ტურისტული ვიზა

უკან

სამხრეთ კორეა

თარიღი: 2026-07-27

სამხრეთ კორეის მოკლევადიანი ერთჯერადი ვიზა (C-3) გაიცემა ისეთი მიზნებისთვის, როგორიცაა მოკლევადიანი საქმიანი ვიზიტი, კონფერენციაზე დასწრება, სამედიცინო მიზნით ვიზიტი, ტრენინგ კურსის გავლა, ნათესავების/ნაცნობების მონახულება, ტურიზმი და სხვა.

როგორ გავაკეთო განაცხადი სამხრეთ კორეის ტურისტულ ვიზაზე?

სამხრეთ კორეის ტურისტული ვიზისთვის გასაუბრებაზე ჩაწერა წინასწარ არ ხდება. საკონსულოში მიღება ხდება ყოველ სამშაბათსა და ხუთშაბათს, დილის 10:00-დან 12:00 საათამდე. სანამ გასაუბრებაზე მიხვალთ, უნდა შეაგროვოთ ყველა საჭირო დოკუმენტი თქვენი მოგზაურობის მიზნის მიხედვით, შეავსოთ სავიზო აპლიკაცია და მოკლედ, წერილობით აღწეროთ, რას აპირებთ მოინახულოთ სამხრეთ კორეაში.

ჩვენ გთავაზობთ:

🔹 საბუთების დეტალური ჩამონათვალი თქვენი სამოგზაურო მიზნობრიობის შესაბამისად.

🔹 აპლიკაციის ფორმის შევსება.

🔹 თქვენ მიერ მოწოდებული დოკუმენტაციის პროფესიონალების მიერ გადახედვა.

🔹 სატელეფონო და ონლაინ მხარდაჭერა.

🔹 პირადი მონაცემების დაცვის უმაღლესი სტანდარტი.

დამუშავების დრო და გადაწყვეტილება

სავიზო გადაწყვეტილების მიღება საშუალოდ 15 კალენდარული დღის მანძილზე ხდება. პასუხის გადამოწმება ონლაინ ხდება. სტატუსის გადასამოწმებლად ეწვიეთ ვებგვერდს. შემდეგ აირჩიეთ check application status და შეიყვანეთ მოთხოვნილი მონაცემები.


რამდენ ხნიანია ვიზის ვალიდურობა?

სამხრეთ კორეის ტურისტული ვიზა არის ერთჯერადი შესვლის ვიზა, რომელიც გაიცემა მაქსიმუმ 90 დღის ვადით. თქვენ შეგიძლიათ აირჩიოთ თარიღი თუ როდიდან იქნება თქვენი ვიზა აქტიური.

საჭირო დოკუმენტაცია

  • პასპორტი (6 თვეზე მეტი ვალიდურობით).
  • სააპლიკაციო ფორმა (eForm).
  • ბილეთი (ჯავშანი ან ორიგინალი).
  • სასტუმროს ჯავშანი.
  • სამოგზაურო გეგმა.
  • ცნობა სამსახურიდან თანამდებობის და ხელფასის მითითებით (ინგლისურ ენაზე).
  • ფინანსური უზრუნველყოფის დამადასტურებელი დოკუმენტი (ცნობა საკრედიტო ბარათისა და საბანკო ანგარიშის შესახებ, მინიმუმ – 3000 USD).
  • სავიზო მოსაკრებელი.

რჩევები და დამატებითი ინფორმაცია

  • დოკუმენტები უნდა იყოს მოქმედი განაცხადის დროს და წარდგენილი უნდა იყოს მათი გაცემის დღიდან არაუგვიანეს სამი თვის განმავლობაში.
  • განცხადების მიღების დროს წარდგენილი ნებისმიერი დოკუმენტი განმცხადებელს არ უბრუნდება, გარდა მისი პასპორტისა.
  • განმცხადებელს შეიძლება მოეთხოვოს დამატებითი დოკუმენტების წარდგენა.
  • იყავით გულწრფელი და ზუსტი თქვენს განაცხადში და მოერიდეთ ცრუ ინფორმაციის მიწოდებას.
  • ვიზის მოქმედების ვადა სამი თვეა. მოქმედების ვადის გაგრძელება შეუძლებელია.

ხშირად დასმული კითხვები

ვიზის მიღების რა შანსი მაქვს?

კონკრეტული განმცხადებლის მიერ ვიზის მიღების ალბათობის პროგნოზირება რთულია. თუმცა, აშკარაა, რომ ეს დამოკიდებულია თქვენს სოციალურ და ეკონომიკურ კავშირებზე თქვენს ქვეყანასთან. ასევე მნიშვნელოვანია მიზნობრიობის მკაფიო დადასტურებაც.

იკონსული ვიზაზე გარანტიას თუ იძლევა?

სხვა პირს არ შეუძლია ჩაერიოს კონსულის გადაწყვეტილებაში ვიზის გაცემის შესახებ. ეს გადაწყვეტილება საბოლოოა. თუმცა, ჩვენი კვალიფიციური პროფესიონალები ყველაფერს გააკეთებენ იმისათვის, რომ სათანადოდ და თქვენს სასარგებლოდ მოამზადონ დოკუმენტები საკონსულოსთვის, რათა კონსულმა სრულად გაიგოს თქვენი დღევანდელი გარემოება და შესაძლებლობები, რაც გაზრდის ვიზის გაცემის ალბათობას.

სად მდებარეობს საკონსულო?

ქ. თბილისი, ილია ჭავჭავაძის გამზირი 64ბ, 0162; ოფისი მდებარეობს ბიზნესცენტრის შენობაში, Hilton Garden Inn Tbilisi Chavchavadze-ის გვერდით, შენობის მე-15 სართულზე

ვიზის შემოწმება

რთული ჩანს? ჩვენ შეგვიძლია დახმარება

✅ პროფესიონალური მხარდაჭერა: ჩვენ ვამარტივებთ კომპლექსურ პროცესებს და ვუმკლავდებით ბიუროკრატიას.

📃 პერსონალიზებული დოკუმენტები: ჩვენ შეგიდგენთ საჭირო დოკუმენტების ჩამონათვალს, რაც მორგებული იქნება თქვენს სავიზო მოთხოვნაზე.

⏱️ დაზოგე დრო: ჩვენი ინოვაციური მიდგომა აჩქარებს სავიზო პროცესს და დაგიზოგავს თქვენს ძვირფას დროს.

❔ პასუხი ყველა კითხვაზე: ჩვენი გამოცდილი საზღვრის კვეთის აგენტები დაგეხმარებიან მიიღოთ პასუხი მოგზაურობასთან დაკავშირებით ყველა კითხვაზე.

📲 ყველა სამოგზაურო ინფორმაცია ერთ სივრცეში: ჩვენი პლატფორმაზე ერთხელ შეყვანილი ინფორმაცია ინახება და თქვენ შეძლებთ მის გამოყენებას მომავალი მოგზაურობებისას.