რა არის ავსტრალიის საზღვრის კვეთის ჩანაწერი

უკან
თარიღი: 7/1/2026
მოგზაურობა

ავსტრალიაში მოგზაურობის ჩანაწერები შესაძლოა ბევრ შემთხვევაში დაგვჭირდეს, მაგალითად ავსტრალიის მოქალაქეობის აღებისას, სავიზო პროცესში ან სულაც საკუთარი სამოგზაურო ისტორიის გადასამოწმებლად.

ავსტრალიის შინაგან საქმეთა დეპარტამენტის (Department of Home Affairs) ვებგვერდის მეშვეობით, დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ მარტივად მოითხოვონ საკუთარი ან, შესაბამისი თანხმობის შემთხვევაში, სხვა პირის საერთაშორისო მიმოსვლის ჩანაწერები, რომლებიც შეიცავს ყველა საჭირო ოფიციალურ ინფორმაციას, რომელიც ხშირად გადამწყვეტ როლს თამაშობს მრავალ საიმიგრაციო პროცესში.

რა ინფორმაციას შეიცავს საზღვრის კვეთის ჩანაწერები?

მიმოსვლის ჩანაწერები, რომლებიც ხელმისაწვდომია 1981 წლის იანვრის შემდგომ პერიოდზე, მოიცავს:

  • ავსტრალიიდან გასვლისა და ავსტრალიაში შემოსვლის თარიღებს;
  • ინფორმაციას იმის შესახებ, იმყოფებოდა თუ არა პირი ავსტრალიაში ან მის ფარგლებს გარეთ მოცემულ პერიოდში;
  • მოძრაობების რაოდენობას (ჩაფრენა/გაფრენა) მოთხოვნილი პერიოდისთვის;
  • პირად მონაცემებს;
  • სამგზავრო დოკუმენტის ნომრებს;
  • ავსტრალიის ჩამოსვლის ან გამგზავრების პორტის კოდებს, ფრენის ან გემის დეტალებს;
  • ვიზის ქვეკლასსა და მოქმედების ვადას მგზავრობის მომენტში.

მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ეს ჩანაწერები არ აჩვენებს ინფორმაციას იმ ქვეყნების შესახებ, საიდანაც ჩაფრინდა პირი ავსტრალიაში. 1981 წლის იანვრამდე პერიოდის ჩანაწერების მოთხოვნა კი ავსტრალიის ეროვნული არქივის (National Archives of Australia) მეშვეობით ხდება.

როგორ ხდება ჩანაწერების მოთხოვნა?

ჩანაწერების მოთხოვნა შესაძლებელია დეპარტამენტის ონლაინ ფორმის საშუალებით, რომელიც განკუთვნილია როგორც საკუთარი, ასევე, შესაბამისი თანხმობის შემთხვევაში, სხვა პირის ჩანაწერების მოსათხოვად.

საჭირო დოკუმენტაცია

საზღვრის კვეთის ჩანაწერების მოთხოვნისთვის, განმცხადებელმა უნდა წარმოადგინოს გარკვეული დოკუმენტები:

  • საკუთარი ჩანაწერის მოთხოვნისას: მიმდინარე ფოტოსურათიანი პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი (მაგ., პასპორტი). აღსანიშნია ის ფაქტიც, რომ ვადაგასული დოკუმენტები არ მიიღება. ხოლო, ძველი პასპორტების ასლების წარდგენა საჭირო არ არის.
  • სხვა პირის ჩანაწერის მოთხოვნისას: პირის მოქმედი პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი და მის მიერ ხელმოწერილი წერილობითი თანხმობა. რომელიც ნათლად უნდა მიუთითებდეს, რომ განმცხადებელს უფლება აქვს მოითხოვოს ჩანაწერები ამ პირის სახელით.
  • 18 წლამდე ასაკის ბავშვის ჩანაწერის მოთხოვნისას: მშობლის/კანონიერი მეურვის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი და დოკუმენტური მტკიცებულება მშობლის უფლებამოსილების შესახებ.

თანხმობის არქონის ან გარდაცვლილი პირის ჩანაწერების მოთხოვნის შემთხვევაში, პროცესი ხორციელდება ავსტრალიის „ინფორმაციის თავისუფლების აქტის“ (Freedom of Information Act 1982) ფარგლებში.

დამატებითი შენიშვნა მოქალაქეობის განმცხადებლებისთვის

ავსტრალიის მოქალაქეობის მინიჭების მსურველ განმცხადებლებისთვის, მიმოსვლის ჩანაწერებზე მოთხოვნების გაზრდილი რაოდენობის გამო, დეპარტამენტი ითვალისწინებს სავარაუდო თარიღებსაც. განაცხადის შეტანის შემდეგ, ოფიცერი საჭიროებისამებრ დაადასტურებს ზუსტ თარიღებს დეპარტამენტის სისტემებში არსებული ინფორმაციის საფუძველზე.

რთული ჩანს? ჩვენ შეგვიძლია დახმარება

✅ პროფესიონალური მხარდაჭერა: ჩვენ ვამარტივებთ კომპლექსურ პროცესებს და ვუმკლავდებით ბიუროკრატიას.

📃 პერსონალიზებული დოკუმენტები: ჩვენ შეგიდგენთ საჭირო დოკუმენტების ჩამონათვალს, რაც მორგებული იქნება თქვენს სავიზო მოთხოვნაზე.

⏱️ დაზოგე დრო: ჩვენი ინოვაციური მიდგომა აჩქარებს სავიზო პროცესს და დაგიზოგავს თქვენს ძვირფას დროს.

❔ პასუხი ყველა კითხვაზე: ჩვენი გამოცდილი საზღვრის კვეთის აგენტები დაგეხმარებიან მიიღოთ პასუხი მოგზაურობასთან დაკავშირებით ყველა კითხვაზე.

📲 ყველა სამოგზაურო ინფორმაცია ერთ სივრცეში: ჩვენი პლატფორმაზე ერთხელ შეყვანილი ინფორმაცია ინახება და თქვენ შეძლებთ მის გამოყენებას მომავალი მოგზაურობებისას.