ტურისტული ვიზა

უკან

აშშ

თარიღი: 2026-07-24

აშშ-ის ტურისტული ვიზის განაცხადის, DS-160-ის შევსება ონლაინ სავიზო აპლიკაციების ცენტრის ვებ.გვერდზე ხდება. რის შემდეგაც საჭიროა საკონსულოში გასაუბრების დღის ჩანიშვნა და ადგილზე ვიზიტი.

ჩვენ გთავაზობთ:

🔹 საბუთების დეტალური ჩამონათვალი თქვენი სამოგზაურო მიზნობრიობის შესაბამისად.

🔹 გამარტივებული DS-160 აპლიკაციის ფორმა.

🔹 მოწოდებული ინფორმაციის გადახედვა პროფესიონალების მიერ.

🔹 სატელეფონო და ონლაინ მხარდაჭერა.

🔹 საკონსულოში გასაუბრებისთვის მომზადება.

🔹 პირადი მონაცემების დაცვის უმაღლესი სტანდარტი.

რა პროცესი უნდა გავიაროთ B კატეგორიის ვიზის ასაღებად?

აშშ-ის სავიზო განაცხადის გასაკეთებლად შემდეგი ნაბიჯების გავლაა აუცილებელი:

🔹 სავიზო აპლიკაციის შევსება.

🔹 სავიზო მოსაკრებლის გადახდა.

🔹 სავიზო ინტერვიუს დაგეგმვა საკონსულოში.

🔹 საჭირო დოკუმენტაციის შეგროვება.

🔹 ინტერვიუ საკონსულოში.

🔹 სავიზო ბონდის გადახდა.

🔹 პასუხი ვიზაზე.


დამუშავების დრო და გადაწყვეტილება

საკონსულოში გასაუბრება 30 წამიდან 2 წუთამდე გრძელდება, რის საფუძველზეც კონსულ ოფიცერი იქვე გიღებს გადაწყვეტილებას მოგანიჭოთ თუ არა ვიზა. თუმცა, არსებობს შემთხვევები, როდესაც სავიზო განაცხადი ადმინისტრაციულ განხილვაში გადადის და დამატებითი დოკუმენტაციის წარდგენა ხდება სავალდებულო.

რამდენ ხნიანია ამერიკის B კატეგორიის ვიზა?

ახალი კანონის თანახმად, აშშ-ის ვიზის მსურველს, გასაუბრების წარმარებით გავლის შემთხვევაში უწევს სავიზო დეპოზიტის გადახდა, რის შემდეგაც მასზე გაიცემა ვიზა 3-თვემადე ვალიდურობით, ქვეყანაში ერთხელ შესვლის უფლებით.

მოსაკრებლის გადახდის გზები

1. პერსონალური გადახდებისთვის საქართველოს ბანკის ფილიალი ან PayBox;

2. ონლაინ გადახდა საკრედიტო/სადებეტო ბარათით ადგილობრივ ვალუტაში;

ონლაინ გადახდა საბანკო გადარიცხვის/EFT-ის საშუალებით ადგილობრივ 3. ვალუტაში (ხელმისაწვდომია საქართველოს ბანკის ონლაინ ან მობაილბანკის საშუალებით);

4. ონლაინ გადახდა საკრედიტო/სადებეტო ბარათით აშშ დოლარში.

საჭირო დოკუმენტაცია საკონსულოში წარსადგენად

  • საკონსულოში ჯავშნის დამადასტურებელი დოკუმენტი.
  • DS160 დამადასტურებელი დოკუმენტი.
  • საკონსულოს სავიზო მოსაკრებლის გადახდის საბუთი.
  • მოქმედი პასპორტი (6 თვეზე მეტი ვადით).
  • ძველი პასპორტ(ებ)ი.
  • ოჯახური სტატუსის დამადასტურებელი მოწმობა.
  • შვილების დაბადების მოწმობები.
  • თქვენს სახელზე არსებული უძრავი ქონების ამონაწერი.
  • მოგზაურობის გეგმა.
  • ავიაბილეთების ჯავშანი.
  • განთავსების დამადასტურებელი დოკუმენტი.

რჩევები და დამატებითი ინფორმაცია

  • აუცილებლად მიუთითეთ ყველა საჭირო დოკუმენტაცია და ინფორმაცია განაცხადში.
  • დარწმუნდით, რომ თქვენი პასპორტი მოქმედებს მინიმუმ ექვსი თვის განმავლობაში თქვენი დაგეგმილი დაბრუნების თარიღიდან.
  • იყავით გულწრფელი და ზუსტი თქვენს განაცხადში და მოერიდეთ ცრუ ინფორმაციის მიწოდებას.
  • ვიზაზე განაცხადი შეიტანეთ მოგზაურობამდე რამდენიმე თვით ადრე რადგან საკონსულოში გასაუბრების დაჯავშნაზე ხშირად რიგებია.
  • მზად იყავით უპასუხოთ დამატებით კითხვებს, თუ საბაჟო და საზღვრის დაცვის (CBP) ოფიცერი ჩაგეკითხებათ.
  • მნიშვნელოვანია გვახსოვდეს, რომ B-2 ვიზა განკუთვნილია შეერთებულ შტატებში მოკლევადიანი, დროებითი ყოფნისთვის. ვიზის პირობების ნებისმიერმა დარღვევამ შეიძლება გამოიწვიოს შეერთებულ შტატებში შესვლის აკრძალვა.

უარი ვიზაზე და ძირითადი მიზეზები

აშშ-ის ტურისტული ვიზის უარის რამდენიმე მიზეზი არსებობს, თუმცა მთავარი ფაქტორები, რომლებიც ყველაზე ხშირად განაპირობებენ გადაწყვეტილებას, მიმართულია იმაზე, თუ რამდენად შეუძლია აპლიკანტს დაადასტუროს თავისი დაბრუნება მშობლიურ ქვეყანაში და როგორ აკმაყოფილებს ის ყველა საჭირო ფინანსურ და დოკუმენტურ მოთხოვნებს.

1. არასაკმარისი კავშირი სამშობლოსთან: ვიზის უარის ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული მიზეზი ისაა, როდესაც აპლიკანტი ვერ ამტკიცებს საკმარის კავშირს საკუთარ ქვეყანასთან, რაც აღნიშნავს, რომ იგი შესაძლოა არ დაბრუნდეს სამშობლოში და დარჩეს აშშ-ში უკანონოდ.

2. არასაკმარისი ფინანსური რესურსები: აუცილებელია კონსულის დარწმუნება, რომ აპლიკანტს აქვს საკმარისი ფინანსური შესაძლებლობები, რათა დაფაროს ყველა ხარჯი გამგზავრებისა და აშშ-ში ყოფნის დროს.

3. არასწორი ან არასაკმარისი დოკუმენტები: დოკუმენტების არასრული ან არასწორად შევსება შეიძლება გახდეს ვიზის უარის მიზეზი. მნიშვნელოვანია, რომ ყველა მოთხოვნილი დოკუმენტი წარდგენილი იყოს სრული და სწორი ფორმით.

4. მცირე სამოგზაურო ისტორია: თუ აპლიკანტის წარსულში არ არსებობს საკმარისი სამოგზაურო ისტორია, რაც აჩვენებს პასუხისმგებლობას და დაბრუნების მტკიცებულებებს, ვიზა შესაძლოა უარყოფილი იყოს.

ვიზის შემოწმება

რთული ჩანს? ჩვენ შეგვიძლია დახმარება:

✅ პროფესიონალური მხარდაჭერა: ჩვენ ვამარტივებთ კომპლექსურ პროცესებს და ვუმკლავდებით ბიუროკრატიას.

📃 პერსონალიზებული დოკუმენტები: ჩვენ შეგიდგენთ საჭირო დოკუმენტების ჩამონათვალს, რაც მორგებული იქნება თქვენს სავიზო მოთხოვნაზე.

⏱️ დაზოგე დრო: ჩვენი ინოვაციური მიდგომა აჩქარებს სავიზო პროცესს და დაგიზოგავს თქვენს ძვირფას დროს.

❔ პასუხი ყველა კითხვაზე: ჩვენი გამოცდილი საზღვრის კვეთის აგენტები დაგეხმარებიან მიიღოთ პასუხი მოგზაურობასთან დაკავშირებით ყველა კითხვაზე.

📲 ყველა სამოგზაურო ინფორმაცია ერთ სივრცეში: პლატფორმაზე ერთხელ შეყვანილი ინფორმაცია ინახება და თქვენ შეძლებთ მის გამოყენებას მომავალი მოგზაურობებისას.