რა არის აშშ-ის დამატებითი სავიზო მოსაკრებელი?

უკან
თარიღი: 8/18/2025
აშშვიზა

აშშ-ში ვიზიტი ტურისტებს მალე შესაძლოა 250$-ით მეტი დაუჯდეთ.

2025 წლის ივლისში, აშშ-ის მთავრობამ წარადგინა ახალი კანონპროექტი, რომელიც ამჟამინდელ სავიზო მოსაკრებელზე 250$-ის დამატებით გადახდას გულისხმობს და იგი ცნობილია როგორც “სანდოობის მოსაკრებელი”.

არსებული დამატებითი სავიზო მოსაკრებლის გადახდა სავალდებულო იქნება ყველა ვიზიტორისთვის, რომელიც გეგმავს მიიღოს არასაიმიგრაციო ვიზა, რომელიც მოიცავს ისეთ სავიზო კატეგორიებს, როგორიცაა ტურისტული კატეგორია, გაცვლითი პროგრამები და ა.შ.

ტურისტებს, ისეთი ქვეყნებიდან, რომლებიც Visa Waiver პროგრამით სარგებლობენ და არ არიან ვალდებულები აიღონ აშშ-ის ვიზა, როდესაც ქვეყანაში დარჩენას 90 დღით აპირებენ, არ მოუწევთ დამატებითი სავიზო მოსაკრებლის გადახდა. თუმცა აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ ელექტრონული სავიზო ავტორიზაციის (ESTA) მოსაკრებელი ახალი დადგენილების თანახმად გაიზრდება სულ მცირე 40$-მდე, რაც ახლანდელი ღირებულების ორმაგ ფასს წარმოადგენს.

აშშ-ის დამატებითი სავიზო მოსაკრებლის გადახდა აპლიკანტებს მოეთხოვებათ მაშინ, როდესაც მათი ვიზა დამტკიცდება.

სანდოობის მოსაკრებლის დაბრუნების უფლება აშშ-ის სახელმწიფოს აქვს იმ შემთხვევაში, თუ ტურისტი შეასრულებს სავიზო მოთხოვნებს, რაც შემდეგია:

ტურისტი არ გამოიყენებს ვიზას, ანუ ვიზის ვალიდურობის პერიოდში არ შევა აშშ-ის ტერიტორიაზე;

მოგზაური სრულად დაიცავს ტურისტული კატეგორიით განსაზღვრულ წესებს. მაგალითად, არ იმუშავებს ან ისწავლის შესაბამისი ვიზის არ ქონის დროს;

როდესაც ვიზის მფლობელი გაცვლის, არასაიმიგრაციო ვიზას სხვა კატეგორიის ვიზაში.

აშშ-ის შინაგან საქმეთა დეპარტამენტის წარმომადგენლის თანახმად, სავიზო მოსაკრებელი, რომელიც არ იქნება დაბრუნებადი, დეპოზიტის სახით გადაირიცხება ამერიკის ხაზინის ფონდში.

როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, სავიზო მოსაკრებელი 2025 წლის ფისკალური წლისთვის დაანგარიშებულია 250$-ის ოდენობით. თუმცა აშშ-ის მთავრობის ცნობით, კანონის მიღების შემდეგ მოსალოდნელია მოსაკრებლის ფასის ზრდა. მოსაკრებლის რაოდენობა ყოველი ფისკალური წლის ბოლოს დაანგარიშდება ქვეყნის ინფლაციის მიხედვით და არ იქნება ნაკლები, ვიდრე 250$.

დამატებითი სავიზო მოსაკრებლის მიზანი აშშ-ის იმიგრაციის სისტემის სანდოობის აღდგენაა.

ყოველწლიური მონაცემების მიხედვით, აშშ-ის ვიზის მქონე პირების უმრავლესობა იცავს ვიზით გათვალისწინებულ პირობებს, ხოლო აშშ-ის კონგრესის კვლევითი სამსახურის მიხედვით, 2016-2022 ფისკალური წლების განმავლობაში მხოლოდ ვიზის მქონე პირთა 1-2% დარჩა აშშ-ში ვიზის ვადის ამოწურვის შემდეგ.

თუმცა მონაცემები ასევე აჩვენებს, რომ აშშ-ის დაახლოებით 11 მილიონამდე არალეგალი პირი სწორედ ვიზის ამოწურვის შემდეგ დარჩა ქვეყანაში.

ხშირად დასმული კითხვები

რამდენია დამატებითი მოსაკრებელი?

დამატებითი მოსაკრებლის რაოდენობა 2025 წლის ფისკალური წლისთვის $250-ია. თუმცა, კანონპროექტის მიხედვით შესაძლოა მისი ზრდა ქვეყანაში არსებული ინფლაციიდან გამომდინარე.

ვინ უნდა გადაიხადოს დამატებითი მოსაკრებელი?

სანდოობის მოსაკრებლის გადახდა სავალდებულო იქნება ყველა აპლიკანტისთვის, ვინც დააპირებს არასაიმიგრაციო ვიზის მიღებას.

როდის ხდება მოსაკრებლის გადახდა?

კანონპროექტის მიხედვით მოსაკრებლის გადახდა ხდება მხოლოდ მაშინ, როდესაც აპლიკანტის ვიზა დამტკიცდება.

ახალი მოსაკრებელი უკვე არსებულს ანაცვლებს?

არა, დებულებაში აღნიშნულია, რომ ახალი გადასახადი იქნება „დამატებით“ სხვა გადასახადებზე, მათ შორის ვიზის სტანდარტულ საფასურზეც.

მაგალითად, H-1B კატეგორიის ვიზაზე აპლიკანტები ამჟამად იხდიან სავიზო მოსაკრებელს $205 სახით. ახალი გადასახადის ამოქმედების შემდეგ მათ მოუწევთ $455 – ის გადახდა.

გარდა ამისა, აღნიშნული გადასახადი დაემატება „ფორმა I-94“-ის საფასურსაც, რომელიც კანონპროექტის თანახმად 6 დოლარიდან 24 დოლარამდე გაიზრდება.

რთული ჩანს? ჩვენ შეგვიძლია დახმარება

✅ პროფესიონალური მხარდაჭერა: ჩვენ ვამარტივებთ კომპლექსურ პროცესებს და ვუმკლავდებით ბიუროკრატიას.

📃 პერსონალიზებული დოკუმენტები: ჩვენ შეგიდგენთ საჭირო დოკუმენტების ჩამონათვალს, რაც მორგებული იქნება თქვენს სავიზო მოთხოვნაზე.

⏱️ დაზოგე დრო: ჩვენი ინოვაციური მიდგომა აჩქარებს სავიზო პროცესს და დაგიზოგავს თქვენს ძვირფას დროს.

❔ პასუხი ყველა კითხვაზე: ჩვენი გამოცდილი საზღვრის კვეთის აგენტები დაგეხმარებიან მიიღოთ პასუხი მოგზაურობასთან დაკავშირებით ყველა კითხვაზე.

📲 ყველა სამოგზაურო ინფორმაცია ერთ სივრცეში: ჩვენი პლატფორმაზე ერთხელ შეყვანილი ინფორმაცია ინახება და თქვენ შეძლებთ მის გამოყენებას მომავალი მოგზაურობებისას.