რა შემთხვევაში დისკვალიფიცირდება ან უარს მიიღებს მწვანე ბარათის გათამაშებაში მოგებული განმცხადებელი?

უკან
თარიღი: 4/1/2024
მწვანე ბარათი

მწვანე ბარათის გათამაშებას მსოფლიო მასშტაბით უამრავი ადამიანი ელოდება. რადგან მწვანე ბარათის მიღებას თან ახლავს უნიკალური შესაძლებლობები. მიგრანტები, რომლებიც აშშ-ში მწვანე ბარათით ცხოვრობენ, სარგებლობენ ყველა იმ უფლებით, რაც აშშ-ს მოქალაქეებს აქვთ, გარდა არჩევნებში მონაწილეობის მიღებისა.

მწვანე ბარათის გათამაშების პირველ ეტაპზე შერჩეული აპლიკანტებიდან, ხშირ შემთხვევაში, გარკვეული მათგანი ვერ აკმაყოფილებს შემდგომ მოთხოვნებს, რაც მათ დისკვალიფიცირებას განაპირობებს. საწყის ეტაპზე 55 000-ზე მეტი განაცხადი შეირჩევა, რისი მიზნობრიობაც ყველა ხელმისაწვდომი საემიგრაციო ვიზის გაცემის უზრუნველყოფაა. გამომდინარე აქედან, თუ თქვენ მწვანე ბარათის გათამაშების საწყის ეტაპზე შეგარჩიეს, ეს ავტომატურად არ გულისხმობს აშშ-ს მწვანე ბარათის მიღებას.

რა შემთხვევაში დისკვალიფიცირდება მოგებული განაცხადი?

თუ თქვენ წარმატებით შეგარჩიეს პირველ ეტაპზე, არსებობს გარკვეული გარემოებები, რის გამოც შესაძლებელია რომ თქვენი კანდიდატურა დისკვალიფიცირდეს ან უარი გეთქვათ კონსულ-ოფიცრის მიერ. განვიხილოთ კონკრეტული შემთხვევები:

DS260-ში არასწორი ინფორმაციის მითითება

პროგრამაში შერჩევის შემთხვევაში, აპლიკანტმა და აპლიკანტის მიერ განაცხადში მითითებულმა ყველა ოჯახის წევრმა უნდა შეავსოს DS260. თუ აპლიკაციას დროულად არ შეავსებთ, ან მიუთითებთ არასწორ ინფორმაციას, რომელიც შემდგომში გასაუბრებაზე კონსულთან თქვენ მიერ ნათქვამთან არ იქნება კავშირში, თქვენი კანდიდატურა დისკვალიფიცირდება. გასათვალისწინებელია ისიც, რომ DS260 აპლიკაციის რამდენჯერმე შევსებას ვერ შეძლებთ, სწორედ ამიტომ, დადასტურებამდე, შეყვანილ ინფორმაციას კიდევ ერთხელ გადაავლეთ თვალი.

ატესტატის არქონა

მნიშვნელოვანია აპლიკანტმა წარადგინოს საშუალო სკოლის ატესტატი. თუ თქვენ არ ფლობთ არსებულ დოკუმენტს და ვერ შეძლებთ მის წარდგენას, თქვენი კანდიდატურაც ავტომატურად დისკვალიფიცირდება ან გასაუბრების დროს კონსულ-ოფიცერმა შესაძლოა ამის გამო გითხრათ უარი.

ნასამართლეობა

თუ აპლიკანტი არის ნასამართლევი, შესაძლებელია მას უარი ეთქვას საემიგრაციო ვიზის მიღებაზე. თუმცა, გასათვალისწინებელია ისიც, თუ რა მუხლით იქნება კანდიდატი ნასამართლევი. აქ კონსული იტოვებს გადაწყვეტილების პირადად მიღების შესაძლებლობას, თუ ნასამართლები ხართ მსუბუქი მუხლით, არსებობს შანსი რომ კონსულმა დააკმაყოფილოს თქვენი კანდიდატურა. თუმცა, ნასამართლეობის შემთხვევაში, აპლიკანტების უმრავლესობა დისკვალიფიცირდებიან.

ასევე, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ნასამართლეობის ცნობა უნდა წარადგინოთ ყველა იმ ქვეყნიდან, სადაც 3-6 თვეზე მეტი ვადით ცხოვრობდით.

განაცხადის შეტანის პროცესში, ოჯახური მდგომარეობის არასწორად მითითება

თუ გათამაშებაში მონაწილეობის მისაღებად განაცხადში თქვენი ოჯახური მდგომარეობა არასწორად მიუთითეთ, თქვენი განაცხადი შესაძლებელია პირველ ეტაპზე შეირჩეს, თუმცა შემდგომში დიდი შანსია კონსულ ოფიცერმა უარი გითხრათ. მაგალითად, თუ ცხოვრობთ პარტნიორთან ერთად, ხართ ჯვარდაწერილები, თუმცა ოფიციალურად ხელი არ გაქვთ მოწერილი და განაცხადში მიუთითეთ რომ ხართ დაქორწინებული, დიდია ალბათობა რომ თქვენი მწვანე ბარათის აღებისთვის კონსულ-ოფიცერი უარს გეტყვით. ოფიციალურ ქორწინებაში ყოფნა თავისმხრივ მოიცავს იუსტიციის სახლში ქორწინების რეგისტრაციას, შესაბამისად, თუ თქვენ არ ფლობთ ქორწინების დამადასტურებელ მოწმობას, გამოდის რომ განაცხადში ცრუ ინფორმაცია მიუთითეთ. არსებობს გამონაკლისები, რომლებსაც კონსულ-ოფიცერი გასაუბრების დროს უშვებს ხოლმე და ვიზას აძლევს მიუხედავად ამ დარღვევისა, მაგრამ ხდება ძალიან იშვიათად.

აშშ-ში არალეგალად ყოფნა

თუ თქვენ ან თქვენს განაცხადში დამატებული აპლიკანტი, აშშ-ში იმყოფებოდით არალეგალურად, თქვენი კანდიდატურას მოგების შემთხვევაში შესაძლოა უარი თხრას კონსულ ოფიცერმა

აშშ-ში არაოფიციალური დაზღვევით შვილის გაჩენა

თუ თქვენ იმყოფებოდით აშშ-ში და არაოფიციალური დაზღვევით, (სახელმწიფოს ხარჯებით) შვილი გააჩინეთ, თქვენი კანდიდატურა მოგების შემთხვევაში დისკვალიფიცირდება. 2022 წლის დეკემბერში კანონში ცვლილებების შემდგომ, დისკვალიფიკაციისა და უარის თქმის ეს მიზეზი შესაძლოა აღარ გამოიყენონ ან გასაჩივრების საფუძველზე გააბათილოთ.

ყველა ზემოთ ჩამოთვლილი გარემოება შესაძლებელია გახდეს მოგებული კანდიდატის დისკვალიფიცირების ან კონსულ-ოფიცრის მიერ მწვანე ბარათზე უარის თქმის მიზეზი, რაც გათამაშების მოგების შემდგომი ეტაპებიდან გამორიცხვას გულისხმობს. თუმცა, აღსანიშნავია ისიც, რომ დისკვალიფიცირებულ კანდიდატს გათამაშებაში მონაწილეობის მიღება შემდეგ წელს შეუძლია. შესაბამისად, ერთხელ დისკვალიფიცირება შემდგომ წლებშიც დისკვალიფიცირებას არ გულისხმობს. ამიტომ, შეგიძლიათ ყოველ წელს მიიღოთ გათამაშებაში მონაწილეობა.

იმ შემთხვევაში თუ მწვანე ბარათის მოგების შემდგომ ეტაპებთან დაკავშირებით დახმარება დაგჭირდება შეავსე სარეგისტრაციო ფორმა (CTA).

რთული ჩანს? ჩვენ შეგვიძლია დახმარება

✅ პროფესიონალური მხარდაჭერა: ჩვენ ვამარტივებთ კომპლექსურ პროცესებს და ვუმკლავდებით ბიუროკრატიას.

📃 პერსონალიზებული დოკუმენტები: ჩვენ შეგიდგენთ საჭირო დოკუმენტების ჩამონათვალს, რაც მორგებული იქნება თქვენს სავიზო მოთხოვნაზე.

⏱️ დაზოგე დრო: ჩვენი ინოვაციური მიდგომა აჩქარებს სავიზო პროცესს და დაგიზოგავს თქვენს ძვირფას დროს.

❔ პასუხი ყველა კითხვაზე: ჩვენი გამოცდილი საზღვრის კვეთის აგენტები დაგეხმარებიან მიიღოთ პასუხი მოგზაურობასთან დაკავშირებით ყველა კითხვაზე.

📲 ყველა სამოგზაურო ინფორმაცია ერთ სივრცეში: ჩვენი პლატფორმაზე ერთხელ შეყვანილი ინფორმაცია ინახება და თქვენ შეძლებთ მის გამოყენებას მომავალი მოგზაურობებისას.