გერმანიის სამუშაო ვიზა და მოთხოვნადი პროფესიები

უკან
თარიღი: 4/1/2024
გერმანია

ბოლო წლებში გერმანია მუდმივად მუშაობს საემიგრაციო პოლიტიკაზე და ცდილობს გაამარტივოს ლტოლვილებისა და უცხოელი მუშაკებისთვის შრომის ბაზარზე წვდომა, რაც განპირობებულია კვალიფიციური მუშახელის ნაკლებობით. გამომდინარე აქედან, ქვეყანაში მთავარ დაბრკოლებად რჩება აქტიური ვაკანსიების დიდი რაოდენობა.

მიუნხენში დაფუძნებული IFO ინსტიტუტის მიერ ჩატარებულმა გამოკითხვამ დაადგინა, რომ საოჯახო ბიზნესის 87% განიცდის კვალიფიციური კადრების ნაკლებობას.- EURES, Report on labour shortages and surpluses (2022). დეფიციტის წინაშე მდგარი პროფესიები ძირითადად მოიცავს პროგრამული უზრუნველყოფის, ჯანდაცვის, სამშენებლო და საინჟინრო ხელოსნობის პროფესიებს.

მსგავსი ვითარების ფონზე, უცხოელებისთვის, რომელთა მიზანიცაა გერმანიაში ცხოვრება და მუშაობა, იქმნება შესაძლებლობები დასაქმების კუთხით. გერმანიაში არსებული მუშახელის დეფიციტის საფუძველზე, უცხოელ მუშაკებს აქვთ შესაძლებლობა მოითხოვონ სამუშაო ვიზა, რისთვისაც მთავარი მოთხოვნა შესაბამისი მიმართულებით კვალიფიკაციის ქონა.

სფეროები, სადაც ყველაზე აქტიურად საჭიროებენ კვალიფიციურ კადრებს:

  • ავტობუსისა და ტრამვაის მძღოლები
  • ტექნიკური ასისტენტები ფარმაციის მიმართულებით
  • ქეითერინგი (,,საკვებით მომარაგება’’)
  • გაყიდვები
  • მძღოლები მიწათმოქმედებასთან დაკავშირებულ სფეროებში
  • ტვირთის გადაზიდვა და ლოჯისტიკა
  • სარკინიგზო ინფრასტრუქტურის ზედამხედველობა
  • მილსადენების მშენებლობა
  • ლითონის დამუშავება
  • ინტერიერის მოწყობა
  • ვულკანიზაციის ტექნოლოგია
  • მებაღეობა
  • მეტყევეობა
  • მეცხოველეობა

ეკონომიკური კვლევის ინსტიტუტის შედეგები

ეკონომიკური კვლევის ინსტიტუტის (ERI) მონაცემების მიხედვით, მეურნეობის მიმართულებით დასაქმებული ადამიანების საშუალო ანაზღაურება შეადგენს 35 626 ევროს წელიწადში და 17 ევროს საათში. სატყეო საქმის მიმართულებით დასაქმებული პირების ყოველწლიური ანაზღაურება 36 791 ევროა წელიწადში და საათობრივად 18 ევრო. სამშენებლო მიმართულებით დასაქმებული ადამიანების ანაზღაურება კი წელიწადში 44 052 ევროს შეადგენს, საათობრივად კი 21 ევროს,. რაც შეეხებათ, მძღოლებს მათი საშუალო ანაზღაურებაა 28 276 ევრო წელიწადში და 14 ევრო საათში.

გერმანიაში მაღალანაზღაურებადი პროფესიებიდან პირველ ადგილს იკავებს მედიცინა, აქ ექიმების საშუალო წლიური ანაზღაურება შეადგენს €71,600 – €101,69, მეორე ადგილზე პილოტის პროფესიაა (€93,499) მესამეზე კი გაყიდვების მენეჯმენტი (€82,392)

იმისათვის, რომ საქართველოს მოქალაქემ შეძლოს გერმანიაში დასაქმება, უნდა ფლობდეს გერმანიის სამუშაო ვიზას. თუ დაინტერესდი გერმანიაში დასაქმებით და გსურს სამუშაო ვიზის მიღება, ჩვენი გუნდი გაგიწევს სრულ სავიზო მომსახურებას. არ დაგავიწყდეს, სავიზო პროცესების დაწყებამდე დამსაქმებლისგან მოწვევისა და შესაბამისი მიმართულებით კვალიფიკაციის ქონა მნიშვნელოვანი მოთხოვნაა.

რთული ჩანს? ჩვენ შეგვიძლია დახმარება

✅ პროფესიონალური მხარდაჭერა: ჩვენ ვამარტივებთ კომპლექსურ პროცესებს და ვუმკლავდებით ბიუროკრატიას.

📃 პერსონალიზებული დოკუმენტები: ჩვენ შეგიდგენთ საჭირო დოკუმენტების ჩამონათვალს, რაც მორგებული იქნება თქვენს სავიზო მოთხოვნაზე.

⏱️ დაზოგე დრო: ჩვენი ინოვაციური მიდგომა აჩქარებს სავიზო პროცესს და დაგიზოგავს თქვენს ძვირფას დროს.

❔ პასუხი ყველა კითხვაზე: ჩვენი გამოცდილი საზღვრის კვეთის აგენტები დაგეხმარებიან მიიღოთ პასუხი მოგზაურობასთან დაკავშირებით ყველა კითხვაზე.

📲 ყველა სამოგზაურო ინფორმაცია ერთ სივრცეში: ჩვენი პლატფორმაზე ერთხელ შეყვანილი ინფორმაცია ინახება და თქვენ შეძლებთ მის გამოყენებას მომავალი მოგზაურობებისას.