ტურისტული ვიზა

უკან

საუდის არაბეთი

თარიღი: 2026-07-28

საქართველოს მოქალაქეებისათვის საუდის არაბეთში გასამგზავრებლად ვიზის აღების ორი გზა არსებობს.

1.Visa on arrival

საქართველოს მოქალაქეებს შეუძლიათ საუდიში, აეროპორტშივე აიღონ ვიზა და შეიძინონ დაზღვევა იმ შემთხვევაში თუ ფლობენ შენგენის ან ამერიკის მოქმედ ვიზას.

2.ელექტრონული ვიზა

საუდის არაბეთის ელექტრონული ვიზის პროცესი სრულიად ონლაინ მიმდინარებს და იგი მსურველს ქვეყანაში მოკლევადიანი ვიზიტის საშუალებას აძლევს.

როგორ გავაკეთო განაცხადი საუდის არაბეთი ტურისტულ ვიზაზე?

ელექტრონულ ვიზაზე განაცხადი კეთდება საუდის არაბეთის მთავრობის მიერ გამოყოფილ ვებ.გვერდზე. მოცემულ ვებ.გვერდზე ივსება სავიზო განაცხადი და იტვირთება დოკუმენტაციაც. არსებულ პლატფორმაზევეა შესაძლებელი სავიზო მოსაკრებლის გადახდა.

ჩვენ გთავაზობთ:

🔹 საბუთების დეტალური ჩამონათვალი თქვენი სამოგზაურო მიზნობრიობის შესაბამისად.

🔹 აპლიკაციის ფორმის შევსება.

🔹 თქვენ მიერ მოწოდებული დოკუმენტაციის პროფესიონალების მიერ გადახედვა.

🔹 სატელეფონო და ონლაინ მხარდაჭერა.

🔹 სავიზო მოსაკრებლის გადახდა

🔹 პირადი მონაცემების დაცვის უმაღლესი სტანდარტი.

რა პროცესი უნდა გავიაროთ ვიზის ასაღებად?

აპლიკაციის დადასტურებამდე აპლიკანტის მხრიდან შემდეგი ნაბიჯების გავლაა საჭირო:

🔹 საჭირო დოკუმენტაციის შეგროვება და სავიზო ფორმის შევსება.

🔹 დოკუმენტაციის ატვირთვა.

🔹 სავიზო მოსაკრებლის გადახდა.

🔹 პასუხი ვიზაზე

დამუშავების დრო და გადაწყვეტილება

საუდის არაბეთის სავიზო განაცხადის დამუშავება იწყება აპლიკაციის დადასტურების მომენტიდან და მას 2 დღემდე პერიოდი ესაჭიროება.

რამდენ ხნიანია ვიზის ვალიდურობა?

ტურისტული ელექტრონული ვიზა ძირითადად გაიცემა 1 ან 3 თვის ვალიდურობით და იგი აპლიკანტს ქვეყანაში ერთხელ ან მრავალჯერ შესვლის უფლებას ანიჭებს.

საჭირო დოკუმენტაცია

  • პასპორტი (6 თვეზე მეტი ვადით).
  • ავიაბილეთების ჯავშანი.
  • განთავსების დამადასტურებელი დოკუმენტი.
  • ნასამართლობის ცნობა.
  • დამატებითი დოკუმენტაცია (მოწვევა, სამოტივაციო წერილი და ა.შ).

რჩევები და დამატებითი ინფორმაცია

  • განაცხადში აუცილებლად მიუთითეთ ყველა საჭირო ინფორმაცია.
  • დარწმუნდით, რომ თქვენი პასპორტი მოქმედებს მინიმუმ ექვსი თვის განმავლობაში თქვენი დაგეგმილი დაბრუნების თარიღიდან.
  • დამატებითი დამხმარე დოკუმენტის ქონის შემთხვევაში ისინი საკონსულოს წარუდგინეთ ნათარგმნ და დამოწმებულ მდგომარეობაში.
  • ვიზაზე განაცხადი შეიტანეთ მოგზაურობამდე მინიმუმ 1 თვით ადრე, რადგან საკონსულო დიდ ტრაფიკს უმკლავდება.
  • საკონსულო უფლებას იტოვებს აპლიკანტს დამატებითი დოკუმენტაცია მოსთხოვოს.
  • მნიშვნელოვანია გახსოვდეთ და არ ამეტებდეთ თქვენი სავიზო კატეგორიით მონიჭებულ უფლებებსა და ვალდებულებებს.

ხშირად დასმული კითხვები

ვიზის მიღების რა შანსი მაქვს?

კონკრეტული განმცხადებლის მიერ ვიზის მიღების ალბათობის პროგნოზირება რთულია. თუმცა, აშკარაა, რომ ეს დამოკიდებულია თქვენს სოციალურ და ეკონომიკურ კავშირებზე თქვენს ქვეყანასთან. ასევე მნიშვნელოვანია მიზნობრიობის მკაფიო დადასტურებაც.

იკონსული ვიზაზე გარანტიას თუ იძლევა?

სხვა პირს არ შეუძლია ჩაერიოს კონსულის გადაწყვეტილებაში ვიზის გაცემის შესახებ. ეს გადაწყვეტილება საბოლოოა. თუმცა, ჩვენი კვალიფიციური პროფესიონალები ყველაფერს გააკეთებენ იმისათვის, რომ სათანადოდ და თქვენს სასარგებლოდ მოამზადონ დოკუმენტები საკონსულოსთვის, რათა კონსულმა სრულად გაიგოს თქვენი დღევანდელი გარემოება და შესაძლებლობები, რაც გაზრდის ვიზის გაცემის ალბათობას.

როგორ გადავამოწმო ვიზის პასუხი?

https://visa.visitsaudi.com/Registration/Verify – ვიზის სტატუსის გადამოწმება შეგიძლიათ მოცემულ ლინკზე თქვენი ინფორმაციით.

ვიზის შემოწმება

რთული ჩანს? ჩვენ შეგვიძლია დახმარება

✅ პროფესიონალური მხარდაჭერა: ჩვენ ვამარტივებთ კომპლექსურ პროცესებს და ვუმკლავდებით ბიუროკრატიას.

📃 პერსონალიზებული დოკუმენტები: ჩვენ შეგიდგენთ საჭირო დოკუმენტების ჩამონათვალს, რაც მორგებული იქნება თქვენს სავიზო მოთხოვნაზე.

⏱️ დაზოგე დრო: ჩვენი ინოვაციური მიდგომა აჩქარებს სავიზო პროცესს და დაგიზოგავს თქვენს ძვირფას დროს.

❔ პასუხი ყველა კითხვაზე: ჩვენი გამოცდილი საზღვრის კვეთის აგენტები დაგეხმარებიან მიიღოთ პასუხი მოგზაურობასთან დაკავშირებით ყველა კითხვაზე.

📲 ყველა სამოგზაურო ინფორმაცია ერთ სივრცეში: ჩვენი პლატფორმაზე ერთხელ შეყვანილი ინფორმაცია ინახება და თქვენ შეძლებთ მის გამოყენებას მომავალი მოგზაურობებისას.