ნასამართლობის ცნობის აღება dv lottery-ის გამარჯვებულებისთვის

უკან
თარიღი: 4/1/2024
მწვანე ბარათი

ნასამართლობის ცნობა იმ მნიშვნელოვანი დოკუმენტების სიაში, რომელიც აშშ-ს მწვანე ბარათის გამარჯვებულებმა უნდა წარადგინონ. დოკუმენტის გამცემი ორგანო შინაგან საქმეთა სამინისტროს ადმინისტრაციული დეპარტამენტია, დოკუმენტის სრული სახელწოდება კი სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის დაკისრებასთან დაკავშრებული ინფორმაცია/ისტორია.

ნასამართლობის ცნობის მიღების პროცედურა

არსებული დოკუმენტის მოთხოვნის მიზნობრიობით, ფიზიკურ პირებს შეუძლიათ მიმართონ შინაგან საქმეთა სამინისტროს დოკუმენტის (პოლიციის მოწმობა/კრიმინალური ისტორია) მისაღებად პირადად, წერილობითი მოთხოვნის წარდგენით გია გულუას #10-ში მდებარე შინაგან საქმეთა სამინისტროს ანალიტიკურ დეპარტამენტში. სამუშაო საათებია ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით, 10:00 – 18:00; მისვლისთვის საჭირო არ არის წინასწარ შეთანხმება და თარიღის დანიშვნა. წერილობითი მოთხოვნა უნდა შეიცავდეს პირის სრულ იურიდიულ გვარს, ნებისმიერ სხვა გამოყენებულ სახელს, დაბადების თარიღს, დაბადების ადგილს, საქართველოს პირადობის მოწმობის ნომერს, საფოსტო მისამართსა და ხელმოწერას. ასევე, უნდა მიუთითებდეს, რომ ფიზიკური პირი ითხოვს სერტიფიკატს მისი სრული სიცოცხლის განმავლობაში კრიმინალურ ისტორიას (ასეთის არსებობის შემთხვევაში), აშშ-ს ვიზაზე განაცხადის მიზნით.

განაცხადის გაკეთების დროს თუ თქვენთვის გსურთ ცნობის მიღება, თან იქონიეთ თქვენი პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი. თუ სხვა მესამე პირისთვის ამზადებთ არსებულ ცნობას, თან იქონიეთ: თქვენი პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი, მინდობილობა ამ პირისგან და ამავე პირის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი.

ანალიტიკური დეპარტამენტი პასუხს ფოსტით (არა ელექტრონული ფოსტით) 10 სამუშაო დღის განმავლობაში გაუგზავნის უშუალოდ მთხოვნელს, რომელმაც შემდეგ ის უნდა წარუდგინოს აშშ-ს საელჩოს განსახილველად. ალტერნატიულად, თუ თქვენს მოთხოვნაში მიუთითებთ, რომ გირჩევნიათ მისი პირადად მიღება, საბუთები მზად იქნება მიღებისთვის თბილისში, გია გულუას 10 ნომერში მდებარე ოფისიდან 10 სამუშაო დღის განმავლობაში.

დამატებითი ინფორმაცია

ნასამართლობის ცნობის მოთხოვნა, შეუძლია ნებისმიერს საქართველოს მოქალაქეობისა და სტატუსის მიუხედავად. შინაგან საქმეთა სამინისტროს ადმინისტრაციული დეპარტამენტი აწარმოებს პოლიციისა და ციხის, ნასამართლობის ჩანაწერების ცენტრალიზებულ მონაცემთა ბაზას, რომელიც არის ინდექსირებული სახელის, დაბადების თარიღისა და ადგილის მიხედვით. ჩანაწერები ასევე შეიცავს მსჯავრდადებულთა თითის ანაბეჭდებს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ადმინისტრაციული დეპარტამენტის კანცელარიის საკონტაქტო ტელეფონის ნომერი: +995 32 2411066

რთული ჩანს? ჩვენ შეგვიძლია დახმარება

✅ პროფესიონალური მხარდაჭერა: ჩვენ ვამარტივებთ კომპლექსურ პროცესებს და ვუმკლავდებით ბიუროკრატიას.

📃 პერსონალიზებული დოკუმენტები: ჩვენ შეგიდგენთ საჭირო დოკუმენტების ჩამონათვალს, რაც მორგებული იქნება თქვენს სავიზო მოთხოვნაზე.

⏱️ დაზოგე დრო: ჩვენი ინოვაციური მიდგომა აჩქარებს სავიზო პროცესს და დაგიზოგავს თქვენს ძვირფას დროს.

❔ პასუხი ყველა კითხვაზე: ჩვენი გამოცდილი საზღვრის კვეთის აგენტები დაგეხმარებიან მიიღოთ პასუხი მოგზაურობასთან დაკავშირებით ყველა კითხვაზე.

📲 ყველა სამოგზაურო ინფორმაცია ერთ სივრცეში: ჩვენი პლატფორმაზე ერთხელ შეყვანილი ინფორმაცია ინახება და თქვენ შეძლებთ მის გამოყენებას მომავალი მოგზაურობებისას.