იცვლება თუ არა შენი ბიომეტრიული მონაცემები შენგენის წევრ ქვეყნებს შორის?
უკან
შენგენის ზონა გთავაზობს ევროპის ქვეყნებში მარტივ, საზღვრების გარეშე მოგზაურობას, ამ პროცესის უსაფრთხოება და სისწრაფე კი ეფუძნება ვიზების ინფორმაციის სისტემას (VIS). ეს სისტემა შეიქმნა იმისთვის, რომ მოგზაურობა უფრო გამარტივებული და დაცული იყოს. მაგრამ ჩნდება კითხვა: იცვლება თუ არა შენი პირადი ბიომეტრიული მონაცემები ამ პროცესის დროს?
რა არის vis და რა არის მისი ძირითადი მიზანი?
ᲠᲐ ᲐᲠᲘᲡ VIS ᲓᲐ ᲠᲐ ᲐᲠᲘᲡ ᲛᲘᲡᲘ ᲫᲘᲠᲘᲗᲐᲓᲘ ᲛᲘᲖᲐᲜᲘ?
VIS არის მონაცემთა ბაზა, რომელიც მოიცავს ინფორმაციას იმ ადამიანებზე, რომლებიც შენგენში შესასვლელად ვიზას გამოიყენებენ. სისტემას მართავს ევროკომისია და მასში განთავსებულია ყველა სავიზო განმცხადებლის დეტალი, მათ შორის ბიომეტრიული მონაცემები: თითის ანაბეჭდები და ფოტოები.
მომავალი მოგზაურობების გასამარტივებლად, VIS-ის მონაცემთა ბაზაში ინახება სავიზო განმცხადებლის ბიომეტრიული მონაცემები. რომელიც, მოგზაურს სავიზო პროცესის გამარტივებასა და პირადობის დადასტურებაში დაეხმარება. რადაგან იგი მესაზღვრეებს საშუალებას აძლევს, დაადასტურონ, რომ ვიზის წარმდგენი პირი არის მისი კანონიერი მფლობელი და არ იყენებს თაღლითური გზით შექმნილ ყალბ დოკუმენტაციას. VIS-ის გამოყენებით უსაფრთხოების შემოწმება უფრო ზუსტი, სწრაფი და მოსახერხებელია. ამასთან ერთად, სისტემა ხელს უწყობს ვიზების გაცემის პროცესსაც.
არსებული ტექნოლოგია ეხმარება თავშესაფრის მაძიებელ საზოგადოებასაც. რადგან, იგი გამოავლენს თუ რომელი ქვეყანაა პასუხისმგებელი თავშესაფრის განაცხადის განხილვაზე.
მიუხედავად იმისა, რომ ბაზა წარმოადგენს მგზავრების მონაცემების საცავს, მისი დახმარებით ინფორმაციის მიმოცვლა არ ხდება, მაგრამ ის გამოიყენება, როგორც ცენტრალური რეესტრი, რომელიც შენგენის წევრ ქვეყნებს ეხმარება მონიტორინგის პროცესში. შესაბამისად, ყოველი ქვეყნის მიერ მიღებული ბიომეტრიული მონაცემები ერთად აღირიცხება, რაც უზრუნველყოფს ერთიანი, სრული სურათის მიღებას.
VIS-ის საინფორმაციო ბაზაზე წვდომა მკაცრადაა რეგულირებული. მასში არსებული მონაცემების გამოყენება კი მხოლოდ სპეციალური ორგანოების მიერ, განსაზღვრული მიზნობრიობითაა დაშვებული, რომლებსაც ამის ლეგიტუმრი უფლება აქვთ.
ᲕᲘᲜ ᲘᲧᲔᲜᲔᲑᲡ VIS-ᲨᲘ ᲨᲔᲜᲐᲮᲣᲚ ᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲐᲡ?
VIS მონაცემებზე წვდომა აქვთ იმ ქვეყნებს, რომლებიც შენგენის ზონას განეკუთვნებიან და საჭიროებენ ბიომეტრიული მონაცემების გადამოწმებას სავიზო პროცესის დროს. თუმცა, ამ წვდომაზე ნებართვის გაცემა მხოლოდ კონკრეტული წესების მიხედვით ხდება.
ᲠᲝᲒᲝᲠ ᲮᲓᲔᲑᲐ ᲛᲝᲜᲐᲪᲔᲛᲔᲑᲘᲡ ᲓᲐᲪᲕᲐ?
VIS-ის მიერ გამოყენებული ბიომეტრიული მონაცემების დაცვა ხორციელდება მაღალი სტანდარტების მიხედვით. მონაცემების მართვა და წვდომა მიმდინარეობს უსაფრთხო ტექნოლოგიების გამოყენებით, რაც უზრუნველყოფს, რომ შენი პირადი ინფორმაცია არ გახდეს არასანქცირებული გამოყენების სამიზნე.
VIS წარმოადგენს მნიშვნელოვან ინსტრუმენტს შენგენის ზონაში ვიზის გაცემის პროცესში. ის არ ცვლის შენს ბიომეტრიულ მონაცემებს, არამედ ამარტივებს ვიზების გაცემისა და შენგენის ზონაში გადაადგილების პროცესს, რაც კიდევ უფრო უსაფრთხოს ხდის შენს მოგზაურობას.
რთული ჩანს? ჩვენ შეგვიძლია დახმარება
✅ პროფესიონალური მხარდაჭერა: ჩვენ ვამარტივებთ კომპლექსურ პროცესებს და ვუმკლავდებით ბიუროკრატიას.
📃 პერსონალიზებული დოკუმენტები: ჩვენ შეგიდგენთ საჭირო დოკუმენტების ჩამონათვალს, რაც მორგებული იქნება თქვენს სავიზო მოთხოვნაზე.
⏱️ დაზოგე დრო: ჩვენი ინოვაციური მიდგომა აჩქარებს სავიზო პროცესს და დაგიზოგავს თქვენს ძვირფას დროს.
❔ პასუხი ყველა კითხვაზე: ჩვენი გამოცდილი საზღვრის კვეთის აგენტები დაგეხმარებიან მიიღოთ პასუხი მოგზაურობასთან დაკავშირებით ყველა კითხვაზე.
📲 ყველა სამოგზაურო ინფორმაცია ერთ სივრცეში: ჩვენი პლატფორმაზე ერთხელ შეყვანილი ინფორმაცია ინახება და თქვენ შეძლებთ მის გამოყენებას მომავალი მოგზაურობებისას.