დიდი ბრიტანეთის ტურისტული ვიზის განაცხადის შევსება ონლაინ, სამთავრობო ვებგვერდზე ხორციელდება, თუმცა ანაბეჭდების ასაღებად საჭიროა VFS Global-ის სავიზო ცენტრში ადგილზე ვიზიტი, ხოლო დოკუმენტების ატვირთვა მათ პლატფორმაზე ხდება.
თუ თქვენ ხართ საქართველოს მოქალაქე ან ფლობთ ევროკავშირის წევრი ქვეყნის რეზიდენტობას, დიდ ბრიტანეთში სამოგზაუროდ ვიზა დაგჭირდებათ.
განაცხადის გასაკეთებლად შემდეგი ნაბიჯების გავლაა აუცილებელი:
📝 აპლიკაციის შევსება;
🗓️ VFS Global- ზე გადასვლა და გასაუბრების დღის დანიშვნა;
📤 დოკუმენტების მომზადება და VFS Global-ის პლატფორმაზე ატვირთვა;
🐾 ანაბეჭდების აღება დანიშნულ დღეს;
🤩 განხილვის დრო და ვიზის პასუხის მიღება.
ვიზაზე გადაწყვეტილება მიიღება სტამბულში არსებული დიდი ბრიტანეთის საკონსულოს მიერ. დამუშავების დრო კი შეიძლება განსხვავდებოდეს წელიწადის დროზე და მიღებული განაცხადების მოცულობის მიხედვით, მაგრამ ჩვეულებრივ დაახლოებით 3 კვირა სჭირდება.
გაერთიანებული სამეფოს სტანდარტული ვიზიტორ ვიზა მოქმედებს მინიმუმ 6 თვის განმავლობაში და არის მრავალჯერადი შესვლის.
არსებობს კიდევ სხვა ვიზიტორ ვიზები – 2, 5 ან 10 წლიანი.
თუმცა, მნიშვნელოვანია, რომ ამ ვიზების გამოყენებისას ქვეყანაში ყოფნის პერიოდი არ უნდა აღემატებოდეს 180 დღეზე მეტს, თითოეულ შესვლაზე.
ელექტრონული ვიზა
განახლებული წესების თანახმად, დიდი ბრიტანეთი წყვეტს სტიკერ ვიზების გაცემას. მათ ადგილს ელექტრონული ვიზა დაიკავებს. თუმცა, მნიშვნელოვანია გვახსოვდეს: ბიომეტრიული მონაცემების ჩაბარების მიზნით სავიზო ცენტრში ვიზიტი კვლავ სავალდებულო რჩება.
იმ მოგზაურებს კი, რომლებსაც ხელთ უკვე აქვთ მოქმედი სტიკერ ვიზა, მოუწევთ მისი ელექტრონულ ფორმატზე გადაყვანა – გააქტიურება
გაერთიანებული სამეფოს ვიზის უარის რამდენიმე მიზეზი არსებობს, თუმცა მთავარი ფაქტორები, რომლებიც ყველაზე ხშირად განაპირობებენ გადაწყვეტილებას, მიმართულია იმაზე, თუ რამდენად შეუძლია აპლიკანტს დაადასტუროს თავისი დაბრუნება მშობლიურ ქვეყანაში და როგორ აკმაყოფილებს ის ყველა საჭირო ფინანსურ და დოკუმენტურ მოთხოვნებს.
ᲕᲘᲖᲘᲡ ᲛᲘᲦᲔᲑᲘᲡ ᲠᲐ ᲨᲐᲜᲡᲘ ᲛᲐᲥᲕᲡ?
კონკრეტული განმცხადებლის მიერ ვიზის მიღების ალბათობის პროგნოზირება რთულია. თუმცა, აშკარაა, რომ ეს დამოკიდებულია თქვენს სოციალურ და ეკონომიკურ კავშირებზე თქვენს ქვეყანაში. რაც უფრო მეტს შეძლებთ კონსულს აჩვენოთ, რომ თქვენ ხართ წარმატებული თქვენს სამშობლოში, გაქვთ სტაბილური შემოსავალი და მომავალი ზრდის პოტენციალი, მით უფრო სავარაუდოა, რომ თქვენ მოგცემთ ვიზას.
ᲡᲐᲓ ᲐᲠᲘᲡ ᲘᲜᲒᲚᲘᲡᲘᲡ ᲡᲐᲙᲝᲜᲡᲣᲚᲝ?
დიდი ბრიტანეთის ვიზა გაიცემა თურქეთში ქ. სტამბოლში დიდი ბრიტანეთის საელჩოს საკონსულო სამსახურის მიერ. ხოლო ვიზისთვის საჭირო საბუთების ჩაბარება ხდება “UK Visa Application Centre” -ის ოფისში მისამართზე: ქ. თბილისი, ცაგარელის ქ N 92, პირველი სართული.
ᲘᲙᲝᲜᲡᲣᲚᲘ ᲕᲘᲖᲐᲖᲔ ᲒᲐᲠᲐᲜᲢᲘᲐᲡ ᲗᲣ ᲘᲫᲚᲔᲕᲐ?
სხვა პირს არ შეუძლია ჩაერიოს კონსულის გადაწყვეტილებაში ვიზის გაცემის შესახებ; ეს გადაწყვეტილება საბოლოოა. თუმცა, ჩვენი კვალიფიციური პროფესიონალები ყველაფერს გააკეთებენ იმისათვის, რომ სათანადოდ და თქვენს სასარგებლოდ მოამზადონ დოკუმენტები საკონსულოსთვის, რათა კონსულმა სრულად გაიგოს თქვენი დღევანდელი გარემოება და შესაძლებლობები, რაც გაზრდის ვიზის მოცემის ალბათობას.
ᲠᲐ ᲕᲐᲓᲔᲑᲨᲘ ᲮᲓᲔᲑᲐ ᲕᲘᲖᲘᲡ ᲒᲐᲪᲔᲛᲐ?
უმეტეს შემთხვევაში, დოკუმენტები განიხილება თანხის გადახდიდან და საბუთების ჩაბარებიდან 2 კვირის ვადაში. თუმცა, განხილვის პერიოდი შეიძლება გაგრძელდეს ან შემცირდეს კონკრეტულ გარემოებებში. თუ თქვენ გსურთ პროცესის დაჩქარება მაშინ მოგიწევთ დამატებით £ 500გადახდა და პასუხს მიიღებთ 5 სამუშაო დღეში.
✅ პროფესიონალური მხარდაჭერა: ჩვენ ვამარტივებთ კომპლექსურ პროცესებს და ვუმკლავდებით ბიუროკრატიას.
🗒️ პერსონალიზებული დოკუმენტები: ჩვენ შეგიდგენთ საჭირო დოკუმენტების ჩამონათვალს, რაც მორგებული იქნება თქვენს სავიზო მოთხოვნაზე.
⏱️ დაზოგე დრო: ჩვენი ინოვაციური მიდგომა აჩქარებს სავიზო პროცესს და დაგიზოგავს თქვენს ძვირფას დროს.
❔ პასუხი ყველა კითხვაზე: ჩვენი გამოცდილი საზღვრის კვეთის აგენტები დაგეხმარებიან მიიღოთ პასუხი მოგზაურობასთან დაკავშირებით ყველა კითხვაზე.
📲 ყველა სამოგზაურო ინფორმაცია ერთ სივრცეში: ჩვენი პლატფორმაზე ერთხელ შეყვანილი ინფორმაცია ინახება და თქვენ შეძლებთ მის გამოყენებას მომავალი მოგზაურობებისას.