
Critical skills დასაქმების ნებართვის ვიზა მაღალკვალიფიციურ კადრებს აძლევს შესაძლებლობას ირლანდიაში ლეგალურად დასაქმდნენ და მიიღონ ქვეყნის რეზიდენტობა. არსებული ნებართვის გაცემის მთავარი მიზანი ირლანდიის ეკონომიკის ზრდის ხელშეწყობაა მაღალკვალიფიციური და მოთხოვნადი კადრების მიღების შედეგად.
ამ ეტაპზე Critical skills დასაქმების ნებართვის მთავარი სამიზნეები არიან ICT პროფესიონალები, ინჟინრები და ტექნოლოგები, რომლებსაც აქვთ მაღალი კვალიფიკაცია და სამუშაო გამოცდილება.
რატომ არის critical skills employment permit (კრიტიკული უნარების დასაქმების ნებართვა) მიმზიდველი ?
ნებართვის მისაღებად განმცხადებელს არ უწევს შრომის ბაზრის საჭიროების ტესტის ჩაბარება.
ნებართვის მფლობელს აქვს შესაძლებლობა დაიწყოს ოჯახის გაერთიანების პროცესი.
ვადის ამოწურვის შემდეგ, ნებართვის მფლობელს შეუძლია მიმართოს ირლანდიის ნატურალიზაციისა და იმიგრაციის სამსახურს ცხოვრებისა და მუშაობის ნებართვის მისაღებად, დასაქმების ნებართვის მოთხოვნის გარეშე.
რა მოთხოვნებს უნდა აკმაყოფილებდეს განმცხადებელი კრიტიკული უნარების დასაქმების ნებართვის მისაღებად?
არსებული ნებართვის მიღება დიდწილად განისაზღვრება პროფესიის ტიპისა და შემოთავაზებული ანაზღაურების მიხედვით. შესაბამისად, განმცხადებლისათვის ნებართვის გაცემის პროცესში გადამწყვეტი მნიშვნელობა შესაძლოა ითამაშოს მისმა პროფესიამ და დამსაქმებლისგან შემოთავაზებულმა ანაზღაურებამ.
არსებობს კონკრეტული მოთხოვნები, რასაც აუცილებლად უნდა აკმაყოფილებდეს პიროვნება კრიტიკული უნარების დასაქმების ნებართვის მისაღებად:
ნებართვის მისაღებად განმცხადებელს უნდა ჰქონდეს სამუშაო შეთავაზება, წლიური ხელფასით მინიმუმ €38,000, იმ სამუშაოსთვის, რომელიც შედის კრიტიკული უნარების პროფესიების სიაში ან €64,000 სხვა უფლებამოსილი პროფესიებისთვის.
სამუშაოებისთვის, რომლებიც მოიცავს €38,000 წლიურ ხელფასს, საჭიროა შესაბამისი დიპლომი ან უმაღლესი განათლება. ხოლო, სამუშაოებისთვის, რომლებიც მოიცავს €64,000 წლიურ ხელფასს, საჭიროა დიპლომი ან შესაბამისი სამუშაო გამოცდილება.
იმ შემთხვევაში თუ განმცხადებელი პროფესიით არის მედდა ან ბებიაქალი, მას მოეთხოვება მესამე დონის დიპლომი ან დიპლომი, რომელიც აღიარებულია ირლანდიის საექთნო და მეანობის საბჭოს მიერ.
აუცილებელია რომ განმცხადებელს ჰქონდეს 2 წლიანი სამუშაო შეთავაზება დამსაქმებლისგან.
დამატებითი მოთხოვნები
განმცხადებელი, რომელიც ითვლება პოტენციურ დასაქმებულად, უნდა ფლობდეს შესაბამის უნარებს, კვალიფიკაციასა და სამუშაო გამოცდილებას, რომელსაც ითხოვს დამსაქმებელი.
განმცხადებელი სამუშაო შეთავაზებას უნდა ფლობდეს კომპანიისგან, რომლის თანამშრომლების 50%-ზე მეტნი არიან EEA-ს ( იგივე European Economic Area-ს ) წევრი სახელმწიფოების მოქალაქეები, განაცხადის გაკეთების მომენტში.
როგორ მიმდინარეობს პროცესი?
დასაქმების ნებართვის მისაღებად განაცხადი უნდა იქნას მიღებული სამუშაოს დაწყების თარიღამდე მინიმუმ 12 კვირით ადრე.
განაცხადის გაკეთება შესაძლებელია დასაქმების ნებართვის ონლაინ სისტემაში. სადაც ასევე ხელმისაწვდომია მომხმარებლის სახელმძღვანელო (PDF დოკუმენტი), რომელიც ეხმარება განმცხადებელს პროცესის განმავლობაში და დეტალურად აღწერს დოკუმენტურ მოთხოვნებს დასაქმების ნებართვის თითოეული ტიპისთვის.
დასაქმების ნებართვის განაცხადის პროცესი ძირითადად სამ ეტაპიანია:
განაცხადის მიღება: განაცხადის წარდგენისა და საფასურის გადახდის შემდეგ, განაცხადი განთავსდება შესაბამის დამუშავების რიგში. გასათვალისწინებელია, რომ მისი განხილვა ხდება მკაცრად და განმცხადებელს აქვს შესაძლებლობა თვალი ადევნოს მიმდინარე განაცხადების დამუშავების თარიღებს არსებულ ბმულზე. ასევე, შესაძლებელია გადამოწმდეს განმცხადებლის მხრიდან მისი განაცხადის პროგრესი სტატუსის განახლების ონლაინ პლატფორმაზე.
განაცხადის დამუშავება: არსებულ ეტაპზე განაცხადს განიხილავს გადაწყვეტილების მიმღები, უფლებამოსილი თანამდებობის პირი. რომელსაც, საჭიროების შემთხვევაში, აქვს უფლება მოითხოვოს დამატებითი ინფორმაცია, რომელიც უნდა მიაწოდოს განმცხადებელმა 28 დღის განმავლობაში. საბოლოოდ გადაწყვეტილების მიმღები პირი დააკმაყოფილებს განაცხადს, ან გასცემს უარყოფით პასუხს კონკრეტული მიზეზებიდან გამომდინარე.
განხილვა: უარყოფითი პასუხის მიღების შემთხვევაში, განმცხადებელს აქვს შესაძლებლობა მოითხოვოს მისი განაცხადის ხელახლა განხილვა, რისთვისაც აქვს 28 დღე.
რა არის განაცხადის საფასური?
კრიტიკული უნარების დასაქმების ნებართვის დამუშავების საფასური არის 1000 ევრო. თუ განაცხადი წარუმატებელი აღმოჩნდა, საფასურის 90% დაბრუნებადია. მიუხედავად იმისა, რომ საკომისიო შეიძლება გადაიხადოს მესამე მხარემ, მიმდინარე პოლიტიკა ზღუდავს თანხის დაბრუნებას მხოლოდ განმცხადებლებზე (მაგალითად, თუ განმცხადებელი იყო თანამშრომელი და დამსაქმებელმა გადაიხადა საფასური, თანხა დაუბრუნდება დასაქმებულს). დეტალური ინფორმაცია საფასურის მოთხოვნებისა და გარკვეული უარის თქმის შესახებ შეგიძლიათ იხილოთ დასაქმების ნებართვების მოსაკრებლების გვერდზე.
იმ შემთხვევაში თუ დამსაქმებელი არის განმცხადებელი, 2006 წლის დასაქმების ნებართვების შესახებ კანონის 23-ე მუხლის შესაბამისად, დამსაქმებელს არ შეუძლია რაიმე სახის გამოქვითვა დასაქმების ნებართვის მფლობელის ანაზღაურებიდან.
რა ხდება განაცხადის დადასტურების შემდეგ?
დასაქმების ნებართვაზე წარმატებული განაცხადის შემდეგ, თუ განმცხადებელს ირლანდიაში შესასვლელად მოეთხოვება ვიზა, განმცხადებელმა უნდა მიმართოს მის ადგილობრივ ირლანდიის საელჩოს/საკონსულოს. ონლაინ ვიზის განაცხადის ფორმა შეგიძლიათ იხილოთ inis.gov.ie- ზე.
ნებისმიერი პირი, რომელსაც სურს შევიდეს ირლანდიის სახელმწიფოს ტერიტორიაზე, მიუხედავად იმისა, ვიზა სჭირდება თუ არა, ექვემდებარება ჩვეულებრივ საიმიგრაციო კონტროლს. ამიტომ, ყველა შესაბამისი და დამხმარე დოკუმენტაცია, მათ შორის დასაქმების ნებართვა, მოგზაურმა უნდა იქონიოს თან საზღვარზე.
გასათვალისწინებელია ისიც, რომ დასაქმების ნებართვა არ არის ბინადრობის ნებართვა. ვინაიდან საქართველო არ არის EEA-ს წევრი სახელმწიფო, საქართველოს მოქალაქეებისათვის დასაქმების ნებართვის მოპოვებისა და ვიზის მიღების შემდეგ, მნიშვნელოვანია დარეგისტრირდნენ გარდას საიმიგრაციო ეროვნულ ბიუროში (Garda National Immigration Bureau) ჩასვლიდან რაც შეიძლება მალე, რადგან საიმიგრაციო ეროვნულ ბიუროში რეგისტრაციის დაგვიანებამ შეიძლება გავლენა მოახდინოს გრძელვადიანი ბინადრობის და/ან მოქალაქეობის მინიჭებაზე.
რთული ჩანს? ჩვენ შეგვიძლია დახმარება
✅ პროფესიონალური მხარდაჭერა: ჩვენ ვამარტივებთ კომპლექსურ პროცესებს და ვუმკლავდებით ბიუროკრატიას.
📃 პერსონალიზებული დოკუმენტები: ჩვენ შეგიდგენთ საჭირო დოკუმენტების ჩამონათვალს, რაც მორგებული იქნება თქვენს სავიზო მოთხოვნაზე.
⏱️ დაზოგე დრო: ჩვენი ინოვაციური მიდგომა აჩქარებს სავიზო პროცესს და დაგიზოგავს თქვენს ძვირფას დროს.
❔ პასუხი ყველა კითხვაზე: ჩვენი გამოცდილი საზღვრის კვეთის აგენტები დაგეხმარებიან მიიღოთ პასუხი მოგზაურობასთან დაკავშირებით ყველა კითხვაზე.
📲 ყველა სამოგზაურო ინფორმაცია ერთ სივრცეში: ჩვენი პლატფორმაზე ერთხელ შეყვანილი ინფორმაცია ინახება და თქვენ შეძლებთ მის გამოყენებას მომავალი მოგზაურობებისას.