
ბაჰრეინის ელექტრონული ვიზა გახლავთ არასაიმიგრაციო მცირეხნიანი ვიზა, რომელიც მსურველს ბაჰრეინში მოკლევადიანი ვიზიტის საშუალებას აძლევს. იქნება ეს ტურისტული, თუ ბიზნეს მიზნობრიობით.
როგორ გავაკეთო განაცხადი ე-ვიზაზე
ბაჰრეინის ელექტრონულ ვიზაზე განაცხადის გაკეთება სამთავრობო, ოფიციალურ ვებ.გვერდზეა შესაძლებელი. პასპორტის მონაცემების შეყვანისა და რეგისტრაციის შემდეგ, იმავე პლატფორმაზე ხდება დოკუმენტების ატვირთვა და სავიზო მოსაკრებლის გადახდა.
ჩვენ გთავაზოვთ:
🔹 საბუთების დეტალური ჩამონათვალი თქვენი სამოგზაურო მიზნობრიობის შესაბამისად.
🔹 აპლიკაციის ფორმის შევსება.
🔹 თქვენ მიერ მოწოდებული დოკუმენტაციის პროფესიონალების მიერ გადახედვა.
🔹 სატელეფონო და ონლაინ მხარდაჭერა.
🔹 სასაზღვრო კონტროლის წესების გადამოწმება და მასთან დაკავშირებული რჩევების გაცემა.
🔹 პირადი მონაცემების დაცვის უმაღლესი სტანდარტი.
სავიზო პროცესი
🔹 სავიზო აპლიკაციის შევსება.
🔹 საჭირო დოკუმენტების შეგროვება და პლატფორმაზე ატვირთვა.
🔹 სავიზო მოსაკრებლის გადახდა.
🔹 პასუხი ვიზაზე.
დამუშავების დრო და გადაწყვეტილება
ბაჰრეინის ელექტრონული ვიზის განაცხადის დამუშავება იწყება დოკუმენტების ატვირთვის მომენტიდან და მას 3-დან 5 დღემდე პერიოდი ესაჭიროება.
რამდენ ხნიანია ე-ვიზის ვალიდურობა?
ე-ვიზა ძირითადად 3 თვიანი ვალიდურობით გაიცემა და იგი აპლიკანტს უფლებას აძლევს ბაჰრეინში ერთჯერადი შესვლით მინიმუმ 30 დღე დაყოს.
საჭირო დოკუმენტაცია
- მოქმედი პასპორტი (6 თვეზე მეტი ვადით).
- ავიაბილეთების ჯავშანი.
- განთავსების დამადასტურებელი დოკუმენტი.
რჩევები და დამატებითი ინფორმაცია
- განაცხადში აუცილებლად მიუთითეთ ყველა საჭირო ინფორმაცია.
- დარწმუნდით, რომ თქვენი პასპორტი მოქმედებს მინიმუმ ექვსი თვის განმავლობაში თქვენი დაგეგმილი დაბრუნების თარიღიდან.
- ვიზაზე განაცხადი შეტანა რეკომენდებულია მოგზაურობამდე მინიმუმ 10 დღით ადრე.
- მნიშვნელოვანია გვახსოვდეს და არ ამეტებდეთ თქვენი სავიზო კატეგორიით მონიჭებულ უფლებებსა და ვალდებულებებს.
ხშირად დასმული კითხვები
ვიზის მიღების რა შანსი მაქვს?
კონკრეტული განმცხადებლის მიერ ვიზის მიღების ალბათობის პროგნოზირება რთულია. თუმცა, აშკარაა, რომ ეს დამოკიდებულია თქვენს სოციალურ და ეკონომიკურ კავშირებზე თქვენს ქვეყანასთან. ასევე მნიშვნელოვანია მიზნობრიობის მკაფიო დადასტურებაც.
იკონსული ბაჰრეინის ვიზაზე გარანტიას თუ იძლევა?
სხვა პირს არ შეუძლია ჩაერიოს გადაწყვეტილებაში ვიზის გაცემის შესახებ; ეს გადაწყვეტილება საბოლოოა. თუმცა, ჩვენი კვალიფიციური პროფესიონალები ყველაფერს გააკეთებენ იმისათვის, რომ სათანადოდ და თქვენს სასარგებლოდ მოამზადონ დოკუმენტები საემიგრაციო სამსახურის პლატფორმისთვის, რათა სრულად აღქმადი იყოს თქვენი დღევანდელი გარემოება და შესაძლებლობები, რაც გაზრდის ე-ვიზის გაცემის ალბათობას.
ვიზის შემოწმება
რთული ჩანს? ჩვენ შეგვიძლია დახმარება:
✅ პროფესიონალური მხარდაჭერა: ჩვენ ვამარტივებთ კომპლექსურ პროცესებს და ვუმკლავდებით ბიუროკრატიას.
📃 პერსონალიზებული დოკუმენტები: ჩვენ შეგიდგენთ საჭირო დოკუმენტების ჩამონათვალს, რაც მორგებული იქნება თქვენს სავიზო მოთხოვნაზე.
⏱️ დაზოგე დრო: ჩვენი ინოვაციური მიდგომა აჩქარებს სავიზო პროცესს და დაგიზოგავს თქვენს ძვირფას დროს.
❔ პასუხი ყველა კითხვაზე: ჩვენი გამოცდილი საზღვრის კვეთის აგენტები დაგეხმარებიან მიიღოთ პასუხი მოგზაურობასთან დაკავშირებით ყველა კითხვაზე.
📲 ყველა სამოგზაურო ინფორმაცია ერთ სივრცეში: ჩვენი პლატფორმაზე ერთხელ შეყვანილი ინფორმაცია ინახება და თქვენ შეძლებთ მის გამოყენებას მომავალი მოგზაურობებისას.