კანადა: ETA და ვიზიტორ ვიზა

უკან
თარიღი: 2/18/2025
კანადა

კანადა თავისი უნიკალური ბუნებით, მრავალფეროვანი კულტურითა და განვითარებული ეკონომიკით ერთ-ერთი ყველაზე სასურველი მიმართულებაა მოგზაურებისთვის. თუ კანადაში ტურისტული ან საქმიანი მიზნით გამგზავრებას გეგმავ, მნიშვნელოვანია განსაზღვრო, გჭირდება თუ არა eTA ან ვიზიტორის ვიზა.
დარჩი ჩვენთან და გაიგე, როგორია კანადაში მოგზაურობისთვის საჭირო სავიზო პროცესი და რა უნდა იცოდე წინასწარ!

ᲠᲐ ᲐᲠᲘᲡ ETA?

eTA არის ელექტრონული სამოგზაურო ავტორიზაცია, იმ ქვეყნის მოქალაქეებისთვის, რომლებსაც კანადაში მოგზაურობისთვის ვიზა არ სჭირდებათ. აღნიშნული ქვეყნების მოქალაქეებს eTA კანადაში საჰაერო გზით შესვლის ნებართვას აძლევს.

ქვეყნების სიას, რომელთა მოქალაქეებსაც შეუძლიათ eTA-ის გამოყენება, 50-მდეა, მათი სიას კი შეგიძლია შემდეგ ბმულზე გაეცნო.

ᲠᲝᲒᲝᲠ ᲮᲓᲔᲑᲐ ETA-Ს ᲛᲘᲦᲔᲑᲐ?

eTA-ს მიღების პროცესი ონლაინ ფორმის შევსებით ხდება. განაცხადის შესავსებად მხოლოდ რამდენიმე წუთი დაგჭირდება. საჭიროა:

  • მოქმედი პასპორტი
  • საკრედიტო ან სადებეტო ბარათი (გადახდისთვის)
  • ელექტრონული ფოსტის მისამართი

განაცხადის შევსება უნდა მოხდეს მოგზაურობამდე მინიმუმ 72 საათით ადრე , რათა თავიდან აიცილო გაუთვალისწინებელი დაბრკოლებები. უმეტეს შემთხვევაში, eTA რამდენიმე წუთში გაიცემა, თუმცა ზოგჯერ შეიძლება საჭირო იყოს დამატებითი დოკუმენტაციის ან ინფორმაციის წარდგენა.

ETA-ᲘᲡ ᲛᲝᲥᲛᲔᲓᲔᲑᲐ ᲓᲐ ᲦᲘᲠᲔᲑᲣᲚᲔᲑᲐ

eTA მოქმედებს 5 წლის განმავლობაში ან პასპორტის ვადის გასვლამდე. eTA-ს დახმარებით შენ შეგიძლია მრავალჯერ იმოგზაურო კანადაში, მაგრამ გახსოვდეს, რომ თითოეული ვიზიტის ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს 6 თვეს.

eTA-ის ღირებულება 7 კანადური დოლარია.

ᲠᲐ ᲐᲠᲘᲡ ᲕᲘᲖᲘᲢᲝᲠ ᲕᲘᲖᲐ?

ვიზიტორ ვიზა არის სავალდებულო დოკუმენტი, რომელიც საჭიროა იმ ადამიანებისთვის, რომლებსაც არ შეუძლიათ eTA-ს ავტორიზაციის აღება. ვიზიტორთა ვიზა გაიცემა, როგორც ტურისტული, ისე ბიზნეს ვიზიტებისათვის.

ᲙᲐᲜᲐᲓᲘᲡ ᲕᲘᲖᲘᲢᲝᲠ ᲕᲘᲖᲘᲡ ᲛᲝᲗᲮᲝᲕᲜᲔᲑᲘ

ვიზიტორ ვიზის მიღებისათვის საჭიროა:

ფინანსური დოკუმენტაცია
შენ უნდა დაამტკიცო, რომ გაქვს საკმარისი ფინანსური რესურსები, რათა დაფარო შენი მოგზაურობის ხარჯები კანადაში. ეს მოიცავს საბანკო ანგარიშების, დეკლარაციების და სხვა, შესაბამისი დოკუმენტაციის წარდგენას.

ქვეყანასთან კავშირი
უნდა დაამტკიცო, რომ შენი კავშირი სამშობლოსთან ძლიერია, რათა საემიგრაციო ოფიცერი დარწმუნდეს, რომ კანადაში ვიზიტის დასრულების შემდეგ დაბრუნდები სამშობლოში. ამისთვის შეიძლება საჭირო იყოს სამსახურის ან ოჯახის წევრებთან ურთიერთობის დამადასტურებელი დოკუმენტების წარდგენა და სხვა.

სამართლებრივი სტატუსი
აუცილებელია დადასტურება იმისა, რომ არ გაქვს კრიმინალური წარსული. ამისთვის შეიძლება მოითხოვონ შესაბამისი ცნობა ან დოკუმენტის წარდგენა ადგილობრივი პოლიციისგან.

ბიომეტრიული მონაცემები
სავიზო განაცხადის დადასტურების შემდეგ იღებ ბიომეტრიულ მონაცემებს სავიზო აპლიკაციების ცენტრში. ბიომეტრიული მონაცემები ვალიდურია 10 წლის განმავლობაში.

სამედიცინო სერტიფიკატები
ზოგიერთ შემთხვევაში, შესაძლოა დაგჭირდეს სამედიცინო სერტიფიკატის წარდგენაც, თუ შენი ჯანმრთელობის მდგომარეობა არის ისეთი, რომ შესაძლოა ის გავლენას ახდენდეს კანადაში ვიზიტზე.

განაცხადის შევსება უნდა მოხდეს მოგზაურობამდე რამდენიმე თვით ადრე , რათა თავიდან აიცილო გაუთვალისწინებელი შეყოვნებები, უნდა გაითვალისწინო სავიზო განაცხადის განხილვის და ვიზის პასპორტში ჩაკვრის ვადები. რომელიც დაახლოებით რამდენიმე თვიდან ერთ წლამდე გრძელდება.

ვიზიტორ ვიზის ღირებულება 100 კანადური დოლარია, რომელსაც ემატება სავიზო აპლიკაციების ცენტრის საფასური 85 კანადური დოლარი.

რთული ჩანს? ჩვენ შეგვიძლია დახმარება

✅ პროფესიონალური მხარდაჭერა: ჩვენ ვამარტივებთ კომპლექსურ პროცესებს და ვუმკლავდებით ბიუროკრატიას.

📃 პერსონალიზებული დოკუმენტები: ჩვენ შეგიდგენთ საჭირო დოკუმენტების ჩამონათვალს, რაც მორგებული იქნება თქვენს სავიზო მოთხოვნაზე.

⏱️ დაზოგე დრო: ჩვენი ინოვაციური მიდგომა აჩქარებს სავიზო პროცესს და დაგიზოგავს თქვენს ძვირფას დროს.

❔ პასუხი ყველა კითხვაზე: ჩვენი გამოცდილი საზღვრის კვეთის აგენტები დაგეხმარებიან მიიღოთ პასუხი მოგზაურობასთან დაკავშირებით ყველა კითხვაზე.

📲 ყველა სამოგზაურო ინფორმაცია ერთ სივრცეში: ჩვენი პლატფორმაზე ერთხელ შეყვანილი ინფორმაცია ინახება და თქვენ შეძლებთ მის გამოყენებას მომავალი მოგზაურობებისას.