არუბის ვიზის მიღება საქართველოს მოქალაქეებს თბილისში არსებულ ნიდერლანდების საკონსულოში შეუძლიათ, განაცხადის გასაკეთებლად შემდეგი ნაბიჯების გავლაა აუცილებელი:
📝 სააპლიკაციო ფორმის შევსება.
📑 დოკუმენტების შეგროვება.
🗓️ ვიზიტის ჩანიშვნა.
🏛️ ვიზიტი საკონსულოში.
🗣️ პასუხი ვიზაზე.
✅ საბუთების დეტალური ჩამონათვალი თქვენი სამოგზაურო მიზნობრიობის შესაბამისად.
📑 აპლიკაციის ფორმის შევსება.
🧐 თქვენ მიერ მოწოდებული დოკუმენტაციის პროფესიონალების მიერ გადახედვა.
📱 სატელეფონო და ონლაინ მხარდაჭერა.
🏛️ საკონსულოში გასაუბრებისთვის ჩაწერა და მისთვის მომზადება.
🔐 პირადი მონაცემების დაცვის უმაღლესი სტანდარტი.
არუბის სავიზო განაცხადის დამუშავება იწყება საკონსულოში დოკუმენტების წარდგენის მომენტიდან და მას 15 კალენდარულ დღემდე პერიოდი ესაჭიროება.
ტურისტული (სტიკერ) ვიზა ძირითადად სწორედ იმ პერიოდზე გაიცემა, რაც აპლიკანტს სავიზო განაცხადსა და დოკუმენტებში აქვს წარმოდგენილი.
ზოგადად ვიზა პირს საშუალებას აძლევს არუბაში 30 დღის ვადით დარჩეს, მაგრამ, მოცემული სრულად კონსულის გადაწყვეტილებაზეა დამოკიდებული.
სავიზო აპლიკაციის ფორმა.
სამოგზაურო დოკუმენტი / პასპორტი.
ავიაბილეთების ჯავშანი.
განთავსების დამადასტურებელი დოკუმენტი.
დამატებითი დოკუმენტაცია, სამოტივაციო წერილი და სხვა.
ᲕᲘᲖᲘᲡ ᲛᲘᲦᲔᲑᲘᲡ ᲠᲐ ᲨᲐᲜᲡᲘ ᲛᲐᲥᲕᲡ?
კონკრეტული განმცხადებლის მიერ ვიზის მიღების ალბათობის პროგნოზირება რთულია. თუმცა, აშკარაა, რომ ეს დამოკიდებულია თქვენს მჭირდრო კავშირებზე თქვენს ქვეყანასთან. ასევე მნიშვნელოვანია მიზნობრიობის მკაფიო დადასტურებაც.
ᲡᲐᲓ ᲐᲠᲘᲡ ᲜᲘᲓᲔᲠᲚᲐᲜᲓᲔᲑᲘᲡ ᲡᲐᲙᲝᲜᲡᲣᲚᲝ?
საკონსულოს მისამართია: ი. ჭავჭავაძის 34, თბილისი, საქართველო | Pixel-ის შენობა.
ᲘᲙᲝᲜᲡᲣᲚᲘ ᲐᲠᲣᲑᲘᲡ ᲕᲘᲖᲐᲖᲔ ᲒᲐᲠᲐᲜᲢᲘᲐᲡ ᲗᲣ ᲘᲫᲚᲔᲕᲐ?
სხვა პირს არ შეუძლია ჩაერიოს კონსულის გადაწყვეტილებაში ვიზის გაცემის შესახებ. ეს გადაწყვეტილება საბოლოოა. თუმცა, ჩვენი კვალიფიციური პროფესიონალები ყველაფერს გააკეთებენ იმისათვის, რომ სათანადოდ და თქვენს სასარგებლოდ მოამზადონ დოკუმენტები საკონსულოსთვის, რათა კონსულმა სრულად გაიგოს თქვენი დღევანდელი გარემოება და შესაძლებლობები, რაც გაზრდის ვიზის გაცემის ალბათობას.
ᲠᲐ ᲕᲐᲓᲔᲑᲨᲘ ᲮᲓᲔᲑᲐ ᲕᲘᲖᲘᲡ ᲒᲐᲪᲔᲛᲐ?
ვიზის გაცემა ხდება საკონსულოში ვიზიტის შემდგომ, 15 კალენდარული დღის შუალედში. საყურადღებოა, რომ რიგ შემთხვევებში შესაძლოა ეს დრო გაიწელოს.
✅ პროფესიონალური მხარდაჭერა: ჩვენ ვამარტივებთ კომპლექსურ პროცესებს და ვუმკლავდებით ბიუროკრატიას.
🗒️ პერსონალიზებული დოკუმენტები: ჩვენ შეგიდგენთ საჭირო დოკუმენტების ჩამონათვალს, რაც მორგებული იქნება თქვენს სავიზო მოთხოვნაზე.
⏱️ დაზოგე დრო: ჩვენი ინოვაციური მიდგომა აჩქარებს სავიზო პროცესს და დაგიზოგავს თქვენს ძვირფას დროს.
❔ პასუხი ყველა კითხვაზე: ჩვენი გამოცდილი საზღვრის კვეთის აგენტები დაგეხმარებიან მიიღოთ პასუხი მოგზაურობასთან დაკავშირებით ყველა კითხვაზე.
📲 ყველა სამოგზაურო ინფორმაცია ერთ სივრცეში: ჩვენი პლატფორმაზე ერთხელ შეყვანილი ინფორმაცია ინახება და თქვენ შეძლებთ მის გამოყენებას მომავალი მოგზაურობებისას.