
ყოველი წლის ოქტომბრის თვეში ტარდება მწვანე ბარათის გათამაშება, ხოლო მომდევნო წლის მაისის თვეში ხდება მწვანე ბარათის გათამაშების შედეგების გამოცხადება. შედეგების გადამოწმება ხდება შემდეგ DV Lottary ბმულზე. მოდის ორი პასუხიდან ერთ-ერთი, ან აგირჩიეს ან არ აგირჩიეს. თუკი წერია “HAS NOT BEEN SELECTED “ ნიშნავს, რომ თქვენ ვერ გადახვედით შემდეგ ეტაპზე, ხოლო “You have been randomly selected” ნიშნავს, რომ თქვენი აპლიკაცია შერჩეული იქნა და გადახვედით მწვანე ბარათის გათამაშების შემდეგი ეტაპზე. ჩვენ მოგიყვებით ნაბიჯ ნაბიჯ თუ რა ხდება მოგების შემთხვევაში.

მწვანე ბარათის გათამაშების სრული პროცესი გამოიყურება შემდეგნაირად:

ნაბიჯი 1: Submit an Entry | შეავსეთ მწვანე ბარათის აპლიკაცია.
ნაბიჯი 2: Selection of Applicants | დაელოდოთ გამარჯვებულების გამოცხადებას.
ნაბიჯი 3: If You Are Selected | თუ თქვენ ხართ ერთ-ერთი იღბლიანი გამარჯვებული.
ნაბიჯი 4: Confirm Your Qualifications | დაადასტურეთ და დაასაბუთეთ თქვენს მიერ მითითებული კვალიფიკაცია. ( ეს ნაბიჯი განსაზღვრულია მხოლოდ გამონაკლის შემთხვევებში).
ნაბიჯი 5: Submit Your Immigrant Visa and Alien Registration Application | შეავსეთ და დაადასტურეთ უცხოელთა სარეგისტრაციო აპლიკაცია.
ნაბიჯი 6: Submit Supporting Documents | ჩააბარეთ დამხმარე დოკუმენტები. ( დოკუმენტები აღარ იგზავნება ელექტრონულად. ინსტრუქციის მიხედვით, მოგროვებული დოკუმენტების ორიგინალი მიგაქვთ გასაუბრებაზე).
ნაბიჯი 7: Interview | მიიღეთ შეტყობინება გასაუბრების თარიღის შესახებ.
ნაბიჯი 8: Prepare for the Interview | მოემზადეთ საკონსულოში გასაუბრებისთვის.
ნაბიჯი 9: Applicant Interview | გაესაუბრეთ კონსულ ოფიცერს საკონსულოში.
ნაბიჯი 10: After the Interview | გასაუბრების შემდგომ დაელოდოთ პასუხს და მიჰყევით მომდევნო ნაბიჯებს.
შეავსეთ და დაადასტურეთ უცხოელთა სარეგისტრაციო აპლიკაცია
მთავარმა განმცხადებელმა და ოჯახის ყველა წევრმა, რომელიც DV პროგრამაში შერჩევის, მოგების შემდგომ, უნდა შეავსოს ფორმა DS-260. თქვენ უნდა მიუთითოთ თქვენი DV საქმის ნომერი (Case Number) ონლაინ DS-260 ფორმაში, რომ მიიღოთ ინფორმაცია და განაახლოთ თქვენი და თქვენი ოჯახის შესახებ ინფორმაცია. ის ოჯახის წევრები, რომლებიც აპლიკაციის შევსების დროს თქვენს DV ჩანაწერში არიან მითითებულნი.
თუ მწვანე ბარათის სავიზო პროგრამაში აპლიკაციის შევსების შემდეგ (after you entered the Diversity Visa program) შეიცვალა თქვენი ოჯახური მდგომარეობა. მაგალითად, დაქორწინდით ან/და შეგეძინათ შვილი, თქვენ უნდა დაამატოთ თქვენი ოჯახის ახალი წევრები თქვენს საქმეს. (“ოჯახის წევრი” გულისხმობს მეუღლეს და / ან დასაოჯახებელ შვილებს, რომლებსაც 21 წლის ასაკს არ მიუღწევიათ DV პროგრამაში მონაწილეობამდე.) თქვენს საქმეში ოჯახის წევრების დამატებისას, თქვენ უნდა ატვირთოთ დოკუმენტი, რითიაც დასტურდება თქვენსა და ახალ ოჯახის წევრს შორის ნათესაური კავშირი.
მნიშვნელოვანი შენიშვნა: თუ თქვენ მეუღლე ან შვილები გყავდათ თქვენი თავდაპირველი აპლიკაციის წარდგენამდე, მაგრამ ისინი არ ჩაწერეთ თქვენი თავდაპირველი ფორმის შევსებისას, ამგვარი შეცდომების შედეგად შესაძლოა თქვენ, ისევე როგორც თქვენი ოჯახის რომელიმე წევრმა ვერ შეძლოთ მწვანე ბარათის მიღება. თუ თქვენს თავდაპირველ აპლიკაციაში მიუთითეთ მეუღლე ან შვილი, რომელიც არ იყო თქვენი მეუღლე ან შვილი შესვლის დროს, ამგვარი შეცდომების შედეგად შესაძლოა თქვენ, ისევე როგორც თქვენი ოჯახის რომელიმე წევრმა ვერ შეძლოთ მწვანე ბარათის მიღება. როგორც ზემოთ იყო აღნიშნული, თუ თქვენი ოჯახური მდგომარეობა ოფიციალურად შეიცვალა თქვენი თავდაპირველი აპლიკაციის წარდგენის შემდეგ, დაამატეთ ოჯახის წევრები და ოჯახის ყველა წევრის განცხადება განიხილება. დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ DV ინსტრუქციები.
DS-260- ის შევსებისა და დადასტურებისთვის, თქვენ უნდა შეიყვანოთ თქვენი DV- ის ნომერი ნულების გარეშე (მაგ., თუ საქმის ნომერია 2020AF0000012345, შეიყვანეთ “2020AF12345”). საქმის სრული რიცხვის ნულებით შეყვანამ შეიძლება გამოიწვიოს ხარვეზი – generate a validation error.
ფორმის DS-260 შევსებისა და ონალინ გადაგზავნის შემდეგ, დაბეჭდეთ დადასტურების გვერდი. თქვენ უნდა მიიტანოთ დასტურის გვერდი გასაუბრების დროს.
გაითვალისწინეთ, რომ KCC მხოლოდ შეუძლია გითხრათ თქვენი ფორმა დამუშავებულია თუ არა. KCC ვერ გეტყვით, გაქვთ თუ არა თქვენ ან თქვენი ოჯახის წევრები მწვანე ბარათის მიღების შანსი ან.და ა.შ. მხოლოდ საკონსულოს ოფიცერს, ვინც თქვენ გამოგკითხავთ და გასაუბრებას დაივლის, მხოლოდ მას შეუძლია მიიღოს გადაწყვეტილება.
დაუკავშირდით KCC- ს: თუ გსურთ დაუკავშირდეთ KCC- ს, ყოველთვის მიუთითეთ თქვენი სახელი, დაბადების თარიღი და საქმის ნომერი ზუსტად ისე, როგორც ეს მოცემულია სტატუსის შემოწმებაში (ESC). თქვენი საქმის ნომერი ნათლად უნდა იყოს დაწერილი თქვენი ელექტრონული ფოსტის ზედა მარჯვენა კუთხეში ან სათაურის სტრიქონში. KCC იღებს მხოლოდ შეკითხვებს ტელეფონით ან ელექტრონული ფოსტით. ნუ გაგზავნით ქაღალდის დოკუმენტებს ან კორესპონდენციას კენტუკის საკონსულო ცენტრში. მიღებული ქაღალდის ყველა დოკუმენტი ან მიმოწერა განადგურდება. KCC ტელეფონის ნომერია 606-526-7500 (დილის 7:30 საათიდან EST– მდე 4:00 საათამდე).
DS 260 ფორმის შევსება
გვერდი 1:
აპლიკაციაში შესასვლელად საჭიროა შეიყვანოთ თქვენი ქეისის ნომერი, რომელიც მითითებულია მწვანე ბარათის მოგების შეტყობინების ბოლოში
გვერდი 2:
აპლიკაციაში შესვლისთვის ყოველთვის დაგჭირდებათ შემდგი ინფორმაცია:
Case Number | ქეისის ნომერი
Enter the Principal Applicant’s Surname | აპლიკანტის გვარი
Enter the Principal Applicant’s Date of Birth | დაბადების რიცხვი, თვე და წელი
ყურადღება მიაქციეთ ჩაწერის ფორმატს (Format: DD-MMM-YYYY)
Electronic Diversity Visa Confirmation Number | მწვანე ბარათის შევსების დასტურის კოდი
I am the | ინფორმაცია ვინ ავსებს განაცხადს, ანუ ვინ ვარ მე
აპლიკანტი – APPLICANT, ადვოკატი – ATTORNEY, მესამე პირი სააგენტო – THIRD PARTY AGENT
Enter the characters as shown | დაცვითი კოდის შეყვანა, რაც აღნიშნულ გვერდზე იქნება მითითებული, როდესაც აპლიკაციას გახსნით
გვერდი 3:
სანამ მწვანე ბარათის სავიზო განაცხადის დამუშავება დაიწყება, უნდა შეავსოს განმცხადებელმა ფორმა DS-260, ემიგრანტების ონლაინ ვიზისა და უცხოელთა რეგისტრაციის განაცხადი. ონლაინ ფორმაზე შესასვლელად, დააჭირეთ ქვემოთ განმცხადებლის სახელის მარჯვნივ მოცემულ ბმულს, “”IV Application”” სათაურის ქვეშ.
თუ თქვენი ოჯახის წევრები არ არის ჩამოთვლილი ადამიანის სიაში, დააჭირეთ ღილაკს ““Add Applicant””, რომ დაამატოთ ისინი. DV პროგრამის დერივატიულ განმცხადებლებში შედის მეუღლეები ან 21 წლამდე ასაკის ბავშვები, რომლებიც აკმაყოფილებენ აშშ-ს საიმიგრაციო კანონის მოთხოვნებს. განაცხადის შევსება არ იძლევა იმის გარანტიას, რომ თქვენს შემთხვევაში თქვენი ოჯახის წევრი მიიღებს ვიზას, როგორც დერივატივი. ამის გადაწყვეტას შეძლებს მხოლოდ კონსულ ოფიცერი თქვენი სავიზო გასაუბრების დროს.
თუ თქვენ გაქვთ რაიმე შეკითხვები, გთხოვთ, დაუკავშირდეთ კენტუკის საკონსულო ცენტრს (KCC) ელ.ფოსტით ან ტელეფონით (საზოგადოებრივი გამოკითხვის ტელეფონის ნომერი 606-526-7500 დილის 7:30 საათიდან 16:00 საათამდე EDT ორშაბათი – პარასკევი)
დამხმარე დოკუმენტების შეგროვება
მას შემდეგ, რაც KCC მიიღებს და დაამუშავებს DS-260 სააპლიკაციო ფორმას თქვენთვის და თქვენი თანმხლები ოჯახის წევრებისთვის, თქვენ მიიღებთ ინსტრუქციას, თუ როგორ სად და რომელ რიცხვში უნდა გაიაროთ გასაუბრება საკონსულოში და წარადგინოთ საჭირო დამადასტურებელი დოკუმენტები.
განმცხადებელმა და ოჯახის თითოეულმა წევრმა, რომელნიც ამერიკაში უნდა გაჰყვნენ და აპლიკაციაში თავის დროზე მიეთითა მათი მონაცემები, უნდა წარმოადგინონ როგორც მთავარმა აპლიკანტმა ისე მათაც ქვემოთ ჩამოთვლილი დოკუმენტების ორიგინალები, ნათარგმნი და დამოწმებული ნოტარიულად და მათი ასლები. თქვენ მოგეთხოვებათ ორიგინალი დოკუმენტების მიტანა თქვენს სავიზო ინტერვიუს დროს აშშ-ს საელჩოში ან საკონსულოში, საჭირო თარგმანებთან ერთად.
დოკუმენტები
გადახედეთ ქვემოთ მოცემულ ინფორმაციას, რომ განსაზღვროთ რომელი დოკუმენტების მიღება გჭირდებათ. ორიგინალ დოკუმენტებს თან იქონიებთ თქვენს გასაუბრებაზე აშშ-ს საელჩოში ან საკონსულოში. ნუ გაგზავნით ამ დოკუმენტებს კურიერით (DHL, FEDEX ან სხვა ფოსტა) Kentucky Consular Center -ში ან ელ ფოსტით.
შესაგროვებელი დოკუმენტების სია:
- პასპორტი
- ყველა ძველი პასპორტი
- საზღვრის კვეთის დამადასტურებელი მოწმობა
- დაბადების მოწმობა
- სტატუსის დამადასტურებელი მოწმობა
- ნასამართლეობის ცნობა
- სამხედრო ბილეთი
- ატესტატი
- დიპლომი
- ორი ფოტო სურათი CD ზე და ამობეჭდილი – ზომა 5X5
- სამედიცინო შემოწმების დოკუმეტენი CITO | 250 USDTIBILISI – MCG Cito#40, Paliashvili St., Vake District, Tbilisi
Tel. (995 32) 2-25-19-48 / 51
Fax: (995 32) 2-25-19-52 - საკონსულოს მოსაკრებელი | 330 USD
- დანაზოგის შესახებ ცნობა | USD
შეტყობინება გასაუბრების თარიღის შესახებ
მას შემდეგ რაც შეასრულებთ მწვანე ბარათის გათამაშების (Diversity Visa Process) ინსტრუქციებს usvisas.state.gov-ზე და წარადგენთ მოთხოვნილ საიმიგრაციო ვიზის განაცხადის ფორმას (DS-260), თქვენ შესაძლებელია მიიღოთ შეტყობინება კენტაკის საკონსულო ცენტრიდან (KCC) თქვენი გასაუბრების დანიშვნის შესახებ. ელ-ფოსტით მიიღებთ მითითებას რომ შეხვიდეთ Entrant Status Check-ში Electronic Diversity Visa (E-DV) ვებსაიტზე, გამოიყენებთ რა თქვენს DV (მწვანე ბარათის გათამაშების) დასტურის ნომერს, თქვენი გასაუბრების თარიღის, დროის და ადგილის სანახავად.
კონსულ ოფიცერთან გასაუბრება საკონსულოში
თქვენი საიმიგრაციო ვიზისთვის გასაუბრების ბოლოს, საკონსულო ოფიცერი შეგატყობინებთ თქვენი სავიზო განაცხადი დამტკიცდა თუ უარყოფილ იქნა.
ზოგიერთი სავიზო განაცხადი საჭიროებს შემდგომ ადმინისტრაციულ განხილვას (administrative processing ), და საჭიროებს დამატებით დროს, საკონსულო ოფიცერთან ვიზის განაცხადის წარმდგენის გასაუბრების შემდეგ. განმცხადებელს ვატყობინებთ ამ მოთხოვნას განაცხადის წარდგენისას. უმრავლეს შემთხვევაში, ადმინისტრაციული განხილვა გასაუბრებიდან 60 დღის განმავლობაში სრულდება. ადმინისტრაციული განხილვის საჭიროების შემთხვევაში დროის ხანგრძლივობა იცვლება ყოველი საქმის კონკრეტული გარემოებების მიხედვით. თქვენი სავიზო განაცხადის სტატუსის შემოწმება შეგიძლიათ (check the status ) ceac.state.gov-ზე.
ვიზაზე უარის მიღების შემთხვევაში შეგიძლიათ მოიძიოთ სასარგებლო ინფორმაცია Ineligibilities and Waivers-ში, usvisas.state.gov-ზე.
გასაუბრების შემდგომ
თუ თქვენი ვიზა დამტკიცდება, შეგატყობინებენ როგორ და როდის გადმოგეცემათ თქვენი პასპორტი და ვიზა. ყურადღებით გაეცანით After the Interview-ს usvisas.state.gov-ზე იმისათვის თუ რა უნდა გააკეთოთ როდესაც მიიღებთ ვიზას.
და ბოლოს, მწვანე ბარათის ლატარიაში გამარჯვება ხსნის გზას ახალი შესაძლებლობისკენ. იმისათვის, რომ მაქსიმალურად გამოიყენოთ ეს შესაძლებლობა, მიჰყევით ამ ბლოგპოსტში მოცემულ ნაბიჯებს. იყავით ორგანიზებული, შეაგროვეთ ყველა საჭირო დოკუმენტი და საჭიროების შემთხვევაში მოიძიეთ ექსპერტიზის რჩევები. დაიმახსოვრე, მთელი პროცესის განმავლობაში მონდომება და ყურადღებიანობა გაზრდის სასურველი შედეგის შანსებს. გისურვებთ წარმატებას მწვანე ბარათის მოპოვებისა და ამერიკული ოცნების მიღწევის გზაზე!
რთული ჩანს? ჩვენ შეგვიძლია დახმარება
✅ პროფესიონალური მხარდაჭერა: ჩვენ ვამარტივებთ კომპლექსურ პროცესებს და ვუმკლავდებით ბიუროკრატიას.
📃 პერსონალიზებული დოკუმენტები: ჩვენ შეგიდგენთ საჭირო დოკუმენტების ჩამონათვალს, რაც მორგებული იქნება თქვენს სავიზო მოთხოვნაზე.
⏱️ დაზოგე დრო: ჩვენი ინოვაციური მიდგომა აჩქარებს სავიზო პროცესს და დაგიზოგავს თქვენს ძვირფას დროს.
❔ პასუხი ყველა კითხვაზე: ჩვენი გამოცდილი საზღვრის კვეთის აგენტები დაგეხმარებიან მიიღოთ პასუხი მოგზაურობასთან დაკავშირებით ყველა კითხვაზე.
📲 ყველა სამოგზაურო ინფორმაცია ერთ სივრცეში: ჩვენი პლატფორმაზე ერთხელ შეყვანილი ინფორმაცია ინახება და თქვენ შეძლებთ მის გამოყენებას მომავალი მოგზაურობებისას.