ტურისტული ვიზა

უკან

კანადა

თარიღი: 2026-07-27

კანადის ტურისტული ვიზა ცნობილია, როგორც დროებითი საცხოვრებლის ვიზა (TRV) და იგი მოქმედია იმდენი ხნის მანძილზე, რამდენი ვალიდურობის დროც თქვენს პასპორტს აქვს.

როგორ გავაკეთო განაცხადი ვიზაზე?

კანადის ტურისტული ვიზის განაცხადის შევსება ონლაინ, სამთავრობო ვებ.გვერდზე ხდება, თუმცა საჭირო დოკუმენტების ჩასაბარებლად აუცილებელია VFS Global-ში ვიზიტის დაჯავშნა და ბიომეტრიული მონაცემების ჩაბარება, რის შემდეგაც თქვენი პასპორტი ანკარაში არსებულ საკონსულოში გადაიგზავნება.

ჩვენ გთავაზობთ:

🔹 საბუთების დეტალური ჩამონათვალი თქვენი სამოგზაურო მიზნობრიობის შესაბამისად.

🔹 გამარტივებული აპლიკაციის ფორმა.

🔹 მოწოდებული ინფორმაციის გადახედვა პროფესიონალების მიერ.

🔹 სატელეფონო და ონლაინ მხარდაჭერა.

🔹 პირადი მონაცემების დაცვის უმაღლესი სტანდარტი.

ვის სჭირდება დროებითი საცხოვრებლის ვიზა (TRV)?

კანადის ვიზის აღება სავალდებულოა ყველა ქვეყნის მოქალაქისთვის, მათ შორის საქართველოს მოქალაქეებისთვის, გარდა იმ ქვეყნებისა, რომლებიც ჩართულები არიან კანადის “კანადის ელექტრონული ავტორიზების” პროგრამაში.


ვიზის აღების პროცესი

განაცხადის გასაკეთებლად შემდეგი ნაბიჯების გავლაა აუცილებელი:

🔹 სააპლიკაციო ფორმის შევსება.

🔹 საჭირო დოკუმენტების მომზადება და ატვირთვა.

🔹 სავიზო მოსაკრებლის გადახდა.

🔹 VFSGlobal-ის ოფისში ანაბეჭდების აღება.

🔹 პასპორტის გადაგზავნა საკონსულოში.

🔹 პასუხი ვიზაზე.

დამუშავების დრო და გადაწყვეტილება

ვიზაზე გადაწყვეტილება მიიღება ხდება ანკარაში არსებულ კანადის საკონსულოში. დამუშავების დრო კი 3 თვიდან 1 წლამდე პერიოდში მერყეობს.

რამდენ ხნიანია ვიზის ვალუდრობა?

კანადის ტურისტული ვიზა არის მრავალჯერადი შესვლის ვიზა, რომელიც გაიცემა მაქსიმუმ 10 წლის ვადით.

თუმცა, მნიშვნელოვანია, რომ ამ ვიზების გამოყენებისას ქვეყანაში ყოფნის პერიოდი არ უნდა აღემატებოდეს 180 დღეზე მეტს, თითოეულ შესვლაზე.

საჭირო დოკუმენტაცია

  • მოგზაურობის დოკუმენტები
  • მოქმედი პასპორტი (6 თვეზე მეტი ვადით).
  • დასაქმების შესახებ დოკუმენტები
  • ცნობა ნასამართლობის შესახებ
  • ფინანსური მდგომარეობა
  • ოჯახური მდგომარეობა
  • ფოტო
  • განთავსება დროებითი ან მუდმივი
  • სხვა დოკუმენტები

რჩევები და დამატებითი დოკუმენტაცია

  • აუცილებლად მიუთითეთ ყველა საჭირო დოკუმენტაცია და ინფორმაცია განაცხადში.
  • დარწმუნდით, რომ თქვენი პასპორტი მოქმედებს მინიმუმ ექვსი თვის განმავლობაში თქვენი დაგეგმილი დაბრუნების თარიღიდან.
  • იყავით გულწრფელი და ზუსტი თქვენს განაცხადში და მოერიდეთ ცრუ ინფორმაციის მიწოდებას.
  • მზად იყავით უპასუხოთ დამატებით კითხვებს, თუ სასაზღვრო სერვისების სააგენტოს (CBSA) ოფიცერი ჩაგეკითხებათ.
  • ვიზაზე განაცხადი შეიტანეთ მოგზაურობამდე 1 წლით ადრე, რადგან ყოფილა შემთხვევები 9 თვის შემდგომ დაბრუნებული პასუხის.
  • ძველი პასპორტის აღება ან გაახლება არ ხდება. მნიშვნელოვანია, რომ შენახული გქონდეთ ორიგინალები. თუკი დაკარგული გაქვთ, შეგიძლიათ, მომსახურების სააგენტოში, რომელიც მდებარეობს თბილისში, პეტრე ქავთარაძის 5ა ნომერში, იქ აიღოთ საზღვრის კვეთის დოკუმენტი. ამ საბუთში მითითებული არის მხოლოდ რომელ რიცხვში დატოვეთ საქართველო და როდის დაბრუნდით ქვეყანაში.
  • ქონების დამადასტურებელი ინფორმაციის აღება შესაძლებელია იუსტიციის სახლში, საჯარო რეესტრის განყოფილებიდან.

უარი ვიზაზე და ძირითადი მიზეზები

კანადის ტურისტული ვიზის უარის რამდენიმე მიზეზი არსებობს, თუმცა მთავარი ფაქტორები, რომლებიც ყველაზე ხშირად განაპირობებენ გადაწყვეტილებას, მიმართულია იმაზე, თუ რამდენად შეუძლია აპლიკანტს დაადასტუროს თავისი დაბრუნება მშობლიურ ქვეყანაში და როგორ აკმაყოფილებს ის ყველა საჭირო ფინანსურ და დოკუმენტურ მოთხოვნებს.

არასაკმარისი კავშირი სამშობლოსთან: ვიზის უარის ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული მიზეზი ისაა, როდესაც აპლიკანტი ვერ ამტკიცებს საკმარის კავშირს საკუთარ ქვეყანასთან, რაც აღნიშნავს, რომ იგი შესაძლოა არ დაბრუნდეს სამშობლოში და დარჩეს კანადაში უკანონოდ.

არასაკმარისი ფინანსური რესურსები: აუცილებელია კონსულის დარწმუნება, რომ აპლიკანტს აქვს საკმარისი ფინანსური შესაძლებლობები, რათა დაფაროს ყველა ხარჯი გამგზავრებისა და კანადაში ყოფნის დროს.

არასწორი ან არასაკმარისი დოკუმენტები: დოკუმენტების არასრული ან არასწორად შევსება შეიძლება გახდეს ვიზის უარის მიზეზი. მნიშვნელოვანია, რომ ყველა მოთხოვნილი დოკუმენტი წარდგენილი იყოს სრული და სწორი ფორმით.

მცირე სამოგზაურო ისტორია: თუ აპლიკანტის წარსულში არ არსებობს საკმარისი სამოგზაურო ისტორია, რაც აჩვენებს პასუხისმგებლობას და დაბრუნების მტკიცებულებებს, ვიზა შესაძლოა უარყოფილი იყოს.

ხშირად დასმული კითხვები

ვიზის მიღების რა შანსი მაქვს?

კონკრეტული განმცხადებლის მიერ ვიზის მიღების ალბათობის პროგნოზირება რთულია. თუმცა, აშკარაა, რომ ეს დამოკიდებულია თქვენს სოციალურ და ეკონომიკურ კავშირებზე თქვენს ქვეყანაში. რაც უფრო მეტს შეძლებთ კონსულს აჩვენოთ, რომ თქვენ ხართ წარმატებული თქვენს სამშობლოში, გაქვთ სტაბილური შემოსავალი და მომავალი ზრდის პოტენციალი, მით უფრო სავარაუდოა, რომ თქვენ მოგცემთ ვიზას.

სად მდებარეობს კანადის საკონსულო?

კანადის საელჩო, რომელიც საქართველოს მოქალაქეებს ემსახურება არის თურქეთში, ანკარაში. კანადის საელჩო საქართველოში არ არის. საბუთების გაგზავნისა და ბიომეტრიული ინფორმაციის შეგროვებაში გეხმარებათ VFS Global, რომელიც მდებარეობს თბილისში ნიკოლოზ ყიფშიძის 9 ნომერში.

იკონსული ვიზაზე გარანტიას იძლევა?

სხვა პირს არ შეუძლია ჩაერიოს კონსულის გადაწყვეტილებაში ვიზის გაცემის შესახებ; ეს გადაწყვეტილება საბოლოოა. თუმცა, ჩვენი კვალიფიციური პროფესიონალები ყველაფერს გააკეთებენ იმისათვის, რომ სათანადოდ და თქვენს სასარგებლოდ მოამზადონ დოკუმენტები საკონსულოსთვის, რათა კონსულმა სრულად გაიგოს თქვენი დღევანდელი გარემოება და შესაძლებლობები, რაც გაზრდის ვიზის მოცემის ალბათობას.

რა ვადებში ხდება ვიზის გაცემა?

უმეტეს შემთხვევაში, დოკუმენტები განიხილება თანხის გადახდიდან და საბუთების ჩაბარებიდან 3 თვის ვადაში. თუმცა, განხილვის პერიოდი შეიძლება გაგრძელდეს ან შემცირდეს კონკრეტულ გარემოებებში.

არსებობს თუ არა კანადის მწვანე ბარათი?

კანადას არ აქვს მწვანე ბარათის სისტემა, როგორც შეერთებულ შტატებს. სამაგიეროდ, კანადას აქვს ქულაზე დაფუძნებული საიმიგრაციო სისტემა მუდმივი საცხოვრებლის მისანიჭებლად უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის. Express Entry პროგრამა არის ერთ-ერთი მთავარი გზა კვალიფიციური მუშაკებისთვის კანადაში მუდმივი ემიგრაციის მიზნით. პროგრამა იყენებს ყოვლისმომცველ სისტემას (CRS), რათა შეაფასოს აპლიკანტები ისეთი ფაქტორების მიხედვით, როგორიცაა ასაკი, განათლება, სამუშაო გამოცდილება, ენის ცოდნა და სხვა.

ვიზის შემოწმება

რთული ჩანს? ჩვენ შეგვიძლია დახმარება

✅ პროფესიონალური მხარდაჭერა: ჩვენ ვამარტივებთ კომპლექსურ პროცესებს და ვუმკლავდებით ბიუროკრატიას.

📃 პერსონალიზებული დოკუმენტები: ჩვენ შეგიდგენთ საჭირო დოკუმენტების ჩამონათვალს, რაც მორგებული იქნება თქვენს სავიზო მოთხოვნაზე.

⏱️ დაზოგე დრო: ჩვენი ინოვაციური მიდგომა აჩქარებს სავიზო პროცესს და დაგიზოგავს თქვენს ძვირფას დროს.

❔ პასუხი ყველა კითხვაზე: ჩვენი გამოცდილი საზღვრის კვეთის აგენტები დაგეხმარებიან მიიღოთ პასუხი მოგზაურობასთან დაკავშირებით ყველა კითხვაზე.

📲 ყველა სამოგზაურო ინფორმაცია ერთ სივრცეში: ჩვენი პლატფორმაზე ერთხელ შეყვანილი ინფორმაცია ინახება და თქვენ შეძლებთ მის გამოყენებას მომავალი მოგზაურობებისას.