
კუბის მთავრობამ 2024 წელს დანერგა eVisa, იგივე ონლაინ ვიზა, რომელიც წლის ბოლომდე სრულად ჩაანაცვლებს ტურისტულ ბარათებს. ცვლილების მიზანი ვიზის განაცხადის პროცესის გამარტივებაა. ელექტრონული ვიზა ამ ეტაპზე ხელმისაწვდომია მხოლოდ გარკვეული ქვეყნების, მათ შორის საქართველოს მოქალაქეებისთვის და გამოიყენება ტურისტული მიზნებისთვის, რაც მოიცავს არდადეგებსა და დასვენებას. ის უზრუნველყოფს ერთჯერად შესვლას ქვეყანაში, ხოლო იმ მოგზაურებს, რომლებიც კუბაში მრავალჯერადი ვიზიტის სურვილს გამოთქვამენ, მოუწევთ ქვეყნის დატოვება და ახალი ელექტრონული ვიზის მიღება.
eVisa-ს მქონე ვიზიტორებს კუბაში დარჩენა 90 დღემდე შეუძლიათ.
თუ კუბის ტურისტულ ბარათს ფლობთ
კუბის ტურისტული ბარათი არის ნებართვა, რომელიც აძლევს კუბის მოქალაქეობის არმქონე პირებს ქვეყნის მონახულების უფლებას. თუმცა, როგორც ზემოთ ვახსენეთ, კუბაში eVisa-ს დანერგვის პროცესთან ერთად, ტურისტული ბარათები ეტაპობრივად უქმდება, და 2024 წლის ბოლოსთვის სრულად ჩაანაცვლებს ელექტრონული ვიზა, ვინაიდან eVisa ბევრად უფრო კომფორტულ და მოქნილ ვარიანტს წარმოადგენს.
თუ უკვე გაქვთ ტურისტული ბარათი, შეგიძლიათ გამოიყენოთ იგი 2024 წლის 31 დეკემბრამდე. არსებული პერიოდის გასვლის შემდეგ კი კუბაში სამოგზაუროდ დაგჭირდებათ ელექტრონული ვიზა. ტურისტული ბარათი საშუალებას გაძლევთ ერთჯერადად მოინახულოთ კუბა დასვენებისა და არდადეგების მიზნით და დარჩეთ ქვეყანაში 90 დღემდე.
კუბის ელექტრონული ვიზის მიღების პროცესი
ელექტრონული ვიზის მიღების პირველი ეტაპი ელექტრონული ვიზის პორტალზე განაცხადის გაკეთებაა
განაცხადის რეგისტრაციის შემდეგ იწყება მისი დამუშავება. რის შემდეგაც ხდება ვიზის ელექტრონული ფოსტით გაგზავნა.
eVisa-ს მიღების დრო დამოკიდებულია დამუშავების პროცესზე, რომელიც, როგორც წესი, გრძელდება:
- 12 საათი – თუ განაცხადის დამუშავება მიმდინარეობს დაჩქარებული წესით.
- 3 დღე – სტანდარტული დამუშავების დრო

*შესაძლოა ინდივიდუალური შემთხვევიდან გამომდინარე, ვიზის მიღების ვადები ოფიციალური ვადებისგან განსხვავებული იყოს და შედარებით მეტი დრო დასჭირდეს.
დოკუმენტები, რომლებიც დაგჭირდება კუბაში შესასვლელად
ელექტრონული ვიზა არ არის საკმარისი კუბაში შესვლის უფლების მოსაპოვებლად, იმისათვის რომ ქვეყანაში ერთჯერადად, ტურისტული მიზნობრიობით შეძლო შესვლა, ასევე დაგჭირდება შემდეგი დოკუმენტები:
მოქმედი [პასპორტი, რომელსაც უნდა ჰქონდეს მინიმუმ 6 თიანი მოქმედების ვადა კუბაში ჩასვლის პერიოდიდან.
შევსებული D’VIAJEROS ფორმა
D’VIAJEROS ფორმა არის ონლაინ დოკუმენტი, რომელიც აუცილებელია კუბაში შესასვლელად. ეს ფორმა შექმნილია კუბის მთავრობის მიერ და მისი შევსება სავალდებულოა ყველა საერთაშორისო მოგზაურისთვის. არსებული ფორმა მოიცავს პირად ინფორმაციას, როგორიცაა სრული სახელი და გვარი, პასპორტის მონაცემები. ასევე, მოგზაურობის დეტალებსა და ინფორმაციას ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ.
როგორ ხდება შევსება?
- ფორმა უნდა შეივსოს ონლაინ რეჟიმში კუბაში გამგზავრებამდე.
- ფორმის შევსების შემდეგ, მოგზაური მიიღებს QR კოდს, რომელიც უნდა წარადგინოს კუბის საზღვარზე, პასპორტთან და ვიზასთან ერთად.
მნიშვნელოვანია ასევე ფლობდეთ სამოგზაურო დაზღვევას, რომელიც ვალიდური იქნება მთელი თქვენი მოგზაურობის პერიოდის განმავლობაში.
ამრიგად, თუ კუბაში მოგზაურობას გეგმავთ, მნიშვნელოვანია განაცხადი გააკეთოთ ელექტრონულ ვიზაზე და მოაწესრიგოთ ყველა ის დოკუმენტი, რაც საზღვრის კვეთისთვის დაგჭირდებათ.
რთული ჩანს? ჩვენ შეგვიძლია დახმარება
✅ პროფესიონალური მხარდაჭერა: ჩვენ ვამარტივებთ კომპლექსურ პროცესებს და ვუმკლავდებით ბიუროკრატიას.
📃 პერსონალიზებული დოკუმენტები: ჩვენ შეგიდგენთ საჭირო დოკუმენტების ჩამონათვალს, რაც მორგებული იქნება თქვენს სავიზო მოთხოვნაზე.
⏱️ დაზოგე დრო: ჩვენი ინოვაციური მიდგომა აჩქარებს სავიზო პროცესს და დაგიზოგავს თქვენს ძვირფას დროს.
❔ პასუხი ყველა კითხვაზე: ჩვენი გამოცდილი საზღვრის კვეთის აგენტები დაგეხმარებიან მიიღოთ პასუხი მოგზაურობასთან დაკავშირებით ყველა კითხვაზე.
📲 ყველა სამოგზაურო ინფორმაცია ერთ სივრცეში: ჩვენი პლატფორმაზე ერთხელ შეყვანილი ინფორმაცია ინახება და თქვენ შეძლებთ მის გამოყენებას მომავალი მოგზაურობებისას.