
მაროკოს ტურისტული ვიზა ინდივიდს მაროკოში მოკლევადიანი ტურისტული ვიზიტის საშუალებას აძლევს.
როგორ გავაკეთო განაცხადი ტურისტულ ვიზაზე?
მაროკოს ელექტრონულ ვიზაზე განაცხადის გაკეთება შეუძლია იმ საქართველოს მოქალაქეს, რომელიც ფლობს შემდეგი ქვეყნების ვიზას: აშშ, დიდი ბრიტანეთი, იაპონია, შენგენის ქვეყნები, ირლანდია, ავსტრალია და კანადა.
ვიზაზე განაცხადის გასაკეთებლად მნიშვნელოვანია ვარშავაში არსებული საკონსულოსთვის ოფიციალური მიმართვა. სავიზო აპლიკაციის შევსებისა და დოკუმენტაციის შეგროვების შემდეგ კი საჭიროა საკონსულოსთან ელექტრონული ფოსტით დაკონტაქტება, დოკუმენტების გადაგზავნა და ვიზიტის ჩანიშვნა. საკონსულოში აპლიკანტის ვიზიტი აუცილებელია.
ჩვენ გთავაზობთ:
🔹 საბუთების დეტალური ჩამონათვალი თქვენი სამოგზაურო მიზნობრიობის შესაბამისად.
🔹 აპლიკაციის ფორმის შევსება.
🔹 თქვენ მიერ მოწოდებული დოკუმენტაციის პროფესიონალების მიერ გადახედვა.
🔹 სატელეფონო და ონლაინ მხარდაჭერა.
🔹 საკონსულოში გასაუბრებისთვის ჩაწერა და მისთვის მომზადება.
🔹 პირადი მონაცემების დაცვის უმაღლესი სტანდარტი.
რა პროცესი უნდა გავიაროთ ტურისტული სტიკერ ვიზის ასაღებად?
განაცხადის გასაკეთებლად შემდეგი ნაბიჯების გავლაა აუცილებელი:
🔹 საჭირო დოკუმენტების შეგროვება და სააპლიკაციო ფორმის შევსება.
🔹 ინტერვიუს დაგეგმვა.
🔹 დოკუმენტების გადაგზავნა.
🔹 ვიზიტი საკონსულოში.
🔹 პასუხი ვიზაზე.
დამუშავების დრო და გადაწყვეტილება
მაროკოს სავიზო განაცხადის დამუშავება იწყება დოკუმენტების წარდგენის მომენტიდან და მას 24 საათამდე პერიოდი ესაჭიროება.
რამდენ ხნიანია ვიზის ვალიდურობა?
ტურისტული ვიზა ძირითადად სწორედ იმ პერიოდზე გაიცემა, რაც აპლიკანტს სავიზო განაცხადსა და დოკუმენტებში აქვს წარმოდგენილი.
ვიზა პირს საშუალებას აძლევს მაროკოში მინიმუმ 30 დღის ვადით დარჩეს, მაგრამ, მოცემული სრულად კონსულის გადაწყვეტილებაზეა დამოკიდებული.
საჭირო დოკუმენტაცია
- საკონსულოში ჯავშნის დამადასტურებელი საბუთი.
- სავიზო აპლიკაციის ფორმა (დათარიღებული და ხელმოწერილი).
- მოქმედი პასპორტი (6 თვეზე მეტი ვადით).
- მოგზაურობის გეგმა.
- ავიაბილეთების ჯავშანი.
- განთავსების დამადასტურებელი დოკუმენტი.
- ნასამართლობის ცნობა.
- დაბადების მოწმობა და ID ბარათი.
📌 სიახლე
იკონსულის აპლიკანტებს შესაძლებლობა აქვთ აიღონ მაროკოს სტიკერ ვიზა სახლიდან გაუსვლელად, მხოლოდ დოკუმენტებისა და პასპორტის დახმარებით, ვარშავაში ვიზიტის გარეშე.
რჩევები და დამატებითი ინფორმაცია
- განაცხადში აუცილებლად მიუთითეთ ყველა საჭირო ინფორმაცია.
- დარწმუნდით, რომ თქვენი პასპორტი მოქმედებს მინიმუმ ექვსი თვის განმავლობაში თქვენი დაგეგმილი დაბრუნების თარიღიდან.
- დამატებითი დამხმარე დოკუმენტების ქონის შემთხვევაში ისინი საკონსულოს წარუდგინეთ ნათარგმნ და დამოწმებულ მდგომარეობაში.
- ვიზაზე განაცხადი შეიტანეთ მოგზაურობამდე მინიმუმ 1 თვით ადრე, რადგან, ვარშავაში არსებული მაროკოს საკონსულო დიდ ტრაფიკს უმკლავდება.
- მზად იყავით უპასუხოთ დამატებით კითხვებს.
- მნიშვნელოვანია გვახსოვდეს და არ ამეტებდეთ თქვენი სავიზო კატეგორიით მონიჭებულ უფლებებსა და ვალდებულებებს.
ხშირად დასმული კითხვები
ვიზის მიღების რა შანსი მაქვს?
კონკრეტული განმცხადებლის მიერ ვიზის მიღების ალბათობის პროგნოზირება რთულია. თუმცა, აშკარაა, რომ ეს დამოკიდებულია თქვენს სოციალურ და ეკონომიკურ კავშირებზე თქვენს ქვეყანასთან. ასევე მნიშვნელოვანია მიზნობრიობის მკაფიო დადასტურებაც.
სად არის მაროკოს საკონსულო?
საკონსულოს მისამართია: Jarosława Dąbrowskiego 72, 02-561 Warszawa
იკონსული ვიზაზე გარანტიას თუ იძლევა?
სხვა პირს არ შეუძლია ჩაერიოს კონსულის გადაწყვეტილებაში ვიზის გაცემის შესახებ; ეს გადაწყვეტილება საბოლოოა. თუმცა, ჩვენი კვალიფიციური პროფესიონალები ყველაფერს გააკეთებენ იმისათვის, რომ სათანადოდ და თქვენს სასარგებლოდ მოამზადონ დოკუმენტები საკონსულოსთვის, რათა კონსულმა სრულად გაიგოს თქვენი დღევანდელი გარემოება და შესაძლებლობები, რაც გაზრდის ვიზის მოცემის ალბათობას.
ვიზის შემოწმება
რთული ჩანს? ჩვენ შეგვიძლია დახმარება
✅ პროფესიონალური მხარდაჭერა: ჩვენ ვამარტივებთ კომპლექსურ პროცესებს და ვუმკლავდებით ბიუროკრატიას.
📃 პერსონალიზებული დოკუმენტები: ჩვენ შეგიდგენთ საჭირო დოკუმენტების ჩამონათვალს, რაც მორგებული იქნება თქვენს სავიზო მოთხოვნაზე.
⏱️ დაზოგე დრო: ჩვენი ინოვაციური მიდგომა აჩქარებს სავიზო პროცესს და დაგიზოგავს თქვენს ძვირფას დროს.
❔ პასუხი ყველა კითხვაზე: ჩვენი გამოცდილი საზღვრის კვეთის აგენტები დაგეხმარებიან მიიღოთ პასუხი მოგზაურობასთან დაკავშირებით ყველა კითხვაზე.
📲 ყველა სამოგზაურო ინფორმაცია ერთ სივრცეში: ჩვენი პლატფორმაზე ერთხელ შეყვანილი ინფორმაცია ინახება და თქვენ შეძლებთ მის გამოყენებას მომავალი მოგზაურობებისას.