ე-ვიზა: ახალი დოკუმენტი ბრიტანეთის რეზიდენტებისთვის

უკან
თარიღი: 5/12/2024
დიდი ბრიტანეთი

ბრიტანეთში რეზიდენტობის უფლების დადასტურება ახლა უკვე ე-ვიზით, იგივე საემიგრაციო სტატუსის ელექტრონული დასტურითაა შესაძლებელი. ეს არის UKVI-ის მიერ შემუშავებული ციფრული საემიგრაციო სისტემა, რომელიც მგზავრების მონაცემებს ონლაინ ფორმატში ინახავს და უზრუნველყოფს სწრაფ, მარტივ და უსაფრთხო წვდომას.

აღსანიშნავია, რომ არსებული ე-ვიზა, გათვლილია მხოლოდ საემიგრაციო მიზნებისთვის და იგი წარმოადგენს დამატებით ციფრულ, სამოგზაურო დოკუმენტაციას.

რა არის ე-ვიზა?

ე-ვიზა საემიგრაციო სტატუსის დამადასტურებელი ონლაინ დოკუმენტია, რომელიც შეიცავს ინფორმაციას ჩვენი რეზიდენტობის სტატუსისა და ქვეყანაში დარჩენის ვადების შესახებ. რომლის მისაღებადაც UKVI-ის პლატფორმაზე რეგისტრაციაა საჭირო.

ე-ვიზა პასპორტებთანაა დაკავშირებული, ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ UKVI-ის ანგარიშზე პასპორტის სწორი მონაცემები იყოს შეყვანილი. გასათვალისწინებელია ის ფაქტიც, რომ ფიზიკური დოკუმენტების შეცვლა ან განახლება არანაირ ზემოქმედებას არ მოახდენს ე-ვიზაზე.

საყურადღებოა ისიც, რომ 2024 წლის ბოლომდე მგზავრობისას ე-ვიზასთან ერთად თან უნდა ვიქონიოთ ფიზიკური BRP დოკუმენტიც, იქამდე სანამ მას მოქმედების ვადა გაუვა.

ე-ვიზის დადებითი მხარეები

იმასთან ერთად, რომ ე-ვიზის დახმარებით ფიზიკური დოკუმენტების ტარება თან აღარ მოგვიწევს მას არაერთი დადებითი თვისება გააჩნია. ელეტრონული ფორმა თავიდან გვარიდებს დოკუმენტის მოპარვის ან დაკარგვის საშიშროებებს. ჩვენი საემიგრაციო სტატუსის მესამე პირისთვის გაზიარება კი ძალიან მარტივად, ერთჯერადი QR კოდის დახმარებით ხდება. გაციფრულებასთან ერთად გამარტივდა და აჩქარდა საზღვრის კვეთის დრო და მექანიზმებიც.

UKVI და ე-ვიზა

როგორც უკვე აღვნიშნეთ, საემიგრაციო სტატუსის ელექტრონული დასტურის წვდომისთვის საჭიროა გვქონდეს UKVI-ის ანგარიში, სადაც მოცემული იქნება ინფორმაცია ჩვენი რეზიდენტობის სტატუსისა და ქვეყანაში დარჩენის უფლებების შესახებ. UKVI-ის ანგარიშის შექმნა უფასოა.

UKVI, ე-ვიზა და პასპორტი ერთმანეთთან არიან დაკავშირებული, სწორედ ამიტომ, მნიშვნელოვანია, რომ ნებისმიერი შეცდომის დაფიქსირების შემთხვევაში, მივმართოთ სპეციალურ ორგანოებს, რათა გამოვასწოროთ აღნიშნული დარღვევევბი და საზღვრის კვეთის დროს შესაძლო შეფერხებები ავიცილოთ თავიდან.

მნიშვნელოვანია, რომ UKVI-ის პროფილი შეიცავდეს განახლებულ ინფორმაციას ჩვენი პასპორტის, ID ბარათისა და საკონტაქტო დეტალების შესახებ.

როგორ ავიღო ე-ვიზა ?

BRP-ის ფლობის შემთხვევაში:

შენ შეგიძლია BRP-ის დახმარებით დარეგისტრირდე UKVI-ზე და შექმნა პროფილი, რის შედეგადაც მიიღებ წვდომას ე-ვიზაზე. იმის გამო, რომ BRP-ის უმრავლესობას ვადა ძალიან მალე გადის, მნიშვნელოვანია, რომ პროფილი ვადის გასვლამდე შექმნა და მოგზაურობისას ფიზიკურად ატარო აღნიშნული დოკუმენტი.

თუ BRP დაკარგე ან მოპარეს, UKVI-ის ანგარიშის შესაქმნელად შენი სამოგზაურო დოკუმენტის, პასპორტისა და სავიზო აპლიკაციის ნომერი იქნება საჭირო. თუ 2024 წლის 31 ოქტომბრამდე გქონდა ქვეყანაში შესვლის ნებართვა და ფლობ BRP-ს, მაგრამ აღარ გაქვს აღნიშნული დოკუმენტი, თუმცა მოქმედი პასპორტი თან გაქვს, მაინც შეძლებ UKVI-ის პროფილის შექმნას. ამ შემთხვევაში შეიძლება საჭირო გახდეს ვინაობის დადასტურება.

ე-ვიზის დახმარებით აღარ მოგიწევს ახალი BRP-ის მოთხოვნა, რადგან 2024 წლის 31 ოქტომბრიდან BRP აღარ გაიცემა.

სხვა ფიზიკური დოკუმენტის ფლობის შემთხვევაში:

თუ დიდ ბრიტანეთში შესვლისა და დარჩენის უფლება განუსაზღვრელი ვადით გაქვს, და ეს უფლება დადასტურებული გაქვს სხვა სახის ფიზიკური დოკუმენტით (მაგალითად, პასპორტში არსებული სველი მელნის ბეჭდით), განაცხადი“no time limit”, იგივე NTL აპლიკაციაზე უნდა შეიტანოთ.

BRC-ის ფლობის შემთხვევაში:

თუ ბინადრობის ბიომეტრიულ ბარათს (BRC) ფლობ და სტატუსი ევროკავშირის დასახლების სქემის მიხედვით გაქვს, ეს ნიშნავს, რომ უკვე ფლობ ე-ვიზას და მის მისაღებად რაიმე დამატებითი ქმედება არ არის საჭირო. თუმცა, მნიშვნელოვანია, რომ საერთაშორისო მოგზაურობისას ყოველთვის თან იქონიო BRC დოკუმენტი.

თუ ფლობ BRC-ს, მაგრამ არ გაქვს ევროკავშირის დასახლების სქემის სტატუსი ან უკვე გახდი ბრიტანეთის მოქალაქე, მაშინ BRC აღარ არის მოქმედი, მიუხედავად იმისა, რომ ის ჯერ კიდევ ვადიანია. ეს გამოწვეულია იმით, რომ დიდმა ბრიტანეთმა დატოვა ევროკავშირი და ევროკავშირის თავისუფალი გადაადგილების კანონი ბრიტანეთში აღარ მოქმედებს.

ბრიტანეთის ახალი ე-ვიზა, ანუ საემიგრაციო სტატუსის ელექტრონული დასტური წარმოადგენს ციფრულ საემიგრაციო სისტემას, რომელიც უზრუნველყოფს ბრიტანეთში შესვლისა და დარჩენის უფლების დადასტურებას უსაფრთხო და ეფექტური მეთოდებით. სისტემა მოიცავს რეგისტრაციას UKVI-ის პლატფორმაზე, რომელიც ასევე ამცირებს დოკუმენტების დაკარგვის ან მოპარვის რისკს და გამარტივებს საზღვრის კვეთის პროცედურას. მნიშვნელოვანია, რომ UKVI-ის ანგარიშზე ყველა მონაცემი იყოს სანდო და განახლებული.

რთული ჩანს? ჩვენ შეგვიძლია დახმარება

✅ პროფესიონალური მხარდაჭერა: ჩვენ ვამარტივებთ კომპლექსურ პროცესებს და ვუმკლავდებით ბიუროკრატიას.

📃 პერსონალიზებული დოკუმენტები: ჩვენ შეგიდგენთ საჭირო დოკუმენტების ჩამონათვალს, რაც მორგებული იქნება თქვენს სავიზო მოთხოვნაზე.

⏱️ დაზოგე დრო: ჩვენი ინოვაციური მიდგომა აჩქარებს სავიზო პროცესს და დაგიზოგავს თქვენს ძვირფას დროს.

❔ პასუხი ყველა კითხვაზე: ჩვენი გამოცდილი საზღვრის კვეთის აგენტები დაგეხმარებიან მიიღოთ პასუხი მოგზაურობასთან დაკავშირებით ყველა კითხვაზე.

📲 ყველა სამოგზაურო ინფორმაცია ერთ სივრცეში: ჩვენი პლატფორმაზე ერთხელ შეყვანილი ინფორმაცია ინახება და თქვენ შეძლებთ მის გამოყენებას მომავალი მოგზაურობებისას.