაში შეგიძლია დაიწყო დღე ლეპტოპით კაფეში და საღამოს ლავანდისფერი ცის ფონზე სერფინგით ან ლაშქრობით დაასრულო. კაფეები და სამუშაო სივრცეები კარგად არის აღჭურვილი, ხოლო coworking სივრცეების დღიური ფასი დაახლოებით 10-20 ევროს ფარგლებშია. მადეირაში ბინის ქირა შედარებით იაფია, თუმცა მოთხოვნის ზრდასთან ერთად ფასებიც იზრდება. 1-ოთახიანი ბინის ქირა – 600-800 ევროა; 2-ოთახიანი ბინის ქირა – 1,000-1,500 ევრომდე მერყეობს.

ᲞᲝᲠᲢᲝ

თუ გინდა მშვიდი, მაგრამ დინამიკური გარემო, საოცარი არქიტექტურა, მდინარისპირა ხედები და მაღალი ხარისხის ცხოვრება უფრო დაბალ ფასად, პორტო იდეალური არჩევანია.

პორტო ბოლო წლებში აქტიურად იზიდავს ციფრულ ნომადებს, რის გამოც ქალაქში მრავალფეროვანი coworking სივრცეები და კომფორტული კაფეებია, სადაც შეგიძლია სტაბილური Wi-Fi-ით, მყუდრო გარემოში იმუშაო.

პორტო ცნობილია აქტიური კულტურული ცხოვრებით – აქ ხშირად იმართება ცოდნის გაზიარების საღამოები, კრეატიული ინდუსტრიის შეხვედრები და ფრილანსერების ღონისძიებები.

პორტოს კლიმატი შედარებით გრილი და ნოტიოა ლისაბონთან და ალგარვესთან შედარებით, მაგრამ აქ მაინც ზაფხულში მშვენიერი, თბილი ამინდია, ხოლო ზამთარი რბილი და ტენიანია. პორტო ლისაბონთან შედარებით უფრო ხელმისაწვდომიც არის, რაც ნიშნავს, რომ შეგიძლია უმაღლესი ხარისხის ცხოვრება ნაკლები დანახარჯით.

საშუალოდ: 1-ოთახიანი ბინის ქირა – 500-700 ევროა; ხოლო 2-ოთახიანი ბინის ქირა – 900-1,200 ევრო. ქალაქში გადაადგილება კი მარტივია მეტროთი ან ავტობუსებით, რომლის ერთთვიანი აბონემენტი დაახლოებით 40 ევრო ღირს.

ᲔᲠᲘᲡᲔᲠᲘᲐ

თუ სერფინგი, ზღვისპირა ცხოვრება და მშვიდი, მაგრამ აქტიური ნომადური გარემო შენთვის მნიშვნელოვანია, მაშინ ერისეირაში ცხოვრება უნდა გამოცადო! ეს პატარა, მაგრამ ენერგიული ქალაქი პორტუგალიის ერთ-ერთი ყველაზე მიმზიდველი ლოკაციაა ციფრული ნომადებისთვის.

ერისეირა ბოლო წლებში ციფრული ნომადების ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ ჰაბად იქცა, სადაც მრავალი coworking სივრცეა და ხშირად იმართება ნომადების ღონისძიებები. დამღლელი სამუშაო დღის დასრულების შემდეგ შეგიძლია ზღვისპირა ბარებში დაისვენო ან სერფინგით დაკავდე.

ქალაქი ცნობილია სუფთა ჰაერით, ოქროსფერი პლაჟებით და ოკეანის საოცარი ხედებით, რაც ქმნის იდეალურ გარემოს არა მხოლოდ დასვენებისთვის, არამედ პროდუქტიულობის გასაზრდელად. ერისეირაში საცხოვრებელი ბიუჯეტურია. 1-ოთახიანი ბინის ქირა – 500-800 ევრო. 2-ოთახიანი ბინის ქირა – 900-1,300 ევრო
ქალაქში გადაადგილება შესაძლებელია საზოგადოებრივი ტრანსპორტით, ბაიკით ან ფეხით, ხოლო ლისაბონთან კავშირი მარტივია ავტობუსებით, რომლებიც რეგულარულად დადიან (გზა დაახლოებით 45 წუთი გრძელდება).

რთული ჩანს? ჩვენ შეგვიძლია დახმარება

✅ პროფესიონალური მხარდაჭერა: ჩვენ ვამარტივებთ კომპლექსურ პროცესებს და ვუმკლავდებით ბიუროკრატიას.

📃 პერსონალიზებული დოკუმენტები: ჩვენ შეგიდგენთ საჭირო დოკუმენტების ჩამონათვალს, რაც მორგებული იქნება თქვენს სავიზო მოთხოვნაზე.

⏱️ დაზოგე დრო: ჩვენი ინოვაციური მიდგომა აჩქარებს სავიზო პროცესს და დაგიზოგავს თქვენს ძვირფას დროს.

❔ პასუხი ყველა კითხვაზე: ჩვენი გამოცდილი საზღვრის კვეთის აგენტები დაგეხმარებიან მიიღოთ პასუხი მოგზაურობასთან დაკავშირებით ყველა კითხვაზე.

📲 ყველა სამოგზაურო ინფორმაცია ერთ სივრცეში: ჩვენი პლატფორმაზე ერთხელ შეყვანილი ინფორმაცია ინახება და თქვენ შეძლებთ მის გამოყენებას მომავალი მოგზაურობებისას.