ტურისტული ვიზა

უკან

ინდოეთი

თარიღი: 2026-07-27

ინდოეთის ტურისტული ვიზა ინდოეთში მოკლევადიანი ტურისტული ვიზიტის საშუალებას გაძლევთ.

როგორ გავაკეთო ინდოეთის ვიზაზე განაცხადი?

ინდოეთის ელექტრონულ ვიზაზე განაცხადის შევსება სამთავრობო ვებ.გვერდზე ხდება. ამავე პლატფორმაზე იტვირთება საჭირო დოკუმენტაციაც.

ჩვენ გთავაზობთ:

🔹 საბუთების დეტალური ჩამონათვალი თქვენი სამოგზაურო მიზნობრიობის შესაბამისად.

🔹 გამარტივებული აპლიკაციის ფორმა.

🔹 მოწოდებული ინფორმაციის გადახედვა პროფესიონალების მიერ.

🔹 სატელეფონო და ონლაინ მხარდაჭერა.

🔹 პირადი მონაცემების დაცვის უმაღლესი სტანდარტი.

ვიზის აღების პროცესი

განაცხადის გასაკეთებლად შემდეგი ნაბიჯების გავლაა აუცილებელი:

🔹 აპლიკაციის შევსება.

🔹 საჭირო დოკუმენტების ატვირთვა.

🔹 სავიზო მოსაკრებლის გადახდა.

🔹 პასუხი ვიზაზე.

დამუშავების დრო და გადაწყვეტილება

ინდოეთის სავიზო განაცხადის დამუშავება იწყება აპლიკაციის დადასტურების მომენტიდან და მას 72 საათამდე პერიოდი ესაჭიროება.

რამდენ ხნიანია ტურისტული ვიზის ვალიდურობა?

ტურისტული ელექტრონული ვიზა ძირითადად გაიცემა 3 თვის ან 1 წლის ვალიდურობით და იგი აპლიკანტს ქვეყანაში ერთხელ ან მრავალჯერ შესვლის უფლებას ანიჭებს.

საჭირო დოკუმენტაცია

  • მოქმედი პასპორტი (6 თვეზე მეტი ვადით).
  • ავიაბილეთების ჯავშანი
  • განთავსების დამადასტურებელი დოკუმენტები.
  • ნასამართლობის ცნობა.
  • მოწვევა, სამოტივაციო წერილი და სხვა.

რჩევები და დამატებითი ინფორმაცია

  • განაცხადში აუცილებლად მიუთითეთ ყველა საჭირო ინფორმაცია;
  • დარწმუნდით, რომ თქვენი პასპორტი მოქმედებს მინიმუმ ექვსი თვის განმავლობაში თქვენი დაგეგმილი დაბრუნების თარიღიდან;
  • დამატებითი დამხმარე დოკუმენტის ქონის შემთხვევაში ისინი საკონსულოს წარუდგინეთ ნათარგმნ და დამოწმებულ მდგომარეობაში;
  • ვიზაზე განაცხადი შეიტანეთ მოგზაურობამდე მინიმუმ 1 თვით ადრე, რადგან საკონსულო დიდ ტრაფიკს უმკლავდება;
  • საკონსულო უფლებას იტოვებს აპლიკანტს დამატებითი დოკუმენტაცია მოსთხოვოს;
  • მნიშვნელოვანია გახსოვდეთ და არ ამეტებდეთ თქვენი სავიზო კატეგორიით მონიჭებულ უფლებებსა და ვალდებულებებს;

📌 მნიშვნელოვანია

30 დღიან ტურისტულ ვიზაზე განაცხადის შეტანა მაქსიმუმ 30 დღით ადრე გამგზავრებამდე, მინიმუმ კი 4 დღით ხდება.

ხშირად დასმული კითხვები

ვიზის მიღების რა შანსი მაქვს?

კონკრეტული განმცხადებლის მიერ ვიზის მიღების ალბათობის პროგნოზირება რთულია. თუმცა, აშკარაა, რომ ეს დამოკიდებულია თქვენს მჭიდრო კავშირებზე თქვენს ქვეყანასთან. ასევე მნიშვნელოვანია მიზნობრიობის მკაფიო დადასტურებაც.

როგორ გადავამოწმო ვიზის სტატუსი?

e-Visa – ვიზის სტატუსის გადამოწმება შეგიძლიათ მოცემულ ლინკზე თქვენი ინფორმაციით.

იკონსული ვიზაზე განარტიას იძლევა?

სხვა პირს არ შეუძლია ჩაერიოს კონსულის გადაწყვეტილებაში ვიზის გაცემის შესახებ. ეს გადაწყვეტილება საბოლოოა. თუმცა, ჩვენი კვალიფიციური პროფესიონალები ყველაფერს გააკეთებენ იმისათვის, რომ სათანადოდ და თქვენს სასარგებლოდ მოამზადონ დოკუმენტები საკონსულოსთვის, რათა კონსულმა სრულად გაიგოს თქვენი დღევანდელი გარემოება და შესაძლებლობები, რაც გაზრდის ვიზის გაცემის ალბათობას.

რა ვადებში ხდება ვიზის გაცემა?

ვიზის გაცემა ხდება დოკუმენტაციის ატვირთვის შემდეგ – 72 საათის შუალედში.

ვიზის შემოწმება

რთული ჩანს? ჩვენ შეგვიძლია დახმარება

✅ პროფესიონალური მხარდაჭერა: ჩვენ ვამარტივებთ კომპლექსურ პროცესებს და ვუმკლავდებით ბიუროკრატიას.

📃 პერსონალიზებული დოკუმენტები: ჩვენ შეგიდგენთ საჭირო დოკუმენტების ჩამონათვალს, რაც მორგებული იქნება თქვენს სავიზო მოთხოვნაზე.

⏱️ დაზოგე დრო: ჩვენი ინოვაციური მიდგომა აჩქარებს სავიზო პროცესს და დაგიზოგავს თქვენს ძვირფას დროს.

❔ პასუხი ყველა კითხვაზე: ჩვენი გამოცდილი საზღვრის კვეთის აგენტები დაგეხმარებიან მიიღოთ პასუხი მოგზაურობასთან დაკავშირებით ყველა კითხვაზე.

📲 ყველა სამოგზაურო ინფორმაცია ერთ სივრცეში: ჩვენი პლატფორმაზე ერთხელ შეყვანილი ინფორმაცია ინახება და თქვენ შეძლებთ მის გამოყენებას მომავალი მოგზაურობებისას.