ტურისტული ვიზა

უკან

ალჟირი

თარიღი: 2026-07-24

ალჟირის მოკლევადიანი, ტურისტული ვიზა ტურისტს ალჟირში მოკლევადიანი ვიზიტის საშუალებას აძლევს. საქართველოს მოქალაქეები კი ვიზაზე განაცხადს თურქეთში, ანკარაში არსებულ საკონსულოში აკეთებენ, სადაც აპლიკანტის ვიზტი სავალდებული არ არის.

რა პროცესი უნდა გავიაროთ ტურისტული სტიკერ ვიზის ასაღებად?

სტიკერ ვიზის გაცემის საკითხზე საბოლოო გადაწყვეტილებას იღებს თურქეთში (ანკარაში) არსებული საკონსულო. საკონსულოში აპლიკანტი დოკუმენტებს პირადად აბარებს, წინასწარ დანიშნულ ვიზიტზე (თუ აპლიკანტს ემსახურება მესამე პირი, ანუ წარმომადგენელი მის მაგიერ დოკუმენტებს აბარებს წარმომადგენელი). ხოლო, მოცემულ პროცედურამდე შემდეგი ნაბიჯების გავლაა საჭირო:

🔹 შეავსეთ სააპლიკაციო ფორმა;

🔹 შეაგროვეთ საჭირო დოკუმენტები;

🔹გადარიცხეთ სავიზო მოსაკრებელი;

🔹 მეილზე გააგზავნეთ საკონსულოში წარსადგენი ყველა საჭირო დოკუმენტი;

🔹 პასუხი ვიზაზე.

ჩვენ გთავაზობთ:


🔹 საბუთების დეტალური ჩამონათვალი თქვენი სამოგზაურო მიზნობრიობის შესაბამისად.

🔹 აპლიკაციის ფორმის შევსება.

🔹 თქვენ მიერ მოწოდებული დოკუმენტაციის პროფესიონალების მიერ გადახედვა.

🔹 სატელეფონო და ონლაინ მხარდაჭერა.

🔹 საკონსულოში გასაუბრებისთვის ჩაწერა და მისთვის მომზადება.

🔹 სავიზო მოსაკრებლის გადარიცხვა.

🔹 წარმომადგენლის მომსახურება თურქეთში, ანკარაში.

🔹 პირადი მონაცემების დაცვის უმაღლესი სტანდარტი.

დამუშავების დრო და გადაწყვეტილება

სავიზო განაცხადის დამუშავება იწყება დოკუმენტების საკონსულოში წარდგენის მომენტიდან და მისი განხილვის დრო ინდივიდუალურია. შესაძლოა განაცხადი დადასტურდეს იმ დღესვე, ან მომავალი 3-5 დღის განმავლობაში.

რამდენ ხნიანია ტურისტული სტიკერ ვიზის ვალიდურობა?

ალჟირის ტურისტული ტიპის ვიზის მოქმედების ვადა განისაზღვრება აპლიკანტის ვიზიტის თარიღებიდან გამომდინარე. შესაბამისად, საკონსულო მეტ ყურადღებას აქცევს დოკუმენტებში არსებულ თარიღებს.

საჭირო დოკუმენტები საკონსულოში წარსადგენად

  • საკონსულოში ჯავშნის დამადასტურებელი საბუთი.
  • სავიზო აპლიკაციის ფორმა.
  • მოქმედი პასპორტი (6 თვეზე მეტი ვადით).
  • ავიაბილეთების ჯავშანი
  • განთავსების დამადასტურებელი დოკუმენტი
  • დამატებითი დოკუმენტაცია, ნასამართლობის ცნობა და სხვა.

რჩევები და დამატებითი ინფორმაცია

  • განაცხადში აუცილებლად მიუთითეთ ყველა საჭირო ინფორმაცია.
  • დარწმუნდით, რომ თქვენი პასპორტი მოქმედებს მინიმუმ ექვსი თვის განმავლობაში თქვენი დაგეგმილი დაბრუნების თარიღიდან.
  • დამატებითი დამხმარე დოკუმენტის ქონის შემთხვევაში ისინი საკონსულოს წარუდგინეთ ნათარგმნ და დამოწმებულ მდგომარეობაში.
  • ვიზაზე განაცხადი შეტანა რეკომენდებულია მოგზაურობამდე 2 თვით ადრე, რადგან საკონსულოს ზუსტად განსაზღვრული განხილვის დრო არ გააჩნია.
  • საკონსულო სრულ უფლებას იტოვებს აპლიკანტს დამატებითი დოკუმენტაცია მოსთხოვოს.
  • მნიშვნელოვანია გახსოვდეთ და არ ამეტებდეთ თქვენი სავიზო კატეგორიით მონიჭებულ უფლებებსა და ვალდებულებებს.

ხშირად დასმული კითხვები

ვიზის მიღების რა შანსი მაქვს?

კონკრეტული განმცხადებლის მიერ ვიზის მიღების ალბათობის პროგნოზირება რთულია. თუმცა, აშკარაა, რომ ეს დამოკიდებულია თქვენს მჭიდრო კავშირებზე თქვენს ქვეყანასთან. ასევე მნიშვნელოვანია მიზნობრიობის მკაფიო დადასტურებაც.

იკონსული ვიზაზე გარანტიას იძლევა?

სხვა პირს არ შეუძლია ჩაერიოს კონსულის გადაწყვეტილებაში ვიზის გაცემის შესახებ. ეს გადაწყვეტილება საბოლოოა. თუმცა, ჩვენი კვალიფიციური პროფესიონალები ყველაფერს გააკეთებენ იმისათვის, რომ სათანადოდ და თქვენს სასარგებლოდ მოამზადონ დოკუმენტები საკონსულოსთვის, რათა კონსულმა სრულად გაიგოს თქვენი დღევანდელი გარემოება და შესაძლებლობები, რაც გაზრდის ვიზის გაცემის ალბათობას.

რა ვადებში ხდება ვიზის გაცემა?

სავიზო განაცხადის განხილვა იწყება დოკუმენტაციის საკონსულოსთვის წარდგენის მომენტიდან და შესაძლოა განაცხადი დადასტურდეს იმ დღესვე, ან მომავალი 3-5 დღის განმავლობაში.

ვიზის შემოწმება

რთული ჩანს? ჩვენ შეგვიძლია დახმარება

✅ პროფესიონალური მხარდაჭერა: ჩვენ ვამარტივებთ კომპლექსურ პროცესებს და ვუმკლავდებით ბიუროკრატიას.

📃 პერსონალიზებული დოკუმენტები: ჩვენ შეგიდგენთ საჭირო დოკუმენტების ჩამონათვალს, რაც მორგებული იქნება თქვენს სავიზო მოთხოვნაზე.

⏱️ დაზოგე დრო: ჩვენი ინოვაციური მიდგომა აჩქარებს სავიზო პროცესს და დაგიზოგავს თქვენს ძვირფას დროს.

❔ პასუხი ყველა კითხვაზე: ჩვენი გამოცდილი საზღვრის კვეთის აგენტები დაგეხმარებიან მიიღოთ პასუხი მოგზაურობასთან დაკავშირებით ყველა კითხვაზე.

📲 ყველა სამოგზაურო ინფორმაცია ერთ სივრცეში: ჩვენი პლატფორმაზე ერთხელ შეყვანილი ინფორმაცია ინახება და თქვენ შეძლებთ მის გამოყენებას მომავალი მოგზაურობებისას.