
სანტ მარტინის ტურისტული ვიზა მსურველს სანტ მარტინაში მოკლევადიანი ტურისტული ვიზიტის საშუალებას აძლევს.
როგორ გავაკეთო განაცხადი ტურისტულ ვიზაზე?
სან მარტინის სავიზო განაცხადზე გადაწყვეტილებას საქართველოში არსებული ნიდერლანდების საკონსულო იღებს. სავიზო აპლიკაციის შევსების, საჭირო დოკუმენტების შეგროვებისა და საკონსულოში ვიზიტის ჩანიშვნის შემდეგ, გასაუბრებაზე პირადად ვიზიტი აუცილებელია.
ჩვენ გთავაზობთ:
🔹 საბუთების დეტალური ჩამონათვალი თქვენი სამოგზაურო მიზნობრიობის შესაბამისად.
🔹 აპლიკაციის ფორმის შევსება.
🔹 თქვენ მიერ მოწოდებული დოკუმენტაციის პროფესიონალების მიერ გადახედვა.
🔹 სატელეფონო და ონლაინ მხარდაჭერა.
🔹 საკონსულოში გასაუბრებისთვის ჩაწერას და მისთვის მომზადება.
🔹 სავიზო მოსაკრებლის გადახდა (ხდება საკონსულოს ტერიტორიაზევე).
🔹 პირადი მონაცემების დაცვის უმაღლესი სტანდარტი.
რა პროცესი უნდა გავიაროთ ვიზის ასაღებად?
🔹 საჭირო დოკუმენტაციის შეგროვება და სავიზო ფორმის შევსება.
🔹 ინტერვიუს დაგეგმვა: საკონსულოსთან დაკავშირება და ვიზიტის დღის ჩანიშვნა.
🔹 ვიზიტი საკონსულოში.
🔹 პასუხი ვიზაზე
დამუშავების დრო და გადაწყვეტილება
სანტ მარტინის სავიზო განაცხადის დამუშავება იწყება დოკუმენტების წარდგენის მომენტიდან და მას 15 სამუშაო დღემდე პერიოდი ესაჭიროება.
რამდენ ხნიანია ვიზის ვალიდურობა?
ტურისტული (სტიკერ) ვიზა ძირითადად სწორედ იმ პერიოდზე გაიცემა, რაც აპლიკანტს სავიზო განაცხადსა და დოკუმენტებში აქვს წარმოდგენილი.
ზოგადად ვიზა პირს საშუალებას აძლევს სანტ მარტინაში მინიმუმ 90 დღის ვადით დარჩეს, მაგრამ, მოცემული სრულად კონსულის გადაწყვეტილებაზეა დამოკიდებული.
საჭირო დოკუმენტაცია
- საკონსულოში ჯავშნის დამადასტურებელი საბუთი
- სავიზო აპლიკაციის ფორმა
- პასპორტი (6 თვეზე მეტი ვადით).
- ავიაბილეთების ჯავშანი.
- განთავსების დამადასტურებელი დოკუმენტი.
- ნასამართლობის ცნობა.
- ფინანსური დოკუმენტები.
- დამატებითი დოკუმენტაცია (მოწვევა, დღის წესრიგი და სხვა).
რჩევები და დამატებითი ინფორმაცია
- განაცხადში აუცილებლად მიუთითეთ ყველა საჭირო ინფორმაცია.
- დარწმუნდით, რომ თქვენი პასპორტი მოქმედებს მინიმუმ ექვსი თვის განმავლობაში თქვენი დაგეგმილი დაბრუნების თარიღიდან.
- დამატებითი დამხმარე დოკუმენტის ქონის შემთხვევაში ისინი საკონსულოს წარუდგინეთ ნათარგმნ და დამოწმებულ მდგომარეობაში.
- ვიზაზე განაცხადი შეიტანეთ მოგზაურობამდე მინიმუმ 2 თვით ადრე, რადგან საკონსულო დიდ ტრაფიკს უმკლავდება.
- საკონსულო უფლებას იტოვებს აპლიკანტს დამატებითი დოკუმენტაცია მოსთხოვოს.
- მნიშვნელოვანია გახსოვდეთ და არ ამეტებდეთ თქვენი სავიზო კატეგორიით მონიჭებულ უფლებებსა და ვალდებულებებს.
ხშირად დასმული კითხვები
ვიზის მიღების რა შანსი მაქვს?
კონკრეტული განმცხადებლის მიერ ვიზის მიღების ალბათობის პროგნოზირება რთულია. თუმცა, აშკარაა, რომ ეს დამოკიდებულია თქვენს სოციალურ და ეკონომიკურ კავშირებზე თქვენს ქვეყანასთან. ასევე მნიშვნელოვანია მიზნობრიობის მკაფიო დადასტურებაც.
იკონსული ვიზაზე გარანტიას თუ იძლევა?
სხვა პირს არ შეუძლია ჩაერიოს კონსულის გადაწყვეტილებაში ვიზის გაცემის შესახებ. ეს გადაწყვეტილება საბოლოოა. თუმცა, ჩვენი კვალიფიციური პროფესიონალები ყველაფერს გააკეთებენ იმისათვის, რომ სათანადოდ და თქვენს სასარგებლოდ მოამზადონ დოკუმენტები საკონსულოსთვის, რათა კონსულმა სრულად გაიგოს თქვენი დღევანდელი გარემოება და შესაძლებლობები, რაც გაზრდის ვიზის გაცემის ალბათობას.
სად მდებარეობს ნიდერლანდების საკონსულო?
საკონსულოს მისამართია: Pixelcenter | 34 Ilia Chavchavadze Avenue
ვიზიტორების შესასვლელი – Didim Mirtskhulava Street | 0179 Tbilisi, Georgia
ვიზის შემოწმება
რთული ჩანს? ჩვენ შეგვიძლია დახმარება
✅ პროფესიონალური მხარდაჭერა: ჩვენ ვამარტივებთ კომპლექსურ პროცესებს და ვუმკლავდებით ბიუროკრატიას.
📃 პერსონალიზებული დოკუმენტები: ჩვენ შეგიდგენთ საჭირო დოკუმენტების ჩამონათვალს, რაც მორგებული იქნება თქვენს სავიზო მოთხოვნაზე.
⏱️ დაზოგე დრო: ჩვენი ინოვაციური მიდგომა აჩქარებს სავიზო პროცესს და დაგიზოგავს თქვენს ძვირფას დროს.
❔ პასუხი ყველა კითხვაზე: ჩვენი გამოცდილი საზღვრის კვეთის აგენტები დაგეხმარებიან მიიღოთ პასუხი მოგზაურობასთან დაკავშირებით ყველა კითხვაზე.
📲 ყველა სამოგზაურო ინფორმაცია ერთ სივრცეში: ჩვენი პლატფორმაზე ერთხელ შეყვანილი ინფორმაცია ინახება და თქვენ შეძლებთ მის გამოყენებას მომავალი მოგზაურობებისას.