
ნიგერიის ტურისტული ვიზა არის მოგზაურობის ავტორიზაცია, რომელიც ტურისტს ნიგერიის მონახულების, დასვენების ან სხვა მოკლევადიანი ვიზიტის საშუალებას აძლევს.
როგორ გავაკეთო განაცხადი ნიგერიის ტურისტულ ვიზაზე?
ნიგერიის ტურისტულ ვიზაზე განაცხადი კეთდება თურქეთში არსებულ ანკარის საელჩოში. თავდაპირველად საჭირო დოკუმენტების ატვირთვა და სავიზო განაცხადის შევსება OIS-ის ვებსაიტზე ხდება. სავიზო განაცხადის სრულყოფისთვის საჭიროა ბიომეტრიული ანაბეჭდების აღება და შემდეგ მისი საკონსულოში წარდგენა. არსებულ პლატფორმაზე რეგისტრაციის შემდეგ მიიღებთ თურქეთში, ანკარაში არსებულ საკონსულოში ვიზიტის თარიღსა და ზუსტ დროს.
ჩვენ გთავაზობთ:
🔹 საბუთების დეტალური ჩამონათვალი თქვენი სამოგზაურო მიზნობრიობის შესაბამისად.
🔹 აპლიკაციის ფორმის შევსება,
🔹 თქვენ მიერ მოწოდებული დოკუმენტაციის პროფესიონალების მიერ გადახედვა.
🔹 სატელეფონო და ონლაინ მხარდაჭერა,
🔹 საკონსულოში გასაუბრებისთვის ჩაწერა და მისთვის მომზადება.
🔹 სავიზო მოსაკრებლის გადარიცხვა.
🔹 პირადი მონაცემების დაცვის უმაღლესი სტანდარტი.
რა პროცესი უნდა გავიაროთ ვიზის ასაღებად?
🔹 საჭირო დოკუმენტაციის შეგროვება და სავიზო განაცხადის შევსება.
🔹 სავიზო ინტერვიუს დაგეგმვა.
🔹 სავიზო მოსაკრებლის გადახდა.
🔹 საკონსულოში ვიზიტი.
დამუშავების დრო და გადაწყვეტილება
ნიგერიის სავიზო განაცხადის დამუშავება იწყება დოკუმენტების წარდგენის მომენტიდან და მას 5-დან 15 სამუშაო დღემდე პერიოდი ესაჭიროება.
რამდენ ხნიანია ვიზის ვალიდურობა?
ვიზა, როგორც წესი, ერთჯერადია და იძლევა ქვეყანაში მაქსიმუმ 30 დღით დარჩენის უფლებას, ხოლო ვიზის მოქმედების ვადა შეიძლება იყოს გაცემიდან დაახლოებით 90 დღე.
საჭირო დოკუმენტაცია
- შევსებული ონლაინ სავიზო აპლიკაცია
- პასპორტი ( 6 თვეზე მეტი ვადით).
- ავიაბილეთების ჯავშანი
- განთავსების დამადასტურებელი დოკუმენტი.
- 2 ბიომეტრიული ფოტოსურათი.
- საბანკო ამონაწერი.
- ვიზის გადახდის ქვითარი
რჩევები და დამატებითი ინფორმაცია
- განაცხადში აუცილებლად მიუთითეთ ყველა საჭირო ინფორმაცია;
- დარწმუნდით, რომ თქვენი პასპორტი მოქმედებს მინიმუმ ექვსი თვის განმავლობაში თქვენი დაგეგმილი დაბრუნების თარიღიდან;
- დამატებითი დამხმარე დოკუმენტის ქონის შემთხვევაში ისინი საკონსულოს წარუდგინეთ ნათარგმნ და დამოწმებულ მდგომარეობაში;
- ვიზაზე განაცხადი შეიტანეთ მოგზაურობამდე მინიმუმ 1 თვით ადრე, რადგან საკონსულო დიდ ტრაფიკს უმკლავდება;
- საკონსულო უფლებას იტოვებს აპლიკანტს დამატებითი დოკუმენტაცია მოსთხოვოს;
- მნიშვნელოვანია გახსოვდეთ და არ ამეტებდეთ თქვენი სავიზო კატეგორიით მონიჭებულ უფლებებსა და ვალდებულებებს;
ხშირად დასმული კითხვები
ვიზის მიღების რა შანსი მაქვს?
კონკრეტული განმცხადებლის მიერ ვიზის მიღების ალბათობის პროგნოზირება რთულია. თუმცა, აშკარაა, რომ ეს დამოკიდებულია თქვენს მჭიდრო კავშირებზე თქვენს ქვეყანასთან. ასევე მნიშვნელოვანია მიზნობრიობის მკაფიო დადასტურებაც.
სად მდებარეობს საკონსულო?
ნიგერიის საკონსულოს მისამართია: Uğur Mumcu Sk. No 56 06700 G.O.P, Ankara
იკონსული ვიზაზე გარანტიას თუ იძლევა?
სხვა პირს არ შეუძლია ჩაერიოს კონსულის გადაწყვეტილებაში ვიზის გაცემის შესახებ. ეს გადაწყვეტილება საბოლოოა. თუმცა, ჩვენი კვალიფიციური პროფესიონალები ყველაფერს გააკეთებენ იმისათვის, რომ სათანადოდ და თქვენს სასარგებლოდ მოამზადონ დოკუმენტები საკონსულოსთვის, რათა კონსულმა სრულად გაიგოს თქვენი დღევანდელი გარემოება და შესაძლებლობები, რაც გაზრდის ვიზის გაცემის ალბათობას.
ვიზის შემოწმება
რთული ჩანს? ჩვენ შეგვიძლია დახმარება
✅ პროფესიონალური მხარდაჭერა: ჩვენ ვამარტივებთ კომპლექსურ პროცესებს და ვუმკლავდებით ბიუროკრატიას.
📃 პერსონალიზებული დოკუმენტები: ჩვენ შეგიდგენთ საჭირო დოკუმენტების ჩამონათვალს, რაც მორგებული იქნება თქვენს სავიზო მოთხოვნაზე.
⏱️ დაზოგე დრო: ჩვენი ინოვაციური მიდგომა აჩქარებს სავიზო პროცესს და დაგიზოგავს თქვენს ძვირფას დროს.
❔ პასუხი ყველა კითხვაზე: ჩვენი გამოცდილი საზღვრის კვეთის აგენტები დაგეხმარებიან მიიღოთ პასუხი მოგზაურობასთან დაკავშირებით ყველა კითხვაზე.
📲 ყველა სამოგზაურო ინფორმაცია ერთ სივრცეში: ჩვენი პლატფორმაზე ერთხელ შეყვანილი ინფორმაცია ინახება და თქვენ შეძლებთ მის გამოყენებას მომავალი მოგზაურობებისას.