
ტაივანის ტურისტული ვიზა მსურველს ტაივანში მოკლევადიანი ტურისტული ვიზიტის საშუალებას აძლევს.
როგორ გავაკეთო განაცხადი ტურისტულ ვიზაზე?
საქართველოს მოქალაქეთათვის ტაივანის ვიზაზე განაცხადის გაკეთების 2 გზა არსებობს:
1. თურქეთში, ანკარაში არსებულ საკონსულოში ვიზიტი და 2. დისტანციური პროცესი, იკონსულის წარმომადგენლის დახმარებით.
განაცხადის პირადად გაკეთება
ტაივანის სავიზო განაცხადის პირადად გასაკეთებლად საჭიროა სავიზო აპლიკაციის შევსება, დოკუმენტების მოწესრიგება და ტაივანის საკონსულოსთვის მიმართვა და ვიზიტის დაჯავშნაა.
თუ განაცხადს აკეთებთ თურქეთში არსებული წარმომადგენლის გავლით:
აღნიშნულ შემთხვევაში აპლიკანტის მაგივრად საკონსულოსთან მიმართვას აკეთებს მინდობილი პირი / წარმომადგენელი, რომელსაც დოკუმენტაცია საკურიერო სერვისით მიეწოდება. წარმომადგენელი თავად შეავსებს სავიზო აპლიკაციის ფორმას და თქვენს მიერ მიწოდებულ დოკუმენტებთან ერთად ეწვევა საკონსულოს დოკუმენტაციის ჩასაბარებლად.
ჩვენ გთავაზობთ:
🔹 საბუთების დეტალური ჩამონათვალი თქვენი სამოგზაურო მიზნობრიობის შესაბამისად.
🔹 აპლიკაციის ფორმის შევსება.
🔹 თქვენ მიერ მოწოდებული დოკუმენტაციის პროფესიონალების მიერ გადახედვა.
🔹 სატელეფონო და ონლაინ მხარდაჭერა.
🔹 საკონსულოში გასაუბრებისთვის ჩაწერა და მისთვის მომზადება.
🔹 სავიზო მოსაკრებლის გადარიცხვა (თურქეთის შემთხვევაში).
🔹 წარმომადგენლის მომსახურება თურქეთში, ანკარაში.
🔹 პირადი მონაცემების დაცვის უმაღლესი სტანდარტი.
რა პროცესი უნდა გავიაროთ ვიზის ასაღებად?
განაცხადის გასაკეთებლად შემდეგი ნაბიჯების გავლაა აუცილებელი:
🔹 სააპლიკაციო ფორმის შევსება.
🔹 საკონსულოში ვიზიტის დაგეგმვა.
🔹 საჭირო დოკუმენტების შეგროვება
🔹 სავიზო მოსაკრებლის გადარიცხვა.
🔹 საკონსულოში ვიზიტი.
🔹 პასუხი ვიზაზე.
დამუშავების დრო და გადაწყვეტილება
ტაივანის სავიზო განაცხადის დამუშავება იწყება დოკუმენტების წარდგენის მომენტიდან და მას 7 დღემდე პერიოდი ესაჭიროება. იმ შემთხვევაში, თუ აპლიკაცია არ შეგაქვთ პირადად – მოცემულ პერიოდს ემატება დოკუმენტაციის გაგზავნასა და დაბრუნებაში დახარჯული დრო.
რამდენ ხნიანია ვიზის ვალიდურობა?
ვიზა ვალიდურია 3 თვის განმავლობაში, აქედან ერთჯერადად შესვლისა და 45 დღემდე დარჩენის უფლებით.
საჭირო დოკუმენტაცია
- საკონსულოში ჯავშნის დამადასტურებელი საბუთი.
- სავიზო აპლიკაციის ფორმა.
- მოქმედი პასპორტი (6 თვეზე მეტი ვადით).
- ავიაბილეთების ჯავშანი.
- განთავსების დამადასტურებელი დოკუმენტი.
- სამსახურის ცნობა.
- დამატებითი დოკუმენტაცია (მოწვევა, სამოტივაციო წერილი და სხვა).
რჩევები და დამატებითი ინფორმაცია
- განაცხადში აუცილებლად მიუთითეთ ყველა საჭირო ინფორმაცია;
- დარწმუნდით, რომ თქვენი პასპორტი მოქმედებს მინიმუმ ექვსი თვის განმავლობაში თქვენი დაგეგმილი დაბრუნების თარიღიდან;
- დამატებითი დამხმარე დოკუმენტის ქონის შემთხვევაში ისინი საკონსულოს წარუდგინეთ ნათარგმნ და დამოწმებულ მდგომარეობაში;
- ვიზაზე განაცხადი შეიტანეთ მოგზაურობამდე მინიმუმ 30 დღით ადრე, რათა თავიდან აიცილოთ შესაძლო გართულებები;
- საკონსულო უფლებას იტოვებს აპლიკანტს დამატებითი დოკუმენტაცია მოსთხოვოს;
- მნიშვნელოვანია გახსოვდეთ და არ ამეტებდეთ თქვენი სავიზო კატეგორიით მონიჭებულ უფლებებსა და ვალდებულებებს.
ვიზის შემოწმება
რთული ჩანს? ჩვენ შეგვიძლია დახმარება
✅ პროფესიონალური მხარდაჭერა: ჩვენ ვამარტივებთ კომპლექსურ პროცესებს და ვუმკლავდებით ბიუროკრატიას.
📃 პერსონალიზებული დოკუმენტები: ჩვენ შეგიდგენთ საჭირო დოკუმენტების ჩამონათვალს, რაც მორგებული იქნება თქვენს სავიზო მოთხოვნაზე.
⏱️ დაზოგე დრო: ჩვენი ინოვაციური მიდგომა აჩქარებს სავიზო პროცესს და დაგიზოგავს თქვენს ძვირფას დროს.
❔ პასუხი ყველა კითხვაზე: ჩვენი გამოცდილი საზღვრის კვეთის აგენტები დაგეხმარებიან მიიღოთ პასუხი მოგზაურობასთან დაკავშირებით ყველა კითხვაზე.
📲 ყველა სამოგზაურო ინფორმაცია ერთ სივრცეში: ჩვენი პლატფორმაზე ერთხელ შეყვანილი ინფორმაცია ინახება და თქვენ შეძლებთ მის გამოყენებას მომავალი მოგზაურობებისას.