
ირლანდიის ტურისტული ვიზა ვიზა მსურველს ირლანდიაში მოკლევადიანი ტურისტული ვიზიტის საშუალებას აძლევს.
როგორ გავაკეთო განაცხადი ირლანდიის ტურისტულ ვიზაზე?
2025 წლის 12 მაისიდან, საქართველოს რეზიდენტებისთვის, ვისაც სურს ვიზის აღება ირლანდიაში გამგზავრებისთვის, მნიშვნელოვანი ცვლილებები განხორციელდა. ახალი პროცედურა გაამარტივებს და დააჩქარებს განაცხადის წარდგენის პროცესს.
რა შიეცვალა?
განაცხადის დამუშავების ლოკაცია
აქამდე საქართველოს მოქალაქეებს ირლანდიის ვიზაზე განაცხადის წარდგენა უწევდათ ირლანდიის საელჩოში სოფიაში (ბულგარეთი).
ახლა კი, ყველა განაცხადს დამუშავებს ირლანდიის საელჩო ანკარაში (თურქეთი).
დოკუმენტებს გაგზავნა საფოსტო გზით აღარ სჭირდება:
ცვლილების შედეგად, აღარ არის საჭირო თქვენი დოკუმენტების საფოსტო გზით გაგზავნა საზღვარგარეთ.
განაცხადის წარდგენა თბილისში:
საქართველოს მოქალაქეებს შესაძლებლობა აქვთ განაცხადის წარდგენა თბილისში, ახლად გახსნილ VFS Global-ის ვიზის განაცხადების ცენტრში (VAC).
ჩვენ გთავაზობთ
🔹 საბუთების დეტალური ჩამონათვალი თქვენი სამოგზაურო მიზნობრიობის შესაბამისად.
🔹 აპლიკაციის ფორმის შევსება.
🔹 სამოტივაციო წერილის დამუშავება/გადახედვა.
🔹 თქვენ მიერ მოწოდებული დოკუმენტაციის პროფესიონალების მიერ გადახედვა.
🔹 სატელეფონო და ონლაინ მხარდაჭერა.
🔹 პირადი მონაცემების დაცვის უმაღლესი სტანდარტი.
ვიზის აღების პროცესი
განაცხადის გასაკეთებლად შემდეგი ნაბიჯების გავლაა აუცილებელი:
🔹 საჭირო დოკუმენტების შეგროვება
🔹 VFS Global-ის ვებ.გვერდზე რეგისტრაცია და ვიზიტის დაჯავშნა.
🔹 VFS Global-ში ვიზიტი.
🔹 სავიზო ცენტრის მომსახურებისა და სავიზო მოსაკრებლის გადახდა.
🔹 პასუხი ვიზაზე.
დამუშავების დრო და გადაწყვეტილება
ირლანდიის სავიზო განაცხადის დამუშავება იწყება დოკუმენტების წარდგენის მომენტიდან და მას 2-დან 5 კვირამდე პერიოდი ესაჭიროება.
რამდენ ხნიანია ვიზის ვალიდურობა?
მოცემული დამოკიდებულია თქვენს მიერ მოთხოვნილი ვიზიტის ხანგრძლივობაზე. ხშირ შემთხვევაში საკონსულო ვიზებს შემდეგი ვალიდურობით გასცემს: 1 თვე, 3 თვე და 1 წელი.
საჭირო დოკუმენტაცია
- სავიზო აპლიკაციის ფორმა
- მოქმედი პასპორტი (6 თვეზე მეტი ვადით).
- ავიაბილეთების ჯავშანი.
- განთავსების დამადასტურებელი დოკუმენტი.
- ფინანსური მზაობის დამადასტურებელი დოკუმენტები.
- ნასამართლობის ცნობა.
- დამატებითი დოკუმენტაცია (მოწვევა, სამოტივაციო წერილი და სხვა).
რჩევები და დამატებითი ინფორმაცია
- განაცხადში აუცილებლად მიუთითეთ ყველა საჭირო ინფორმაცია;
- დარწმუნდით, რომ თქვენი პასპორტი მოქმედებს მინიმუმ ექვსი თვის განმავლობაში თქვენი დაგეგმილი დაბრუნების თარიღიდან;
- დამატებითი დამხმარე დოკუმენტის ქონის შემთხვევაში ისინი საკონსულოს წარუდგინეთ ნათარგმნ და დამოწმებულ მდგომარეობაში;
- ვიზაზე განაცხადი შეტანა რეკომენდებულია მოგზაურობამდე 3-6 თვით ადრე, რადგან საკონსულო დიდ ტრაფიკს უმკლავდება;
- სამოტივაციო წერილში აუცილებლად უნდა ეწეროს შემდეგი ტექსტი: ”I will observe the conditions of my visa. I will not become a burden on the State and I will leave the State on the expiry of my permission to remain’‘
- საკონსულო უფლებას იტოვებს აპლიკანტს დამატებითი დოკუმენტაცია მოსთხოვოს;
- მნიშვნელოვანია გახსოვდეთ და არ ამეტებდეთ თქვენი სავიზო კატეგორიით მონიჭებულ უფლებებსა და ვალდებულებებს;
უარი ვიზაზე და ძირითადი მიზეზები
ირლანდიის ვიზის უარის რამდენიმე მიზეზი არსებობს, თუმცა მთავარი ფაქტორები, რომლებიც ყველაზე ხშირად განაპირობებენ გადაწყვეტილებას, მიმართულია იმაზე, თუ რამდენად შეუძლია აპლიკანტს დაადასტუროს თავისი დაბრუნება მშობლიურ ქვეყანაში და როგორ აკმაყოფილებს ის ყველა საჭირო ფინანსურ და დოკუმენტურ მოთხოვნებს.
არასაკმარისი კავშირი სამშობლოსთან: ვიზის უარის ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული მიზეზი ისაა, როდესაც აპლიკანტი ვერ ამტკიცებს საკმარის კავშირს საკუთარ ქვეყანასთან, რაც აღნიშნავს, რომ იგი შესაძლოა არ დაბრუნდეს სამშობლოში და დარჩეს ირლანდიაში უკანონოდ.
არასაკმარისი ფინანსური რესურსები: აუცილებელია კონსულის დარწმუნება, რომ აპლიკანტს აქვს საკმარისი ფინანსური შესაძლებლობები, რათა დაფაროს ყველა ხარჯი გამგზავრებისა და ირლანდიაში ყოფნის დროს.
არასწორი ან არასაკმარისი დოკუმენტები: დოკუმენტების არასრული ან არასწორად შევსება შეიძლება გახდეს ვიზის უარის მიზეზი. მნიშვნელოვანია, რომ ყველა მოთხოვნილი დოკუმენტი წარდგენილი იყოს სრული და სწორი ფორმით.
მცირე სამოგზაურო ისტორია: თუ აპლიკანტის წარსულში არ არსებობს საკმარისი სამოგზაურო ისტორია, რაც აჩვენებს პასუხისმგებლობას და დაბრუნების მტკიცებულებებს, ვიზა შესაძლოა უარყოფილი იყოს.
ხშირად დასმული კითხვები
ვიზის მიღების რა შანსი მაქვს?
კონკრეტული განმცხადებლის მიერ ვიზის მიღების ალბათობის პროგნოზირება რთულია. თუმცა, აშკარაა, რომ ეს დამოკიდებულია თქვენს მჭიდრო კავშირებზე თქვენს ქვეყანასთან. ასევე მნიშვნელოვანია მიზნობრიობის მკაფიო დადასტურებაც.
იკონსული ვიზაზე გარანტიას იძლევა?
სხვა პირს არ შეუძლია ჩაერიოს კონსულის გადაწყვეტილებაში ვიზის გაცემის შესახებ. ეს გადაწყვეტილება საბოლოოა. თუმცა, ჩვენი კვალიფიციური პროფესიონალები ყველაფერს გააკეთებენ იმისათვის, რომ სათანადოდ და თქვენს სასარგებლოდ მოამზადონ დოკუმენტები საკონსულოსთვის, რათა კონსულმა სრულად გაიგოს თქვენი დღევანდელი გარემოება და შესაძლებლობები, რაც გაზრდის ვიზის გაცემის ალბათობას.
რა ვადაში ხდება ვიზის გაცემა?
ვიზის გაცემა ხდება დოკუმენტების წარდგენიდან 2-5 კვირის შუალედში.
საჭიროა თუ არა, ირლანდიის ვიზის მისაღებად ბულგარეთში საკონსულოში ვიზიტი?
არა, არ არის საჭირო. დოკუმენტები შეგიძლიათ გააგზავნოთ კურიერის დახმარებით.
რომელი ირლანდიის ვიზას გასცემს ბულგარეთში არსებული ირლანდიის საკონსულო?
ბულგარეთში არსებული ირლანდიის საკონსულო გასცემს იმ ირლანდიის ვიზას, რომლის დედაქალაქიცაა დუბლინი. ხოლო, ჩრდილოეთ ირლანდიის ვიზის მისაღებად განაცხადი კეთდება გაერთიანებული სამეფოს სავიზო აპლიკაციის ცენტრში.
ვიზის შემოწმება
რთული ჩანს? ჩვენ შეგვიძლია დახმარება
✅ პროფესიონალური მხარდაჭერა: ჩვენ ვამარტივებთ კომპლექსურ პროცესებს და ვუმკლავდებით ბიუროკრატიას.
📃 პერსონალიზებული დოკუმენტები: ჩვენ შეგიდგენთ საჭირო დოკუმენტების ჩამონათვალს, რაც მორგებული იქნება თქვენს სავიზო მოთხოვნაზე.
⏱️ დაზოგე დრო: ჩვენი ინოვაციური მიდგომა აჩქარებს სავიზო პროცესს და დაგიზოგავს თქვენს ძვირფას დროს.
❔ პასუხი ყველა კითხვაზე: ჩვენი გამოცდილი საზღვრის კვეთის აგენტები დაგეხმარებიან მიიღოთ პასუხი მოგზაურობასთან დაკავშირებით ყველა კითხვაზე.
📲 ყველა სამოგზაურო ინფორმაცია ერთ სივრცეში: ჩვენი პლატფორმაზე ერთხელ შეყვანილი ინფორმაცია ინახება და თქვენ შეძლებთ მის გამოყენებას მომავალი მოგზაურობებისას.