პერსონალურ მონაცემთა დაცვის პოლიტიკა
1. როგორ ვიყენებთ თქვენს პერსონალურ მონაცემებს
ჩვენი მიზანია, გაგაცნოთ, როგორ ამუშავებს და იყენებს შპს იკონსული თქვენს პერსონალურ მონაცემებს. წინამდებარე დოკუმენტში განვმარტავთ პრინციპებს, რომლითაც ვხელმძღვანელობთ თქვენი პერსონალური მონაცამების დამუშავებისას,ასევე საკითხებს თუ როგორ გიცავთ კანონი.
გაგაცნობთ, რომელ პერსონალურ მონაცემებს აგროვებს კომპანია თქვენ შესახებ, როდესაცჩვენი კლიენტი ხდებით და როგორ ხდება ამ მონაცამების გამოყენება პირდაპირი მარკეტინგის მიზნებისთვის, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.ქართულ ენაზე შედგენილ პერსონალურ მონაცემთა დაცვის პოლიტიკას უპირატესობა ენიჭება სხვა ენაზე შედგენილ პოლიტიკასთან შედარებით.
2. ჩვენი დაპირება პერსონალური მონაცემების დაცვის შესახებ
ჩვენ, შპს იკონსული გპირდებით, რომ:
- დავიცავთ თქვენი მონაცემების კონფიდენციალურობას;
- არ გამოვიყენებთ თქვენს მონაცემებს უკანონოდ;
- თქვენი მოთხოვნის შესაბამისად, მოგაწვდით სრულ და დეტალურ ინფორმაციას თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავებასთან დაკავშირებით.
3. ვინ ვართ ჩვენ
შპს იკონსული
საიდენტიფიკაციო კოდი: 405512440
იურიდიული მისამართი: საქართველო, თბილისი, გიორგი ბრწყინვალეს ქუჩა, N 30ა, ბინა N 47
ჩვენს შესახებ მეტი იხ. ვებგვერდზე: econsul.io
4. როგორ გიცავთ კანონი
ჩვენს დაპირებასთან ერთად თქვენს დაცულობას უზრუნველყოფს საქართველოს კანონი “პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ”. კანონმდებლობის თანახმად, თქვენ უფლება გაქვთ, მოგვთხოვოთ ინფორმაცია იმის შესახებ, თუ როგორ ვიყენებთ თქვენს პერსონალურ მონაცემებს.
თქვენი მოთხოვნის შესაბამისად, კომპანია ვალდებული იქნება, მოგაწოდოთ აღნიშნული ინფორმაცია. ჩვენ უფლება გვაქვს, გამოვიყენოთ თქვენი პერსონალური მონაცემები მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ არებობს კონკრეტული სახელშეკრულებო ან/და კანონისმიერისაფუძველი.
5. რისთვის ვიყენებთ თქვენს პერსონალურ მონაცემებს
- თქვენთან ურთიერთობისთვის.
- თქვენი მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად, თანამშრომლობის ახალი გზების შესამუშავებლად და ჩვენი ბინზესის განსავითარებლად.
- მარკეტინგული აქტივობების შესამუშავებლად და განსახორციელებლად.
- იმის შესასწავლად, თუ როგორ იყენებენ კლიენტები ჩვენს პროდუქტებსა და მომსახურებას.
- პროდუქტების და მომსახურების გაუმჯობესების მიზნით სხვადასხვა კვლევის ჩასატარებლად.
- ჩვენს პროდუქტებსა და მომსახურებასთან დაკავშირებით რჩევებისა თუ რეკომენდაციების მისაღებად.
- ჩვენი ბრენდების, პროდუქტებისა და მომსახურების განსავითარებლად/ სამართავად.
- პროდუქტებისა და მომსახურების მისაწოდებლად.
6. ჩვენი ლეგიტიმური ინტერესები
- მონაცემთა განახლება, თქვენთვის საინტერსო პროდუქტებისა და მომსახურების იდენტიფიცირება და თქვენთვის შესაბამისი ინფორმაციის მოწოდება.
- პროდუქტებისა და მომსახურების განვითარება.
- კლინტების ფოკუს-ჯგუფის განსაზღვრა ახალი პროდუქტებისა და მომსახურების შეთავაზების მიზნით.
- ჩვენი კანონისმიერი მოვალეობების ეფექტურად შესრულება.
7. სამართლებრივი საფუძველი
- თქვენი თანხმობა.
- სახელშეკრულებო ვალდებულებების შესრულება.
- ჩვენი კაონონისმიერი ინტერესები.
- ჩვენი კანონისმიერი ვალდებულება.
8. წყაროები, საიდანაც მოვიპოვებთ პერსონალურ მონაცემებს
თქვენს შესახებ პერსონალური ინფორმაციის მოპოვება შეგვიძლია კომპანიისთვის თქვენ მიერ მოწოდებული და ქვემოთ ჩამოთვლილი წყაროებიდან. თქვენგან მონაცემებს ვიღებთ შემდეგ შემთხვევებში:
- როდესაც ხდებით ჩვენი მომხმარებელი;
- რეგისტრირდებით ჩვენს ონლაინ სერვისებზე;
- როდესაც იყენებთ ჩვენ პროდუქტებსათუ მომსახურებებს;
- გვესაუბრებით ტელეფონით ან განახორციელებთ ვიზიტს ჩვენს ოფისში;
- იყენებთ ჩვენს საიტს, მობილურ აპლიკაციას და ონლაინ საკონსულტაციო ფუნქციონალს (ონლაინ ჩეთს);
- გვიგზავნით წერილებს ფოსტით ან ელ. ფოსტით;
- თქვენს მონაცემებს ასევე ვაგროვებთ ისეთი ორგანიზაციებიდან, როგორებიცაა საჯარო და სამეწარმეო რეესტრი,სხვა საჯარო ორგანიზაციები.
9. თქვენი უფლებები
თქვენ შეგიძლიათ, მიიღოთ თქვენს შესახებ შემდეგი ინფორმაცია:
- რა მონაცემებს ვამუშავებთ თქვენს შესახებ;
- რა არის თქენი მონაცემების დამუშავების მიზანი;
- რა არის თქვენი მონაცემების დამუშავების სამართლებრივი საფუძველი;
- როგორ მუშავდებოდა თქვენი მონაცემები;
- ვისთვის მოხდა თქვენი მონაცემების გაზიარება;
- მონაცემთა გაცემის საფუძველი და მიზანი.
თქვენ შეგიძლიათ მოითხოვოთ, იმ მონაცემების ასლი, რომელსაც ვამუშავებთ.
თქვენ გაქვთ კანონიერი უფლება, მოითხოვოთ თქვენი მონაცემის ცვლილება, განახლება, დამატება, დაბლოკვა, წაშლა ან განადგურება, თუ ის არის არასრული, არაზუსტი, მოძველებული ან უკანონო გზით მოპოვებული. ჩვენ ვმოქმედებთ საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, რამაც შესაძლოა არ მოგვცეს უფლება დაუყოვნებლივ წავშალოთ თქვენი პირადი მონაცემები.
10. ვის ვუზიარებთ თქვენს პერსონალურ მონაცემებს
თქვენი პერსონალური მონაცემების გაზიარება შეიძლება დაგვჭირდეს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში ან ორგანიზაციებთან, რომლებმაც თქვენს მიერ შერჩეული პროდუქტი თუ მომსახურება უნდა მოგვაწოდონ.
როცა ჩვენი ჩვეული საქმიანობის ფარგლებში ვიყენებთ მესამე მხარეების, სხვა პროვაიდერის მომსახურებას, შესაძლებელია, დაგვჭირდეს მისთვის თქვენი პერსონალური მონაცემების გაზიარება კონკრეტული დავალებების შესასრულებლად. მომსახურების მომწოდებელ მესამე პირებთან თანამშრომლობის მაგალითებია:
- ვებ-ინსტრუმენტების ან/და აპლიკაციების დიზაინი, მიმდინარე საექსპლუატაციო მომსახურება;
- IT სერვისის პროვაიდერები, რომლებსაც შეუძლიათ უზრუნველყონ აპლიკაციის ან ინფრასტრუქტურის (მაგ., „cloud“) სერვისები;
- იურიდიული, აუდიტორული და სხვა პროფესიული მომსახურება, რომლებსაც გვაწვდიან იურისტები, ნოტარიუსები, მინდობილი პირები, აუდიტორული კომპანიები და სხვ.;
- თაღლითობის და სხვა სახის დანაშაულისა თუ გადაცდომის გამოვლენა, მოკვლევა და პრევენცია, რასაც ახორციელებენ სპეციალიზებული კომპანიები;
ნებისმიერ შემთხვევაში, როცა თქვენს მონაცემებს მესამე მხარეებს ვუზიარებთ, ყველა ზომას ვიღებთ, რომ მათი დაცულობა უზრუნველვყოთ.
11. როგორ ვიყენებთ თქვენს მონაცემებს ავტომატური გადაწყვეტილებების მიღების პროცესში
ავტომატური გადაწყვეტილებების მიღებისთვის, მათ შორის, პროფილირებისთვის, ვიყენებთ თქვენს პერსონალურ მონაცემებს, რომლებსაც ჩვენ ვფლობთ ან ვიღებთ სხვა პირებისგან კანონმდებლობით მონიჭებული უფლებამოსილების, თქვენთან გაფორმებული ხელშეკრულების ან თქვენი თანხმობის საფუძველზე. აღნიშნული გვეხმარება სწრაფი, სამართლიანი და ეფექტიანი გადაწყვეტილებების მიღებაში.ავტომატური გადაწყვეტილებები აისახება ჩვენი მიმდინარე და სამომავლო პროდუქტებისა თუ მომასხურების ხარისხზე. თუ არ არსებობს სათანადო საფუძველი (კანონმდებლობით, ხელშეკრულებით გათვალისწინებული საფუძველი , თქვენი თანხმობა), შეგიძლიათ,უარი თქვათ თქვენი მონაცემების ავტომატურ დამუშვებაზე, მათ შორის, პროფილირების მიზნით, თუ აღნიშნული წარმოშობს სამართლებრივ, ფინანსურ ან სხვა სახის არსებითი მნიშვნელობის შედეგს.
12. პესონალური მონაცემების დამუშავება პირდაპირი მარკეტინგის მიზნებისთვის
თქვენს პერსონალურ მონაცემებს მარკეტინგული მიზნებისთვისაც ვიყენებთ - მათი ცონდა გვჭირდება იმისათვის, რომ მოგაწოდოთ თქვენზე მორგებული პროდუქტებისა და შეთავაზებების შესახებინფორმაცია.
თქვენს მონაცემებს ვაგროვებთ იმ ინფორმაციიდან, რასაც თავად გვიზიარებთ, ასევე, იმ წყაროებიდან, რომლებზეც ხელი მიგვიწვდება, როდესაც ჩვენი მომსახურებით სარგებლობთ.
თქვენს მონაცემებს შევისწავლით იმისათვის, რომ გავიგოთ, რა გსურთ ან რა გჭირდებათ, რა იქნებოდა თქვენთვის საინტერესო. ასეთი ფომით ვიღებთ გადაწყვეტილებას , რომელი პროდუქტი, მომსახურება თუ შეთავაზება შეიძლება იყოს თქვენთვის შესაფერისი..
ჩვენ მხოლოდ მაშინ ვიყენებთ თქვენს პირად მონაცემებს და გიგზავნით მარკეტინგულ შეტყობინებებს, როცა გვაქვს თქვენი თანხმობა ან ლეგიტიმური ინტერესი. ჩვენ გპირდებით რომ ჩვენი საქმიანობა არასდროს იქნება უსამართლო, არასწორი ან თქვენი ინტერესების წინააღმდეგ მიმართული. თქვენ უფლება გაქვთ ნებისმიერ დროს დაგვიკავშირდეთ და გვთხოვოთ მარკეტინგული შეტყობინებების გამოგზავნის შეწყვეტა. ჩვენ პატივს ვცემთ თქვენს სურვილებს და მაქსიმუმ 5 დღეში შევწყვეტთ თქვენი მონაცემების გამოყენებას პირდაპირი მარკეტინგული მიზნებისთვის.
ჩვენთვის მნიშვნელოვანია თქვენი უსაფრთხოება და ინტერესები, რის გამოც თქვენ ნებისმიერ შემთხვევაში მიიღებთ შეტყობინებებს თქვენთვის შემოთავაზებულ პროდუქტებისა და მომსახურებების პირობებში კომპანიის მიერ განხორციელებული ცვლილებების შესახებ.
13. სესიის ვიდეო-აუდიო ჩაწერა
სესიის ვიდეო-აუდიო ჩაწერა ხორციელდება მომხმარებლის წინასწარი, ინფორმირებული თანხმობის საფუძველზე და ემსახურება მომსახურების ხარისხის გაუმჯობესებას, პერსონალის ტრენინგსა და განვითარებას, ასევე კომუნიკაციის გამჭვირვალობის უზრუნველყოფასა და შესაძლო დავების პრევენციას.
14. ხელოვნური ინტელექტის (AI) გამოყენება
კომპანიამ შესაძლოა პერსონალური მონაცემების დამუშავების გარკვეულ პროცესებში გამოიყენოს ხელოვნური ინტელექტის (AI) ტექნოლოგიები, მათ შორის მონაცემთა ანალიზის, კლასიფიკაციის, ავტომატიზაციისა და მომსახურების გაუმჯობესების მიზნით. AI-ის გამოყენებისას კომპანია იღებს შესაბამის ტექნიკურ და ორგანიზაციულ ზომებს პერსონალური მონაცემების კონფიდენციალურობის, უსაფრთხოებისა და დაცვის უზრუნველსაყოფად.
AI-ის მიერ დამუშავებული ინფორმაცია გამოიყენება მხოლოდ შესაბამისი და განსაზღვრული მიზნებისთვის და, სადაც ეს შესაძლებელია, მონაცემები მუშავდება მინიმალური მოცულობით. AI-ის გამოყენება არ ცვლის კომპანიის პასუხისმგებლობას პერსონალური მონაცემების დაცვის კანონმდებლობისა და ამ კონფიდენციალურობის პოლიტიკის მოთხოვნების შესრულებაზე.
15. რამდენ ხანს ვინახავთ თქვენს პერსონალურ მონაცემებს
თქვენს პირად მონაცემებს ვინახავთ თქვენი მომსახურების მთელი პერიოდის განმავლობაში; აგრეთვე, ხელშეკრულების შეწყვეტის შემდეგ 3 წლამდე ვადით შემდეგი მიზეზების გამო:
- კითხვებსა და საჩივრებზე პასუხის გასაცემად
- დავასაბუთოთ, რომ სამართლიანად გექცევით
- განვახორციელოთ საქმისწარმოება ჩვენთვის დაწესებული რეგულაციების მიხედვით
შესაძლებელია, თქვენი მონაცემები 3 წელზე მეტი ხნით შევინახოთ, თუ მისი წაშლის შესაძლებლობა არ გვაქვს სამართლებრივი საფუძვლების გამო.
16. როგორ გაითხოვოთ თქვენი თანხმობა
თანხმობის გათხოვა შესაძლებელია ნებისმიერ დროს, თუ ეს არ ეწინააღმდეგება კანონის მოთხოვნებს.
დაგვიკავშირდით, თუ ამგვარ გადაწყვეტილებას მიიღებთ.
გამოთხოვის უფლება მაშინ არის შესაძლებელი ( ან რელევანტური) როცა დამუშავების საფუძველი არის თქვენი თანხმობა.
თანხმობის გათხოვის შემთხვევაში ჩვენ შესაძლოა ვერ შევძლოთ თქვენთვის სრულყოფილი მომსახურების გაწევა.
17. პერსონალურ მონაცემთა დაცვის პოლიტიკის დოკუმენტის ცვლილება
პერსონალურ მონაცემთა დაცვის პოლიტიკის დოკუმენტი შეიძლება შეიცვალოს საკანონმდებლო ან/და ჩვენი კომპანიის პერსონალურ მონაცემთა დამუშავების წესის ცვლილების შესაბამისად.
18. როგორ დაგვიკავშირდეთ
თუ გექნებათ კითხვები პერსონალურ მონაცემთა დაცვისა და მათი დამუშავების შესახებ, ან ჩვენს საერთო უფლებებთან და მოვალეობებთან დაკავშირებით, შეგიძლიათ, გამოიყენოთ რომელიმე ქვემოთ მითითებული შესაძლებლობა:
- დაგვიკავშირდით Email-ზე ან/და ტელეფონზე (სამუშაო საათებში)
- ტელ: 032 2114488
- ელ-ფოსტა: contact@econsul.io