
ბევრ ადამიანს ჰგონია, რომ მოგზაურობა აუცილებლად დიდ თანხებთანაა დაკავშირებული. სინამდვილეში, არსებობს უამრავი მიმართულება, სადაც შესაძლებელია დაუვიწყარი გამოცდილების მიღება მცირე ბიუჯეტითაც. ეს ბლოგი კი დაგეხმარება იპოვო ყველაზე იაფი და პოპულარული ქვეყნები, სადაც ფასები ხელმისაწვდომია, ხოლო შთაბეჭდილებები – უნიკალური.
ტაილანდი
სასიამოვნო კუნძულებითა და მომაჯადოებელი პლაჟებით, ტაილანდი უდავოდ ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი ქვეყანაა სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში. ტროპიკული სანაპიროები, სამეფო სასახლეები, ტაძრები და უძველესი ნანგრევები ტაილანდს ტურისტებისთვის პოპულარულ მიმართულებად აქცევს.
საქართველოს მოქალაქეებს ტაილანდში მოგზაურობა უვიზოდ შეუძლიათ, ამიტომ ისინი განთავისუფლებულები არიან სავიზო მოსაკრებლისა და სხვა თანხისგან.
კვება : ტაილანდში ადგილობრივი კერძები საკმაოდ ხელმისაწვდომიადა საშუალოდ $3-5 ღირს, ზღვის პროდუქტების ფასი კი მასზე ცოტა უფრო ძვირია.
საცხოვრებელი : სასტუმროები, ჰოსტელები და ბუნგალოები დაახლოებით $20-დან $120-მდე მერყეობს. რაც ერთ კვირიანი მოგზაურობისთვის საშუალოდ $600-$700-ია.
მოსანახულებელი ადგილები:
- ჩიანგმაი – ტაილანდური პროვინცია, რომელიც ცნობილია მისი ისტორიული ტაძრებითა და ულამაზესი ბუნებით.
- ბანგკოკი – ბანგკოკი ცნობილია მისი ქუჩის ცხოვრებით, ისტორიული ადგილებით, გრანდ პალასით, ჩატუჩაკ ბაზრობით (Chatuchak Market), Wat Pho და Wat Arun-თი.
- ფუკეტი – ფუკეტს ტურისტებისთვის მიმზიდველს პლაჟები დაუვიწყარი მზის ჩასვლებით, თბილი კლიმატი მთელი წლის განმავლობაში, ენერგიული ღამის ცხოვრება და სტუმართმოყვარე ხალხი ხდის.
- რეილეის სანაპირო – მას „ტაილანდურ სამოთხეს“ უწოდებენ. სუფთა წყლები, ტყით დაფარული მთიანი სანაპირო და მშვიდი ატმოსფერო რეილეის იდეალურ ადგილად აქცევს დასასვენებლად.
- ფანგ ნგა – ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ ტურისტულ მიმართულებად ცნობილ ფანგ ნგას განსაკუთრებით თავგადასავლების მოყვარულები აფასებენ. პროვინცია სავსეა კუნძულებით, ჩაძირული მღვიმეებითა და ზღვის ზედაპირიდან ვერტიკალურად აღმართული კლდეებით.
ეგვიპტე
უძველესი ცივილიზაციების მოყვარულებისთვის ეგვიპტე ერთ-ერთი იდეალური მიმართულება იქნება. ეგვიპტე ერთ-ერთი დაბალბიუჯეტიანი ქვეყანაა. იმ შემთხვევაში, თუ მოგზაურობას 15 დღემდე აპირებ, მაშინ ვიზას საზღვირს კვეთის დროს აიღებ, ხოლო თუ მეტ ხანს გსურს ქვეყანაში დარჩენა – ელექტრონული ვიზა დაგჭირდება.
კვება : ეგვიპტეში მრავალფეროვანი სამზარეულო და რესტორანია. კვებისთვის დღიური საშუალო ღირებულება $13-ია.
საცხოვრებელი : სასტუმროს ფასები $17-დან იწყება და საშუალოდ $280-მდე ადის.
მოსანახულებელი ადგილები
თუ ეგვიპტეში იმოგზაურებ, აუცილებლად მოინახულე შემდეგი ღირსშესანიშნაობები:
- გიზის პირამიდები – გიზის პირამიდები მსოფლიოს ყველაზე ცნობილი ღირსშესანიშნაობებია. ისინი უძველესი ცივილიზაციის სახეა და უძველესი სამყაროს შვიდ საოცრებას შორის ერთ-ერთია.
- ისლამური კაირო – ისლამური კაირო არის კაიროს უძველესი და ყველაზე დიდი მეჩეთი. ის გახდა რეგიონის ისლამური ცენტრი, რის გამოც მას „ისლამური კაირო“ ეწოდა. აქ შეგიძლია იხილო ასობით მეჩეთი და სასახლე – ნაგებობები.
- ნილოსი- ნილოსის მდინარე ყველაზე ცნობილი მდინარეა ეგვიპტეში და 300 მილიონზე მეტ ადამიანს აწვდის წყალს.
- ეგვიპტის მუზეუმი – ეგვიპტის მუზეუმი ერთ-ერთი უდიდესი კოლექციის მქონე მუზეუმია მსოფლიოში. აქ ინახება 120,000-ზე მეტი არტეფაქტი ძველი ეგვიპტიდან.
- რას მუჰამედის ეროვნული პარკი – მყვინთავები მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან აქ ჩამოდიან წითელ ზღვაში ყვინთვისთვის და ეგვიპტის უნიკალურ წყალქვეშა სამყაროსთან გასაცნობად.
თურქეთი
ევროპასა და აზიას შორის მდებარე თურქეთს თავისი მრავალფეროვნება, უძველესი ისტორია, გამორჩეული ტრადიციები, ბუნება და სტუმართმოყვარე ხალხი მას ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ მიმართულებად აქცევს. საქართველოს მოქალაქეებს თურქეთში უვიზოდ შეუძლიათ მოგზაურობა, რაც დამატებითი გადასახედებისგან გვათავისუფლებს.
კვება: ქუჩის საკვები (დონერი, სიმიტი) დაახლოებით $3–5 ღირს, რესტორნებში საშუალო სადილი კი $10–15.
საცხოვრებელი: სასტუმროები და ჰოსტელები $33-დან $141-მდე ღირს. ერთკვირიანი მოგზაურობა საშუალოდ $870–1400 ჯდება.
მოსანახულებელი ადგილები:
- სტამბოლი – ქალაქი, რომელიც აერთიანებს ევროპასა და აზიას. მთავარი ღირსშესანიშნაობებია აია სოფია, სულთან აჰმედის მეჩეთი, ტოფქაფის სასახლე და გრანდ ბაზარი. ბოსფორის სრუტე და მისზე გადამავალი ხიდები ქალაქს განსაკუთრებულ ხიბლს სძენს.
- ანტალია – ზღვისპირა კურორტი სუფთა პლაჟებითა და ძველი ქალაქით Kaleici. აქ შეგიძლია იხილო ოსმალური არქიტექტურა, ვიწრო ქუჩები და ულამაზესი ნავსადგური.
- კაპადოკია – მთიანი ლანდშაფტები, უნიკალური ქვის ფორმაციები და ჰაერის ბუშტებით ფრენა, რომელიც მოგზაურობის ერთ-ერთ ყველაზე დაუვიწყარ გამოცდილებად იქცევა.
- პამუკალე – თეთრი კალციუმის ტერასები და თერმული წყლები, რომლებიც იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის სიაშია შეტანილი.
- ეფესო – უძველესი ბერძნულ-რომაული ქალაქის ნანგრევები, სადაც მდებარეობს არტემიდას ტაძარი – უძველესი სამყაროს ერთ-ერთი საოცრება.
პოლონეთი
პოლონეთი იდეალური მიმართულებაა მათთვის, ვისაც ევროპული კულტურის შეგრძნება სურს, თანაც დაბალბიუჯეტიანად. ისტორიული ქალაქები, შუა საუკუნეების არქიტექტურა, ბუნება და გემრიელი სამზარეულო აქ მოგზაურობას განსაკუთრებულად ამაღელვებელს ხდის. ისევე, როგორც თურქეთში – საქართველოს მოქალაქეებს პოლონეთში მოგზაურობაც უვიზოდ შეუძლიათ.
კვება: საშუალოდ $13 დღეში. აუცილებლად გასინჯეთ პეროგი და ჟურეკი (მჟავე სუპი).
საცხოვრებელი: სასტუმროები $20-დან ზევით. ერთკვირიანი მოგზაურობა საშუალოდ $400–600 ჯდება.
მოსანახულებელი ადგილები:
- ვარშავა – დედაქალაქი თანამედროვე და ისტორიული არქიტექტურის შერწყმით.
- კრაკოვი – პოლონეთის კულტურული ცენტრი. აქ მდებარეობს ვაველის სასახლე, მარილის სამეფო მაღარო Wieliczka და ისტორიული ძველი ქალაქი.
- ვროცლავი – ცნობილი თავისი უნიკალური არქიტექტურითა და პატარა ჯუჯების ქანდაკებებით, რომლებიც ქალაქის ქუჩებშია მიმოფანტული.
- გდანსკი – პორტის ქალაქი შუა საუკუნეების არქიტექტურითა და ბალტიის ზღვის ატმოსფეროთი.
- ტატრის მთები – შესანიშნავი ადგილია მთამსვლელობისა და სათხილამურო სპორტისთვის. ქალაქი ზაკოპანე მთის ტურისტული ცენტრია.
ბულგარეთი
ბულგარეთი ერთ-ერთი ყველაზე იაფი და ერთდროულად მრავალფეროვანი მიმართულებაა ევროპაში. აქ ერთმანეთს ერწყმის შავი ზღვის სანაპირო, ისტორიული ქალაქები, შუა საუკუნეების არქიტექტურა და მთები, რაც მას ტურისტებისთვის საუკეთესო არჩევანად აქცევს.
კვება: მარტივი ვახშამი $15 -მდე ღირს, ორისთვის სრულფასოვანი სუფრა ღვინით – $20–50.
საცხოვრებელი: სასტუმროები $20-დან იწყება. დღიური ხარჯი საშუალოდ $58-ია.
მოსანახულებელი ადგილები:
- სოფია – ქვეყნის დედაქალაქი უძველესი ისტორიით. აქ შეგიძლია იხილო ალექსანდრე ნევსკის ტაძარი, ეროვნული მუზეუმი და ძველი რომაული ნანგრევები.
- ველიკო-ტარნოვო – შუა საუკუნეების ქალაქი, რომელიც ოდესღაც ბულგარეთის დედაქალაქი იყო. ცარევეცის ციხესიმაგრე და ულამაზესი ბუნება განსაკუთრებით მიმზიდველია.
- პლოვდივი – ერთ-ერთი უძველესი ქალაქი ევროპაში. მისი ამფითეატრი, ისტორიული ქუჩები და კაფეებით სავსე უბნები მოგზაურებს მაგიურ ატმოსფეროს სთავაზობს.
- ნესებარი და სოზოპოლი – შავი ზღვის სანაპიროს მარგალიტები, შუა საუკუნეების არქიტექტურითა და ქვაფენილებით. ზაფხულში ეს ქალაქები ტურისტების ნამდვილ სამოთხედ იქცევა.
- რილის მონასტერი – ბულგარეთის სულიერი ცენტრი, რომელიც იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის სიაშია.
რთული ჩანს? ჩვენ შეგვიძლია დახმარება
✅ პროფესიონალური მხარდაჭერა: ჩვენ ვამარტივებთ კომპლექსურ პროცესებს და ვუმკლავდებით ბიუროკრატიას.
📃 პერსონალიზებული დოკუმენტები: ჩვენ შეგიდგენთ საჭირო დოკუმენტების ჩამონათვალს, რაც მორგებული იქნება თქვენს სავიზო მოთხოვნაზე.
⏱️ დაზოგე დრო: ჩვენი ინოვაციური მიდგომა აჩქარებს სავიზო პროცესს და დაგიზოგავს თქვენს ძვირფას დროს.
❔ პასუხი ყველა კითხვაზე: ჩვენი გამოცდილი საზღვრის კვეთის აგენტები დაგეხმარებიან მიიღოთ პასუხი მოგზაურობასთან დაკავშირებით ყველა კითხვაზე.
📲 ყველა სამოგზაურო ინფორმაცია ერთ სივრცეში: ჩვენი პლატფორმაზე ერთხელ შეყვანილი ინფორმაცია ინახება და თქვენ შეძლებთ მის გამოყენებას მომავალი მოგზაურობებისას.