ტურისტული ვიზა

უკან

ფილიპინები

თარიღი: 2026-07-28

ფილიპინების ტურისტული ვიზა მსურველებს ფილიპინებში მოკლევადიანი ტურისტული ვიზიტის საშუალებას აძლევს.

როგორ გავაკეთო განაცხადი ფილიპინების ტურისტულ ვიზაზე?

ფილიპინების სავიზო აპლიკაციისთვის საჭიროა სავიზო აპლიკაციის შევსება და დოკუმენტების მოგროვება. აღსანიშნავია ისიც, რომ საკონსულოში ვიზიტი და დოკუმენტების პირადად ჩაბარება სავალდებულოა.

ჩვენ გთავაზობთ:

🔹 საბუთების დეტალური ჩამონათვალი თქვენი სამოგზაურო მიზნობრიობის შესაბამისად.

🔹 აპლიკაციის ფორმის შევსება.

🔹 თქვენ მიერ მოწოდებული დოკუმენტაციის პროფესიონალების მიერ გადახედვა.

🔹 სატელეფონო და ონლაინ მხარდაჭერა.

🔹 საკონსულოში გასაუბრებისთვის ჩაწერა და მისთვის მომზადება.

🔹 პირადი მონაცემების დაცვის უმაღლესი სტანდარტი.

რა პროცესი უნდა გავიაროთ ვიზის ასაღებად?

🔹 სააპლიკაციო ფორმის შევსება.

🔹 ინტერვიუს დაგეგმვა.

🔹 დოკუმენტების შეგროვება.

🔹 ვიზიტი საკონსულოში

🔹 პასუხი ვიზაზე

დამუშავების დრო და გადაწყვეტილება

ფილიპინების სავიზო განაცხადის დამუშავება იწყება დოკუმენტების წარდგენის მომენტიდან და მას 5-დან 7 სამუშაო დღემდე პერიოდი ესაჭიროება.

რამდენ ხნიანია ვიზის ვალიდურობა?

ტურისტული (სტიკერ) ვიზა ძირითადად სწორედ იმ პერიოდზე გაიცემა, რაც აპლიკანტს სავიზო განაცხადსა და დოკუმენტებში აქვს წარმოდგენილი.

საჭირო დოკუმენტაცია

  • სავიზო აპლიკაციის ფორმა
  • მოქმედი პასპორტი (6 თვეზე მეტი ვადით).
  • ავიაბილეთების ჯავშანი
  • განთავსების დამადასტურებელი დოკუმენტი
  • დამატებითი დოკუმენტაცია (მოწვევა, სამოტივაციო წერილი და სხვა)

რჩევები და დამატებითი ინფორმაცია

  • განაცხადში აუცილებლად მიუთითეთ ყველა საჭირო ინფორმაცია;
  • დარწმუნდით, რომ თქვენი პასპორტი მოქმედებს მინიმუმ ექვსი თვის განმავლობაში თქვენი დაგეგმილი დაბრუნების თარიღიდან;
  • დამატებითი დამხმარე დოკუმენტის ქონის შემთხვევაში ისინი საკონსულოს წარუდგინეთ ნათარგმნ და დამოწმებულ მდგომარეობაში;
  • ვიზაზე განაცხადი შეიტანეთ მოგზაურობამდე მინიმუმ 3 კვირით ადრე, რადგან საკონსულო დიდ ტრაფიკს უმკლავდება;
  • საკონსულო უფლებას იტოვებს აპლიკანტს დამატებითი დოკუმენტაცია მოსთხოვოს;
  • მნიშვნელოვანია გახსოვდეთ და არ ამეტებდეთ თქვენი სავიზო კატეგორიით მონიჭებულ უფლებებსა და ვალდებულებებს.

ხშირად დასმული კითხვები

ვიზის მიღების რა შანსი მაქვს?

კონკრეტული განმცხადებლის მიერ ვიზის მიღების ალბათობის პროგნოზირება რთულია. თუმცა, აშკარაა, რომ ეს დამოკიდებულია თქვენს სოციალურ და ეკონომიკურ კავშირებზე თქვენს ქვეყანასთან. ასევე მნიშვნელოვანია მიზნობრიობის მკაფიო დადასტურებაც.

იკონსული ვიზაზე გარანტიას თუ იძლევა?

სხვა პირს არ შეუძლია ჩაერიოს კონსულის გადაწყვეტილებაში ვიზის გაცემის შესახებ. ეს გადაწყვეტილება საბოლოოა. თუმცა, ჩვენი კვალიფიციური პროფესიონალები ყველაფერს გააკეთებენ იმისათვის, რომ სათანადოდ და თქვენს სასარგებლოდ მოამზადონ დოკუმენტები საკონსულოსთვის, რათა კონსულმა სრულად გაიგოს თქვენი დღევანდელი გარემოება და შესაძლებლობები, რაც გაზრდის ვიზის გაცემის ალბათობას.

სად არის ფილიპინების საკონსულო?

საკონსულოს მისამართია: თაყაიშვილის ქ. 9, თბილისი, საქართველო.

ვიზის შემოწმება

რთული ჩანს? ჩვენ შეგვიძლია დახმარება

✅ პროფესიონალური მხარდაჭერა: ჩვენ ვამარტივებთ კომპლექსურ პროცესებს და ვუმკლავდებით ბიუროკრატიას.

📃 პერსონალიზებული დოკუმენტები: ჩვენ შეგიდგენთ საჭირო დოკუმენტების ჩამონათვალს, რაც მორგებული იქნება თქვენს სავიზო მოთხოვნაზე.

⏱️ დაზოგე დრო: ჩვენი ინოვაციური მიდგომა აჩქარებს სავიზო პროცესს და დაგიზოგავს თქვენს ძვირფას დროს.

❔ პასუხი ყველა კითხვაზე: ჩვენი გამოცდილი საზღვრის კვეთის აგენტები დაგეხმარებიან მიიღოთ პასუხი მოგზაურობასთან დაკავშირებით ყველა კითხვაზე.

📲 ყველა სამოგზაურო ინფორმაცია ერთ სივრცეში: ჩვენი პლატფორმაზე ერთხელ შეყვანილი ინფორმაცია ინახება და თქვენ შეძლებთ მის გამოყენებას მომავალი მოგზაურობებისას.