
Შინაურ ცხოველებთან ერთად მოგზაურობა ბოლო პერიოდში კიდევ უფრო აქტუალურია. თუ თქვენც გყავთ ოთხფეხა მეგობარი რომელთან ერთადაც მოგზაურობას გეგმავთ, მაშინ აუცილებლად წაიკითხეთ ჩვენი ბლოგი და გაიგეთ, თუ რა უნდა იცოდეთ მგზავრობამდე
🔹 Პირველ რიგში, ბილეთის შეძენისას/დაჯავშნისას, თქვენ აუცილებლად უნდა შეატყობინოთ თქვენს ავიახაზებს, რომ მგზავრობთ შინაურ ცხოველთან ერთად. უმეტეს შემთხვევაში, ავიახაზებს საჰაერო გზით გადაჰყავთ მხოლოდ ძაღლები და კატები
🔹 თქვენი შინაური ცხოველისთვის, როგორც წესი არსებობს ფრენის ორი მეთოდი, ესენია: თვითმფრინავის სამგზავრო სალონით, ან ჩასაბარებელი ბარგის განყოფილებით.
🔹 Მგზავრობის მეთოდს ავიახაზები ადგენენ და ეს ძირითადად დამოკიდებულია ცხოველის სიმაღლესა და წონაზე. Ხშირ შემთხვევაში, თუ მისი წონა არ აღემატება 8-10 კილოგრამს, ხოლო სიმაღლე კი 25 სანტიმეტრს, ცხოველის გადაადგილება შესაძლებელი იქნება თვითმფრინავის ბორტზე სპეციალური სამგზავრო ჩანთით, ხოლო ამ პარამეტრების გადაცდენის შემთხვევაში, მას მოუწევს ფრენა ჩასაბარებელი ბარგის განყოფილებასთან ერთად
🔹 ასევე მგზავრობამდე უნდა გაითვალისწინოთ ცხოველის ასაკი. Მინიმალური დაშვებული ასაკი ცხოველის საჰაერო გზით გადაადგილებისთვის 8 კვირაა, თუმცა ეს ასევე დამოკიდებულია იმ ავიახაზებზე, რომლის მეშვეობითაც მგზავრობთ და თქვენს სამგზავრო მიმართულებაზე. ეს ინფორმაცია აუცილებლად წინასწარ გადაამოწმეთ.
🔹 ავიაკომპანიებს ასევე ესაჭიროებათ ჯანმრთელობის სერთიფიკატი, რომელიც უნდა იყოს გაცემული აკრედიტებული ვეტერინარის მიერ სერტიფიკატი მოიცავს ფიზიკურ გამოკვლევას, სადაც ნაჩვენები იქნება, რომ თქვენი შინაური ცხოველი ჯანმრთელია და გაკეთებული აქვს სხვადასხვა ტიპის ვაქცინაციები (მათ შორის აცრილია ცოფზე)
🔹 სერთიფიკატი მოქმედია 30 დღის განმავლობაში და ის დაგჭირდებათ როგორც გასამგზავრებლად, ასევე დასაბრუნებლად. გაითალისწინეთ, რომ ამ დოკუმენტების დამზადებასა და მოგროვებას გარკვეული დრო დასჭირდება, ამიტომ სწორად გათვალეთ დრო, რომ გამგზავრებამდე ყველა დოკუმენტი წესრიგში გქონდეთ
🔹 ასევე, თუ ფიქრობთ ტრანკვილიზატორის გამოყენებას, წინასწარ აუცილებლად გაიარეთ კონსულტაცია ვეტერინართან. Ხშირ შემთხვევაში დამაწყნარებლების გამოყენება არ არის რეკომენდირებული, რადგან ამცირებს ცხოველების რეაგირების უნარს და შესაძლოა უარყოფითად იმოქმედოს მათ მგზავრობაზე.
🔹 ბოლოს კი გაითვალისწინეთ, რომ ცხოველების საჰაერო გზით გადაადგილება დამატებით ხარჯებთანაა დაკავშირებული, შესაძლოა მათთვის დამატებითი ადგილის ყიდვა, ან ჩასაბარებელ/სატვირთო ბარგთან ერთად ღირებულების გადახდა მოგიწიოთ
ყველა ზემოაღნიშნული ინფორმაცია კი წინასწარ გადაამოწმეთ ავიახაზებთან და მხოლოდ მას შემდეგ დაგეგმეთ თქვენ ოთხფეხა მეგობართან ერთად მოგზაურობა.
🔹 ნებისმიერი მიმართულებით მოგზაურობისას კი გახსოვდეთ, რომ იკონსული დაგეხმარებათ წინა-სამოგზაურო პროცესების დაგეგმვასა და სავიზო მომსახურების მიღებაში.
რთული ჩანს? ჩვენ შეგვიძლია დახმარება
✅ პროფესიონალური მხარდაჭერა: ჩვენ ვამარტივებთ კომპლექსურ პროცესებს და ვუმკლავდებით ბიუროკრატიას.
📃 პერსონალიზებული დოკუმენტები: ჩვენ შეგიდგენთ საჭირო დოკუმენტების ჩამონათვალს, რაც მორგებული იქნება თქვენს სავიზო მოთხოვნაზე.
⏱️ დაზოგე დრო: ჩვენი ინოვაციური მიდგომა აჩქარებს სავიზო პროცესს და დაგიზოგავს თქვენს ძვირფას დროს.
❔ პასუხი ყველა კითხვაზე: ჩვენი გამოცდილი საზღვრის კვეთის აგენტები დაგეხმარებიან მიიღოთ პასუხი მოგზაურობასთან დაკავშირებით ყველა კითხვაზე.
📲 ყველა სამოგზაურო ინფორმაცია ერთ სივრცეში: ჩვენი პლატფორმაზე ერთხელ შეყვანილი ინფორმაცია ინახება და თქვენ შეძლებთ მის გამოყენებას მომავალი მოგზაურობებისას.