ციფრული მომთაბარეები

უკან
თარიღი: 4/1/2024
ნომად ვიზა

ვინ არიან ციფრული მომთაბარეები?

დღეს დღეობით სამსახური აღარ ასოცირდება საოფისე სივრცესთან, ადმიანებს შეუძლიათ მუშაობა თითქმის ნებისმიერი ადგილიდან. ამიტომაც ბევრმა გადაწყვიტა იმუშაოს მსოფლიოს სხვადასხვა წერტილიდან. ესეთ ადამიანებს ჰქვიათ “ციფრული მომთაბარეები”(Digital Nomads).

სხვა მუშაკებისგან განსხვავებით ვინც დისტანციურად მუშაობენ, “ციფრული მომთაბარეები ხშირად იცვლიან ლოკაციას რათა ხშირად გამოიცვალონ გარემო, გაეცნონ ახალ კულტურას და ადამიანებს და იპოვონ მათთვის იდეალური სამუშაო სივრცე. თუმცა სამწუხაროდ ყველა მუშაკს არ შეუძლია იყოს მომთაბარე. სახელიდან გამომდინარე ალბათ ხვდებით რომ ეს ხალხი ციფრულ ტექნოლოგიებში არიან დასაქმებული რაც აძლევთ საშუალებას დისტანციურად იმუშაონ. ძირითადად ესენი არიან: ციფრული მარკეტერები, დეველოპერები, დიზაინერები, ონლაინ ბიზნესის მფლობელები.

რა არის მომთაბარე ცხოვრების წესის უპირატესობები?

პირველ რიგში ალბათ ყველაზე სასიამოვნო ბენფიტია მუშაობის და მოგზაურობის ერთმანეთთან თავსებადობა. თუ სხვა ადამიანები წლის განმავლობაში ემზადებიან სამოგზაუროდ, ციფრული მომთაბარეები თან მოგზაურობენ და თან მუშაობენ. ასევე დიდ უპირატესობას წარმოადგენს მოქნილი სამუშაო გრაფიკი, რაც საშუალებას იძლევა მეტი დრო დაუთმონ სხვა მნიშვნელოვან საკითხებს. როგორც წესი ციფრულ მომთაბარეებს ჰყავთ ძალიან დიდი სანაცნობო წრე რომელიც მოგზაურობისას და ონლაინ დააგროვეს, რაც მათ საშუალებას აძლევთ მუდამ ჰქონდეთ ახალთ ახალი შემოთავაზებები.

რა არის ციფრული მომთაბარეების გამოწვევები?

ალბათ ყველაზე მნიშვნელოვანია ასეთი ტიპის მუშაკებს ჰქონდეთ სანდრო და მაღალი ხარისხის ინტერნეტი და შედარებით ხელმისაწვდომი საცხოვრებელი პირობები. განვითარებული ქვეყნის მომთაბარეებისთვის ასევე ძალიან მნიშვნელოვანია სამოგზაურო საბუთების მოწესრიგება და ზოგადად ორგანიზებულობა, რადგან მათ უწევთ მოგზაურობის და მუშაობის ერთმანეთთან შეთავსება. ზოგმა ადამიანმა შეიძლება თავი იგრძნოს მარტოდ, რადგან ვერ დაამყაროს კონტაქტები ახალ ლოკაციაზე. თუმცა როგორც წესი მომთაბარეები ისეთ ლოკაციებს ირჩევენ სადაც ბევრი მათგანი ერთად იყრის თავს.

პოპულარული ლოკაციები მომთაბარეებისთვის

როგორც უკვე აღვნიშნეთ ძალიან მნიშვნელოვანია ხელმისაწვდომი საცხოვრებელი პირობები, შესაბამისად ისეთი ქვეყნები სადაც ქირა, გადასახადები და საჭმელი არის შედარებით იაფი წარმოადგენს ყველაზე პოპულარულ ლოკაციებს. ასეთი ქვეყნებია: პორტუგალია, ტაილანდი, მექსიკა, კოლუმბია, უნგრეთი და ასევე საქართველოც. თუმცა ყველაზე პოპულარულია პორტუგალია, რადგან ის წარმოადგენს ევროპული ცხოვრების ხარისხის, დაბალი ფასების და კარგი ბუნების/ამინდის სრულ კომბინაციას.

თუ თვლი რომ ასეთი ცხოვრების სტილი შენთვისაა, შეგილია მოგვწერო და დაგეხმარებით ყველა მოგზაურობასთან დაკავშირებული ბიუროკრატიის მოგვარებაში.

რთული ჩანს? ჩვენ შეგვიძლია დახმარება

✅ პროფესიონალური მხარდაჭერა: ჩვენ ვამარტივებთ კომპლექსურ პროცესებს და ვუმკლავდებით ბიუროკრატიას.

📃 პერსონალიზებული დოკუმენტები: ჩვენ შეგიდგენთ საჭირო დოკუმენტების ჩამონათვალს, რაც მორგებული იქნება თქვენს სავიზო მოთხოვნაზე.

⏱️ დაზოგე დრო: ჩვენი ინოვაციური მიდგომა აჩქარებს სავიზო პროცესს და დაგიზოგავს თქვენს ძვირფას დროს.

❔ პასუხი ყველა კითხვაზე: ჩვენი გამოცდილი საზღვრის კვეთის აგენტები დაგეხმარებიან მიიღოთ პასუხი მოგზაურობასთან დაკავშირებით ყველა კითხვაზე.

📲 ყველა სამოგზაურო ინფორმაცია ერთ სივრცეში: ჩვენი პლატფორმაზე ერთხელ შეყვანილი ინფორმაცია ინახება და თქვენ შეძლებთ მის გამოყენებას მომავალი მოგზაურობებისას.