
ახალი ზელანდიის მთავრობამ კვალიფიციური კადრების მოსაზიდად განაახლა საემიგრაციო ვიზა. ცვლილებების მიხედვით, მაღალკვალიფიციური მუშაკებისთვის გაცემული ვიზის ლიმიტი მოიხსნა. ასევე, გაიზარდა დამსაქმებლის აკრედიტებული სამუშაო ვიზის (AEWV) ხანგრძლივობა 3-დან 5 წლამდე.
‘’ საემიგრაციო ვიზასთან დაკავშირებული ცვლილებები მოხსნის ხელოვნურ შეზღუდვას კვალიფიციური კადრებისთვის ყოველწლიურად ხელმისაწვდომ საცხოვრებელ ადგილებთან დაკავშირებით, რაც ხელს უშლის კვალიფიციურ მიგრანტებს დასახლდნენ ახალ ზელანდიაში, მაშინაც კი როცა ამისი რეალური საჭიროება არსებობს.’’ – განაცხადა ახალი ზელანდიის იმიგრაციის მინისტრმა მაიკლ ვუდმა.
მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ კვალიფიციური მიგრანტების მოზიდვა ქვეყანაში ხელს შეუწყობს ისეთი სექტორების განვითარებას, სადაც მუშახელის ნაკლებობაა.
მოთხოვნები კვალიფიციური კადრების საემიგრაციო ვიზის მისაღებად
აპლიკანტები, რომლებსაც სურთ განაცხადი გააკეთონ კვალიფიციური კადრების საიმიგრაციო ვიზაზე, უნდა ფლობდნენ სამუშაო მოწვევას აკრედიტებული დამსაქმებლისგან.
დამსაქმებლის მოწვევის ქონასთან ერთად, მნიშვნელოვანია შესაბამისი კვალიფიკაციისა და უნარების დადასტურება, რომელიც 6 ქულიანი სისტემით ფასდება.
სავიზო განაცხადის გასაკეთებლად აპლიკანტი უნდა იყოს 55 წლის ან უფრო ნაკლები ასაკის
რა დაგჭირდება განაცხადის გასაკეთებლად?
იდენტიფიკაცია- მნიშვნელოვანია რომ დაადასტურო შენი და ყველა სხვა პიროვნების იდენტობა, რომელიც შენს აპლიკაციაში იქნება მითითებული
ინგლისური ენა- აპლიკანტი კარგად უნდა ფლობდეს ინგლისურ ენას.
სამუშაო მოწვევა- უნდა ფლობდე ახალი ზელანდიიდან სამუშაო შეთავაზებას.
კვალიფიკაცია- აპლიკანტი უნდა იყოს კვალიფიციური შესაბამისი მიმართულებით
იმისათვის, რომ საქართველოს მოქალაქემ შეძლოს ახალ ზელანდიაში დასაქმება, უნდა ფლობდეს შესაბამისი კატეგორიის ვიზას. თუ დაინტერესდი კვალიფიციური კადრების ვიზით, ჩვენი გუნდი გაგიწევს სრულ სავიზო მომსახურებას. არ დაგავიწყდეს, სავიზო პროცესების დაწყებამდე დამსაქმებლისგან მოწვევისა და შესაბამისი მიმართულებით კვალიფიკაციის ქონა მნიშვნელოვანი მოთხოვნაა.
რთული ჩანს? ჩვენ შეგვიძლია დახმარება
✅ პროფესიონალური მხარდაჭერა: ჩვენ ვამარტივებთ კომპლექსურ პროცესებს და ვუმკლავდებით ბიუროკრატიას.
📃 პერსონალიზებული დოკუმენტები: ჩვენ შეგიდგენთ საჭირო დოკუმენტების ჩამონათვალს, რაც მორგებული იქნება თქვენს სავიზო მოთხოვნაზე.
⏱️ დაზოგე დრო: ჩვენი ინოვაციური მიდგომა აჩქარებს სავიზო პროცესს და დაგიზოგავს თქვენს ძვირფას დროს.
❔ პასუხი ყველა კითხვაზე: ჩვენი გამოცდილი საზღვრის კვეთის აგენტები დაგეხმარებიან მიიღოთ პასუხი მოგზაურობასთან დაკავშირებით ყველა კითხვაზე.
📲 ყველა სამოგზაურო ინფორმაცია ერთ სივრცეში: ჩვენი პლატფორმაზე ერთხელ შეყვანილი ინფორმაცია ინახება და თქვენ შეძლებთ მის გამოყენებას მომავალი მოგზაურობებისას.