ტურისტული ვიზა

უკან

ბანგლადეში

თარიღი: 2026-07-27

ბანგლადეშის ტურისტული ვიზა ინდივიდს ბანგლადეშში მოკლევადიანი ტურისტული ვიზიტის საშუალებას აძლევს.

როგორ გავაკეთოთ განაცხადი ბანგლადეშის ტურისტულ სტიკერ ვიზაზე?

საქართველოს მოქალაქეთათვის ბანგლადეშის ტურისტულ ვიზაზე განაცხადის გასაკეთებლად თურქეთში, ანკარაში არსებულ საკონსულოში ვიზიტია სავალდებულო.

ვიზიტამდე ხდება სავიზო აპლიკაციის შევსება, დოკუმენტების მობილიზება და საკონსულოში ვიზიტის ჩანიშვნა.

არსებობს მეორე გზაც, რომლის შემთხვევაშიც აპლიკანტს საკონსულოსში დოკუმენტების წარდგენა წარმომადგენლის ან საკურიერო მომსახურების საშუალებით შეუძლია.

საკონსულოს მხრიდან ვიზიტის ჩანიშვნა 2 გზით ხდება. ესენია: ა) აპლიკანტის მეილზე ვიზიტის ზუსტი თარიღის მიწერა ან ბ) აპლიკანტთან სატელეფონო ზარით შეთანხმება.

ჩვენ გთავაზობთ:


🔹 საბუთების დეტალური ჩამონათვალი თქვენი სამოგზაურო მიზნობრიობის შესაბამისად.

🔹 აპლიკაციის ფორმის შევსება.

🔹 თქვენ მიერ მოწოდებული დოკუმენტაციის პროფესიონალების მიერ გადახედვა.

🔹 სატელეფონო და ონლაინ მხარდაჭერა.

🔹 საკონსულოში გასაუბრებისთვის ჩაწერა და მისთვის მომზადება.

🔹 პირადი მონაცემების დაცვის უმაღლესი სტანდარტი.

სავიზო პროცესი

🔹 საჭირო დოკუმენტების შეგროვება და სააპლიკაციო ფორმის შევსება.

🔹 ინტერვიუს დაგეგმვა: საკონსულოსთან დაკავშირება ვიზიტის ჩასანიშნად.

🔹 საკონსულოში ვიზიტი.

🔹 პასუხი ვიზაზე.

დამუშავების დრო და გადაწყვეტილება

ბანგლადეშის სავიზო განაცხადის დამუშავება იწყება დოკუმენტების წარდგენის მომენტიდან და მას 3-დან 5 სამუშაო დღემდე პერიოდი ესაჭიროება.

ბანგლადეშის სტიკერ ვიზის ვალიდურობა

ტურისტული (სტიკერ) ვიზა ძირითადად სწორედ იმ პერიოდზე გაიცემა, რაც აპლიკანტს სავიზო განაცხადსა და დოკუმენტებში აქვს წარმოდგენილი.

საჭირო დოკუმენტაცია საკონსულოში წარსადგენად

  • საკონსულოში ჯავშნის დამადასტურებელი საბუთი.
  • სავიზო აპლიკაციის ფორმა.
  • პასპორტი ( 6 თვეზე მეტი ვადით).
  • მოგზაურობის გეგმა.
  • ავიაბილეთების ჯავშანი.
  • განთავსების დამადასტურებელი დოკუმენტი.
  • ცნობა ნასამართლობის შესახებ.

რჩევები და დამატებითი ინფორმაცია


  • განაცხადში აუცილებლად მიუთითეთ ყველა საჭირო ინფორმაცია.
  • დარწმუნდით, რომ თქვენი პასპორტი მოქმედებს მინიმუმ ექვსი თვის განმავლობაში თქვენი დაგეგმილი დაბრუნების თარიღიდან.
  • დამატებითი დამხმარე დოკუმენტების ქონის შემთხვევაში ისინი საკონსულოს წარუდგინეთ ნათარგმნ და დამოწმებულ მდგომარეობაში.
  • ვიზაზე განაცხადი შეიტანეთ მოგზაურობამდე მინიმუმ 1 თვით ადრე, რათა ვიზიტამდე თადარიგი დაიჭიროთ.
  • მნიშვნელოვანია გვახსოვდეს და არ ამეტებდეთ თქვენი სავიზო კატეგორიით მონიჭებულ უფლებებსა და ვალდებულებებს.
  • საკონსულო სრულ უფლებას იტოვებს დამატებითი დოკუმენტები მოგთხოვოთ.

ხშირად დასმული კითხვები

ვიზის მიღების რა შანსი მაქვს?

კონკრეტული განმცხადებლის მიერ ვიზის მიღების ალბათობის პროგნოზირება რთულია. თუმცა, აშკარაა, რომ ეს დამოკიდებულია თქვენს სოციალურ და ეკონომიკურ კავშირებზე თქვენს ქვეყანასთან. ასევე მნიშვნელოვანია მიზნობრიობის მკაფიო დადასტურებაც.

სად არის ბანგლადეშის საკონსულო?

საკონსულოს მისამართია: Oran Mahallesi, Kılıç Ali Caddesi, No: 14 Çankaya – Ankara


იკონსული ბანგლადეშის ვიზაზე გარანტიას იძლევა?

სხვა პირს არ შეუძლია ჩაერიოს კონსულის გადაწყვეტილებაში ვიზის გაცემის შესახებ; ეს გადაწყვეტილება საბოლოოა. თუმცა, ჩვენი კვალიფიციური პროფესიონალები ყველაფერს გააკეთებენ იმისათვის, რომ სათანადოდ და თქვენს სასარგებლოდ მოამზადონ დოკუმენტები საკონსულოსთვის, რათა კონსულმა სრულად გაიგოს თქვენი დღევანდელი გარემოება და შესაძლებლობები, რაც გაზრდის ვიზის მოცემის ალბათობას.

რა ვადებში ხდება ვიზის გაცემა?

ბანგლადეშის ვიზის გაცემა ხდება საკონსულოში ვიზიტის შემდგომ – 3–დან 5 სამუშაო დღემდე შუალედში.

ვიზის შემოწმება

რთული ჩანს? ჩვენ შეგვიძლია დახმარება

პროფესიონალური მხარდაჭერა: ჩვენ ვამარტივებთ კომპლექსურ პროცესებს და ვუმკლავდებით ბიუროკრატიას.

📃 პერსონალიზებული დოკუმენტები: ჩვენ შეგიდგენთ საჭირო დოკუმენტების ჩამონათვალს, რაც მორგებული იქნება თქვენს სავიზო მოთხოვნაზე.

დაზოგე დრო: ჩვენი ინოვაციური მიდგომა აჩქარებს სავიზო პროცესს და დაგიზოგავს თქვენს ძვირფას დროს.

პასუხი ყველა კითხვაზე: ჩვენი გამოცდილი საზღვრის კვეთის აგენტები დაგეხმარებიან მიიღოთ პასუხი მოგზაურობასთან დაკავშირებით ყველა კითხვაზე.

📲 ყველა სამოგზაურო ინფორმაცია ერთ სივრცეში: ჩვენი პლატფორმაზე ერთხელ შეყვანილი ინფორმაცია ინახება და თქვენ შეძლებთ მის გამოყენებას მომავალი მოგზაურობებისას.