ტურისტული ვიზა

უკან

ვიეტნამი

თარიღი: 2026-07-27

ვიეტნამის ელექტრონული ვიზა ინდივიდს ვიეტნამის ტერიტორიაზე მოკლევადიანი ვიზიტის საშუალებას აძლევს. იქნება ეს ტურისტული, თუ ბიზნეს მიზნობრიობით.

როგორ გავაკეთო განაცხადი ე-ვიზაზე?

ჩვენ გთავაზობთ

🔹 საბუთების დეტალური ჩამონათვალი თქვენი სამოგზაურო მიზნობრიობის შესაბამისად.

🔹 ელექტრონული ვიზის აპლიკაციის ფორმის შევსება.

🔹 მოწოდებული დოკუმენტაციის გადახედვა პროფესიონალების მიერ.

🔹 სატელეფონო და ონლაინ მხარდაჭერა.

🔹 სასაზღვრო კონტროლის წესების გადამოწმება და მასთან დაკავშირებული რჩევების გაცემა.

🔹 პირადი მონაცემების დაცვის უმაღლესი სტანდარტი.

რა პროცესი უნდა გავიაროთ ე-ვიზის ასაღებად?

განაცხადის გასაკეთებლად შემდეგი ნაბიჯების გავლაა აუცილებელი:

🔹 სავიზო აპლიკაციის შევსება.

🔹 საჭირო დოკუმენტების მოგროვება და ატვირთვა,

🔹 სავიზო მოსაკრებლის გადახდა.

🔹 პასუხი ვიზაზე.

დამუშავების დრო და გადაწყვეტილება

ვიეტნამის ელექტრონული ვიზის განაცხადის დამუშავება იწყება დოკუმენტების ატვირთვის მომენტიდან და მას 3-დან 5 დღემდე პერიოდი ესაჭიროება.

რამდენ ხნიანია ე-ვიზის ვალიდურობა?

ე-ვიზა ძირითადად 30 დღიანი ვალიდურობით გაიცემა და იგი აპლიკანტს ქვეყანაში ერთჯერადი ან მრავალჯერადი შესვლის უფლებას აძლევს.

საჭირო დოკუმენტაცია

  • პასპორტი (6 თვეზე მეტი ვადით)
  • ავიაბილეთების ჯავშანი
  • განთავსების დამადასტურებელი დოკუმენტი
  • ფოტოსურათი 4X6

რჩევები და დამატებითი ინფორმაცია

  • განაცხადში აუცილებლად მიუთითეთ ყველა საჭირო ინფორმაცია.
  • დარწმუნდით, რომ თქვენი პასპორტი მოქმედებს მინიმუმ ექვსი თვის განმავლობაში თქვენი დაგეგმილი დაბრუნების თარიღიდან.
  • დარწმუნდით, რომ თქვენს დამხმარე ვიზას თქვენი ვიეტნამიდან დაბრუნებისას მინიმუმ 90 დღე ექნება ვადა.
  • ვიზაზე განაცხადი შეტანა რეკომენდებულია მოგზაურობამდე მინიმუმ 10 დღით ადრე.
  • მნიშვნელოვანია გვახსოვდეს და არ ამეტებდეთ თქვენი სავიზო კატეგორიით მონიჭებულ უფლებებსა და ვალდებულებებს.

ხშირად დასმული კითხვები

ვიზის მიღების რა შანსი მაქვს?

კონკრეტული განმცხადებლის მიერ ვიზის მიღების ალბათობის პროგნოზირება რთულია. თუმცა, აშკარაა, რომ ეს დამოკიდებულია თქვენს სოციალურ და ეკონომიკურ კავშირებზე თქვენს ქვეყანასთან. ასევე მნიშვნელოვანია მიზნობრიობის მკაფიო დადასტურებაც.

იკონსული ვიეტნამის ვიზაზე გარანტიას თუ იძლევა?

სხვა პირს არ შეუძლია ჩაერიოს გადაწყვეტილებაში ვიზის გაცემის შესახებ; ეს გადაწყვეტილება საბოლოოა. თუმცა, ჩვენი კვალიფიციური პროფესიონალები ყველაფერს გააკეთებენ იმისათვის, რომ სათანადოდ და თქვენს სასარგებლოდ მოამზადონ დოკუმენტები საკონსულოსთვის, რათა კონსულმა სრულად გაიგოს თქვენი დღევანდელი გარემოება და შესაძლებლობები, რაც გაზრდის ვიზის მოცემის ალბათობას.

რა ვადებში ხდება ვიზის გაცემა?

ვიზა გაიცემა 3-5 სამუშაო დღემდე შუალედში

ვიზის შემოწმება

რთული ჩანს? ჩვენ შეგვიძლია დახმარება

✅ პროფესიონალური მხარდაჭერა: ჩვენ ვამარტივებთ კომპლექსურ პროცესებს და ვუმკლავდებით ბიუროკრატიას.

📃 პერსონალიზებული დოკუმენტები: ჩვენ შეგიდგენთ საჭირო დოკუმენტების ჩამონათვალს, რაც მორგებული იქნება თქვენს სავიზო მოთხოვნაზე.

⏱️ დაზოგე დრო: ჩვენი ინოვაციური მიდგომა აჩქარებს სავიზო პროცესს და დაგიზოგავს თქვენს ძვირფას დროს.

❔ პასუხი ყველა კითხვაზე: ჩვენი გამოცდილი საზღვრის კვეთის აგენტები დაგეხმარებიან მიიღოთ პასუხი მოგზაურობასთან დაკავშირებით ყველა კითხვაზე.

📲 ყველა სამოგზაურო ინფორმაცია ერთ სივრცეში: ჩვენი პლატფორმაზე ერთხელ შეყვანილი ინფორმაცია ინახება და თქვენ შეძლებთ მის გამოყენებას მომავალი მოგზაურობებისას.