წესები და პირობები
1. ზოგადი დებულებები
წინამდებარე წესები და პირობები წარმოადგენს თქვენსა და შპს “იკონსულს“ (შემდგომში „კომპანია“ ან „ჩვენ“) შორის დადებულ სავალდებულო ძალის მქონე შეთანხმებას და არეგულირებს თქვენ მიერ შპს “იკონსულის“მომსახურების და ვებგვერდისგამოყენებას.
პერსონალური ინფორმაცია, რომელსაც კომპანია თქვენგან ან მესამე პირებისგან მოიპოვებს მუშავდება თქვენი თანხმობის საფუძველზე, წინამდებარე წესებში განსაზღვრული პერსონალური მონაცემების დამუშავების პოლიტიკის შესაბამისად.
რეგისტრაციის ფორმაში “ვეთანხმები წესებს და პირობებს”- მონიშვნით თქვენ ასევე ეთანხმებით პერსონალურ მონაცემთა დამუშავების პოლიტიკას.
გთხოვთ, ყურადღებით გაეცნოთ წინამდებარე წესებს და პირობებს. ქართულ ენაზე შედგენილ წესებსა და პირობებს უპირატესობა ენიჭება სხვა ენაზე შედგენილ წესებსა და პირობებთან შედარებით.
ყველა მომხმარებელი, რომელსაც სურს შპს “იკონსულის“ სერვისებით სარგებლობა, ვალდებულია დაეთანხმოს და დაიცვას ქვემოთ მოყვანილი წესები და პირობები.
კომპანია აფრთხილებს მომხმარებელს, რომ ის ვალდებულია დაიცვას საქართველოს ან/და შესაბამისი სხვა ქვეყნის კანონმდებლობა (რეგულაციები). მომხმარებელი ცალსახად ადასტურებს, რომ მისი მიზანი არ არის საქართველოს ან/და შესაბამისი სხვა ქვეყნის კანონმდებლობის (რეგულაციების) გვერდის ავლა და განზრახული აქვს იმოქმედოს მხოლოდ კანონმდებლობის დაცვით და გონივრულობის ფარგლებში. კომპანიის თანამშრომლის რჩევა და გაფრთხილება მომხმარებლის ქმედებით/განზრახვით კანონმდებლობის (რეგულაციის)შესაძლო დარღვევის შესახებ მიღებული უნდა იქნას ცნობად და მომხმარებელმა უნდა იმოქმედოს შესაბამისად.
2. განცხადებები და გარანტიები
2.1 წინამდებარე წესებსა და პირობებზე თანხმობით, მომხმარებელი ადასტურებს, რომ:
2.2 მომხმარებელი არის დამოუკიდებელი კონტრაქტორი და არ წარმოადგენს კომპანიის დასაქმებულს, პარტნიორს ან/და აგენტს. კომპანია არ არის პასუხისმგებელი მომხმარებლის მიერ მიწოდებული ინფორმაციის შინაარსსა და სისწორეზე, აგრეთვე მომხმარებლის მიერ განხორციელებულ ქმედებებზე; დაუშვებელია კომპანიის სერვისების გამოყენება მართლსაწინააღმდეგო და დაფარული მიზნებისთვის.
2.3 კომპანია თავისუფლდება ყოველგვარი პასუხისმგებლობისგან, რომელიც შეიძლება მოჰყვეს მომხმარებლის ნებისმიერ ქმედებას, მის მიერ წარმოდგენილი მონაცემების სისწორეს, მომხმარებლის მიერ რომელიმე ხელშეკრულების, მათ შორის ამ წესებისა და პირობების დარღვევას, მოქმედ კანონმდებლობასა და რეგულაციებთან შეუსაბამობას და ა.შ.
2.4 არის საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად დაფუძნებული იურიდიული პირი ან 18 წლის ასაკს მიღწეული ფიზიკური პირი. არასრულწლოვნის/მცირეწლოვნის ან/და სხვა შეზღუდული ქმედუნარიანი პირის ინტერესების კანონიერად წარმოდგენის შემთხვევაში უზრუნველყოფს შესაბამისი ინფორმაციის ან/და დოკუმენტაციის მიწოდებას კომპნიისთვის.
2.5 გააჩნია სრული (შეუზღუდავი) ქმედუნარიანობა, არ იმყოფება ნარკოტიკული, ალკოჰოლური, ფსიქოტროპული ან ტოქსიკური პრეპარატების ზემოქმედების ქვეშ, არ იმყოფება შეცდომის, თაღლითობის, ზეწოლის, მუქარისა ან ნებისმიერი მართლსაწინააღმდეგო ზემოქმედების ქვეშ.
2.6 მომხმარებელს აქვს სრული უფლებამოსილება იმისათვის, რომ ხელი მოაწეროს და შეასრულოს ამ პირობებით ან ნებისმიერი სხვა ხელშეკრულებებითა და განაცხადებით გათვალისწინებული ვალდებულებები;
2.7 გაეცნო პირობებს და ეს პირობები არის მისთვის მისაღები;
2.8 მის მიერ წარმოდგენილი ყველა მონაცემი არის ზუსტი;
2.9 მომხმარებელი არ არის ჩაბმული ან არ მონაწილეობს რაიმე სახის უკანონო საქმიანობაში (მათ შორის, ფულის გათეთრებაში, იარაღით ვაჭრობაში, ტერორიზმსა ან სხვა სახის უკანონო საქმიანობაში);
2.10 ხელშეკრულების მოქმედების მთელი პერიოდისათვის მისი საქმიანობა ან/და ქმედება შესაბამისობაში არის/იქნება ადგილობრივ ან/და საერთაშორისო კანონმდებლობასთან;
2.11 მისი ქმედება არ არის/იქნება მიმართული შპს “იკონსულის“ ან/და ნებისმიერი მესამე პირის/მხარის მოტყუებისაკენ. აღნიშნული პრინციპის გათვალისწინებით ხელშეკრულების დასადებად ან მის საფუძველზე და შესასრულებლად, მის მიერ შპს “იკონსულისთვის“ წარდგენილი დოკუმენტი (ასეთის არსებობის შემთხვევაში) ან/და ინფორმაცია მისი წარმოდგენის მომენტისათვის ასევე არის/იქნება უტყუარი, ზუსტი და სრული;
2.12 იგი კეთილსინდისიერად, სრულად და ჯეროვნად შეასრულებს პირობებით ნაკისრ ვალდებულებებს;
2.13 თანახმაა, სერვისის შინაარსის გათვალისწინებით, შპს “იკონსულმა“, მის მიერ გაცემული თანხმობის ფარგლებში მოიძიოს/მოიკვლიოს/გადაამოწმოს და დაამუშაოს მომხმარებლის მიერ მითითებული ან მასთან დაკავშირებული ნებისმიერი, მათ შორის პერსონალური ინფორმაცია ან/და უნივერსალური იდენტიფიკატორები;
2.14 მომხმარებელი დაუყოვნებლივ წერილობით აცნობებს კომპანიას ყველა იმ გარემოებ(ებ)ის შესახებ, რომელიც შეიძლება წინააღმდეგობაში მოვიდეს მის აღნიშნულ განცხადებებთან ან/და გამოიწვიოს აღნიშნული გარანტიების დარღვევა;
2.15 მომხმარებელი აცნობიერებს და ადასტურებს, რომ წინამდებარე მომსახურება მის ინდივიდუალურ შეკვეთას პასუხობსდა აშკარად მის პირად საჭიროებებზეა მორგებული, შესაბამისად მომხმარებელს არ აქვს უფლება ყოველგვარი საფუძვლის მითითების გარეშე უარი თქვას ხელშეკრულებაზე;
2.16 მომხმარებელი ადასტურებს, რომ მომსახურების მიღების მიზნით მის მიერ მესამე პირის მონაცემების (მათ შორის პერსონალური მონაცემების) კომპანიისათვის წარდგენის შემთხვევაში, მომხმარებელს მიღებული აქვს თანხმობა მესამე პირისგან მისი მონაცემების კომპანიისათვის გაზიარების შესახებ. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ნებისმიერ დარღვევაზე ან/და ზიანზეპასუხისმგებლობა ეკისრება მომხმარებელს.
2.17 კომპანია ხელშეკრულებას დებს ამ პირობებში მოცემულ განცხადებებსა, გარანტიებსა და ვალდებულებებზე დაყრდნობით და თვლის მათ ხელშეკრულების პირობებად. შესაბამისად, ხელშეკრულების დადების შემდეგ წინამდებარე მუხლით გათვალისწინებული განცხადებების, გარანტიებისა და ვალდებულებების დარღვევა საკმარისი საფუძველია კომპანიის მიერ ხელშეკრულებით და პირობებით გათვალისწინებული მომსახურების გაწევაზე ცალმხრივი უარის სათქმელად; აღნიშნულ გარემოებას უთანაბრდება, როდესაც კომპანია მომხმარებელს გააფრთხილებს/ურჩევს მომხმარებლის განზრახვის მართლსაწინააღმდეგობის შესახებ, თუმცა მომხმარებელი კვლავ მართლსაწინააღმდეგო განზრახვას აფიქსირებს; ამ პუნქტით გათვალისწიენბულ შემთხვევებში მომხმარებლის მიერ გადახდილი საფასური დაბრუნებას არ ექვემდებარება;
2.18 სერვისის მიღება მოხდება მხოლოდ მის მიერ. სერვისის მიღების დროს სესიას არ დაესწრება მის გარდა სხვა ნებისმიერი პირი. მის მიერ არ მოხდება სერვისის გაწევის დროს მიღებული ინფორმაციის გაზიარება ნებისმიერი სხვა პირისთვის. წინააღმდეგ შემთხვევაში ვალდებული იქნება აანაზღაუროს კომპანიისთვის მიყენებული ზიანი, მათ შორის მიუღებელი შემოსავალი ხოლო გადახდილი საფასური დაბრუნებას არ ექვემდებარება. ასეთი გარემოების დაფიქსირებისას კომპნია უფლებამოსილია ცალმხრივად, გაფრთხილების გარეშე, შეწყვიტოს ხელშეკრულება.
3. ხელშეკრულების მოქმედების ვადა და შეწყვეტა
3.1 წინამდებარე ხელშეკრულება ძალაში შედის მომხმარებლის მიერ ამ წესებსა და პირობებზე დაპერსონალური მონაცემებისდამუშავების პოლიტიკაზე თანხმობის გაცხადების შემდეგ და ძალაში რჩება მის შეწყვეტამდე.
3.2 ხელშეკრულება შეიძლება შეწყდეს საქართველოს კანონმდებლობით ან/და ამ ხელშეკრულებით გათვალისწინებულ შემთხვევებში კომპანიის ან მომხმარებლის ინიციატივით ნებისმიერ დროს, შეწყვეტის მომენტისათვის კომპანიის წინაშე არსებული დავალიანების (ასეთის არსებობის შემთხვევაში) სრულად დაფარვის საფუძველზე.
3.3 კომპანიას აქვს უფლება ნებისმიერ დროს შეწყვიტოს ხელშეკრულება თუ გონივრული ვარაუდის საფუძველზე მიაჩნია, რომ მომხმარებლის მიერ განხორციელებულია ან შესაძლოა განხორციელდეს სამართალდარღვევა, მისი რეალური მიზანი დაფარულია და განსხვავებულია მომსახურების მიღების შინაარსისგან.
3.4 კომპანიის მიერ მომსახურების გაწევა მოხდება მომხმარებლის მიერ მომსახურების თანხის გადახდიდან3 თვის განმავლობაში, მაგრამ არაუგვიანეს მომხმარებლის საკონსულოში გასვლამდე.
4. გარდამავალი დებულებები
4.1 კომპანია უფლებამოსილია, სათანადო საფუძვლის არსებობისას ან/და ლეგიტიმური მიზნით, მოსთხოვოს მომხმარებელს, ხოლო ასეთი მოთხოვნის შემთხვევაში მომხმარებელი ვალდებულია შპს “იკონსულს“ მიაწოდოს ნებისმიერი დამატებითი ინფორმაცია და ასევე წარმოადგინოს შესაბამისი დამადასტურებელი დოკუმენტები, რომლებსაც კომპანია მოითხოვს ან განსაზღვრულია საქართველოს კანონმდებლობით;
4.2 კომპანიას უფლება აქვს ცალმხრივად შეიტანოს ცვლილებები ამ პირობების ტექსტში; მომხმარებელს ამგვარი ცვლილების შესახებ ეცნობება კომპანიის ვებგვერდზე განთავსების გზით. ასევე, მომხმარებელს შესაძლოა გაეგზავნოს ცვლილების ტექსტი მის მიერ დაფიქსირებულ ელ. ფოსტის მისამართზე. შპს “იკონსული“ პასუხს არ აგებს მომხმარებლის მიერ ელ. ფოსტის მისამართის ცვლილების ან/და სხვა სახის ტექნიკური ან/და ოპერაციული ხარვეზის გამო.
4.3 მომხმარებელს უფლება ექნება კომპანიის ვებგვერდზე ინფორმაციის განთავსებიდან ან/და შეტყობინების გაგზავნიდან 10 (ათი) კალენდარული დღის გასვლამდე ნებისმიერ დროს შეწყვიტოს ამ წესებისა და პირობების მოქმედება ამ ხელშეკრულების 4.2 პუნქტით გათვალისწინებული წესით. ამ პუნქტით მინიჭებული უფლების განხორციელების (გამოყენების) შემთხვევაში მომხმარებელი ვალდებული იქნება ამ ხელშეკრულების მოქმედების შეწყვეტის შესახებ წერილობითი შეტყობინების კომპანიისთვის გაგზავნიდან არაუგვიანეს 5 (ხუთი) კალენდარული დღისა სრულად დაფაროს კომპანიის წინაშე არსებული დავალიანება (ასეთის არსებობის შემთხვევაში). მომხმარებლის მიერ უკვე გადახდილი მომსახურების საფასური დაბრუნებას არ ექვემდებარება.
4.4 მხარეები თანხმდებიან, რომ თუ წინამდებარე ან/და მის საფუძველზე გაფორმებული ნებისმიერი დამატებითი ხელშეკრულების პირობების ცვლილებას კომპანია განახორციელებს მომხმარებლის სასარგებლოდ, კომპანია არ არის ვალდებული წინასწარ აცნობოს მომხმარებელს ცვლილების შესახებ.
4.5 მომხმარებელიკომპანიის წერილობითი თანხმობის გარეშე, არ არის უფლებამოსილი ამ პირობებიდან გამომდინარე უფლებები და მოთხოვნები გადასცეს ან ვალდებულებები გადააკისროს სხვა პირს;
4.6 კომპანია უფლებამოსილია მომხმარებლის დამატებითი თანხმობის გარეშე მისი უფლებები და მოთხოვნები გადასცეს მესამე პირს. კომპანია ასევე უფლებამოსილია მომსახურების გაწევის მიზნით მომხმარებლის შესახებ ინფორმაცია და მონაცემები (მათ შორის პერსონალური) გადასცეს მესამე პირებს.
4.7 იმ შემთხვევებში, რომლებიც არ არის გათვალისწინებული პირობებით, მხარეები იხელმძღვანელებენ კანონმდებლობით დადგენილი შესაბამისი ურთიერთობის მარეგულირებელი ნორმებით ან/და დამატებით შეთანხმებული პირობებით;
4.8 გთხოვთ, ყურადღებით გაეცნოთპერსონალური მონაცემებისდამუშავების პოლიტიკას ჩვენს ვებგვერდზე - www.econsul.io-ზე.
4.9 მხარეთა მიერ, პირობების შესრულების ადგილად მიჩნეულია ქ. თბილისი;
5. კომპანიის სერვისები
5.1 სრული სავიზო მომსახურბა | სასწავლო ვიზა
5.2 სრული სავიზო მომსახურება | (P კატეგორია, ტალანტ ვიზა , ა.შ)
5.3 აპლიკაციის შევსება
5.4 პროფილის შექმნა ან გადატანა
5.5 თარიღის გადაჯავშნა
5.6 პირველადი სავიზო კონსულტაცია
5.7 კონსულტაცია საკონსულოში გასაუბრებამდე | კონსულტაციის ხანგრძლივობა 45 წუთი გაწვდით ინფორმაციას საკონსულოსთვის საჭირო დოკუმენტების შესახებ.
5.8 ვიზა ბონდის გადახდის სერვისი
5.9 კონსულტაცია საკონსულოში გასაუბრებამდე | ოჯახის გაერთიანება ერთ აპლიკაციაში
5.10 ოჯახის გაერთიანება ერთ აპლიკაციაში სრული სერვისი | აშშ | დიდი ბრიტანეთი | კანადა | ნებისმიერი სხვა ქვეყანა
5.11 ელექტრონული ვიზის შევსებაში მხარდაჭერა
5.12 საკონსულოში წარმომადგენლის მომსახურება
5.13 რიგის მომსახურება ( ჩვენი წარმომადგენელი მიდის საკონსულოში რიგის დასაკავებლად)
5.14 10 წუთიანი ზოგადი კონსულტაცია
5.15 ელექტრონული სამოგზაურო ავტორიზაციის შევსებაში მხარდაჭერა
5.16 საკონსულოსთან კომუნიკაცია ვიზა კოორდინატორის მიერ
5.17 შესვლის ბარათის შევსება | Arrival Card
5.18 პრიორიტეტული სწრაფი სერვისი
5.19 ადგილზე (ფიზიკური) შეხვედრა
5.20 საკურიერო სერვისი
5.21 კონკრეტული სერვისის სახე(ები) და მათი ღირებულება განისაზღვრება კომპანის მიერ მომხმარებლისთის გამოწერილი ინვოისით.
5.22 მომსახურების გაწევა იწყება საფასურის გადახდის მომდევნო სამუშაო დღეს. საფასური გადახდილად ითვლება კომპანიის მიერ ინვოისში დაფიქსირებულ საბანკო ანგარიშზე თანხის ასახვის დღეს.
6. თანხის დაბრუნების პოლიტიკა
6.1 კომპანიის მიერ მომსახურების გაწევა ხორციელდება წინამდებარე წესების და პირობების შესაბამისად. თქვენ მიერ გადახდილი თანხა დაბრუნებას არ ექვემდებარება, თუ კომპანიას დაწყებული აქვს მომსახურების გაწევა. იმ შემთხვევაში, თუ თქვენ მიერ არასწორად/შეცდომით მოხდა მომსახურების მიღებასთან დაკავშირებით მოთხოვნის დაფიქსირება და თანხის გადახდა, უფლება გაქვთ, თანხის გადახდის დღეს არაუგვიანეს 23:59 საათამდე ელ. ფოსტის, ვებ-გვერდის, facebook, instagram, linkedin, TikTok გვერდის საშუალებით დააფიქსიროთ მოთხოვნის გაუქმების შესახებ. თუ კომპანიას არ აქვს დაწყებული მომსახურების გაწევა,განვიხილავთ თქვენ მომართვას 10 სამუშაო დღის განმავლობაში და დადებითი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში თანხას დაგიბრუნებთ გადაწყვეტილების მიღებიდან 10 სამუშაო დღის განმავლობაში.