პასპორტში ჩარტყმული სხვადასხვა სიმბოლოები შეიძლება ძალიან დამაბნეველი იყოს, განსაკუთრებით მაშინ, თუ წარსულში მსგავსი გამოცდილება არ გქონია. სხვადასხვა ქვეყანაში შესვლისას, საზღვარზე, როდესაც მესაზღვრე გარკვეულ სიმბოლოებს ან კოდს გიწერს, ნიშნავს, რომ გაქვს რაიმე სახის დარღვევა და არ გეძლევა ქვეყანაში შესვლის ნებართვა. მსგავსი დარღვევის მიზეზები კი ხშირად სწორედ ამ კოდების მიღმა იმალება.
რას შეიძლება ნიშნავდეს პასპორტში ჩაწერილი სიმბოლოები?
A (No valid travel document): ნიშნავს, რომ მოგზაურობის დროს თან არ გაქვს მოქმედები მოგზაურობის დოკუმენტი. მაგალითად, როგორიცაა ვადაგასული ან არასწორი პასპორტი.
B (False/counterfeit/forged travel document): თუ შენს პასპორტში მსგავსი კოდი აღმოაჩინე, ნიშნავს, რომ მესაზღვრემ შენი სამგზავრო დოკუმენტი, პასპორტი ყალბად მიიჩნია, რაც საკმაოდ სერიოზულ ბრალდებას წარმოადგენს და დამატებით განმარტებებს საჭიროებს.
C (No valid visa or residence permit): მსგავსი სიმბოლოს დაწერის საჭიროება არის მაშინ, როცა შენს პასპორტში არ არის მოქმედი ვიზა ან რეზიდენტობის ნებართვა, რაც ქვეყანაში შესვლისთვის საჭიროებას წარმოადგენს.
D (False/counterfeit/forged visa or residence permit): თუ მესაზღვრე-ოფიცერმა შენს პასპორტში D სიმბოლო მიუთითა, ნიშნავს, რომ შენი სამოგზაურო დოკუმენტი, როგორიცაა ვიზა და რეზიდენტობის ბარათი არასწორი ან გაყალბებულია.
E (No appropriate documentation justifying the purpose and conditions of stay): მოგზაურობისას, თუ მესაზღვრესთან შენი მოგზაურობის მიზნების დამტკიცება ვერ შეძელი, და ვერც საჭირო დოკუმენტაცია წარადგინე, შენს პასპორტში E სიმბოლო ჩაიწერება.
F (Has already stayed for three months during a six-month period on the territory of the Member States of the European Union): ეს სიმბოლო მიუთითებს, რომ შენ უკვე დაყავი ევროკავშირის წევრ ქვეყანაში სამი თვე და არ გაქვს დარჩენის უფლება.
G (Does not have sufficient means of subsistence): სიმბოლო მიუთითებს, რომ საზღვრის ოფიცერს ეჭვი აქვს, შენი ფინანსური რესურსების შესახებ.
H (Is a person for whom an alert has been issued for the purposes of refusing entry): აღნიშნული სიმბოლო მიუთითებს, რომ შენი შესვლა ქვეყანაში უკვე შეზღუდულია გარკვეული მიზეზების გამო. ეს შეიძლება იყოს SIS (Schengen Information System) სისტემაში ან ეროვნულ რეესტრში დაფიქსირებული მიზეზების გამო.
I (Is considered to be a threat to public policy, internal security, public health or the international relations of one or more of the Member States of the European Union): ჩამოთვლილთაგან ყველაზე სერიოზული სწორედ I სიმბოლოა, რომელიც ნიშნავს, რომ შენი შესვლა საფრთხეს უქმნის საზოგადოებრივ წესრიგს, უსაფრთხოებას, ჯანმრთელობას ან საერთაშორისო ურთიერთობებს.
როგორ მოვიქცე?
თუ საზღვარზე მსგავსი სიმბოლო ჩაგიწერეს, აუცილებლად უნდა დაადგინო მისი მიზეზი. ასეთ დროს შეგიძლია მიმართო შესაბამის უწყებებს ან კონსულს, რომ გაიგო, რა პრობლემაა და რა გზებით შეიძლება მისი მოგვარება. გარდა ამისა, მნიშვნელოვანია, რომ ყოველთვის გქონდეს მოქმედი და სწორი დოკუმენტაცია: პასპორტი, ვიზა, ფინანსური დოკუმენტები და სხვა.
სასარგებლო რჩევები
- ყოველთვის გადაამოწმე შენი დოკუმენტები მოგზაურობამდე: დარწმუნდი, რომ პასპორტი და ვიზა მოქმედია.
- თუ რაიმე შეფერხება ან შეზღუდვა გქონდა წარსულში, გაიარე წინასწარი კონსულტაცია შესაბამის უწყებასთან.
- იყავი ყურადღეებიანი და გააცნობიერე, რომ მსგავსი სიმბოლოები საზღვარზე არასასიამოვნო პროცესის დასაწყისია, პრობლემის მოსაგვარებლად კი დრო და მოთმინება დაგჭირდება.
პასპორტში ჩარტყმული კოდები, ერთი შეხედვით, შეიძლება მცირე დეტალი ჩანდეს, მაგრამ ისინი სერიოზულ პრობლემებზე მიგვანიშნებენ, რომლებსაც შესაძლოა მოგზაურობის დროს წავაწყდეთ. მნიშვნელოვანია, რომ საზღვარზე წარდგენისას შენი დოკუმენტები წესრიგში იყოს და მზად იყო მესაზღვრე-ოფიცრის კითხვებისთვის. ეს საშუალებას მოგცემს, თავიდან აიცილო მსგავსი გაუგებრობები და ჩართულობა ისეთ პროცედურებში, როგორიცაა აპელაცია. თუ რომელიმე სიმბოლოს შენს პასპორტში აღმოაჩენ, სჯობს, დრო არ დაკარგო და შესაბამის უწყებას დაუკავშირდე, რომ გაიგო, რა გზებით შეიძლება პრობლემის მოგვარება.
რთული ჩანს? ჩვენ შეგვიძლია დახმარება
✅ პროფესიონალური მხარდაჭერა: ჩვენ ვამარტივებთ კომპლექსურ პროცესებს და ვუმკლავდებით ბიუროკრატიას.
📃 პერსონალიზებული დოკუმენტები: ჩვენ შეგიდგენთ საჭირო დოკუმენტების ჩამონათვალს, რაც მორგებული იქნება თქვენს სავიზო მოთხოვნაზე.
⏱️ დაზოგე დრო: ჩვენი ინოვაციური მიდგომა აჩქარებს სავიზო პროცესს და დაგიზოგავს თქვენს ძვირფას დროს.
❔ პასუხი ყველა კითხვაზე: ჩვენი გამოცდილი საზღვრის კვეთის აგენტები დაგეხმარებიან მიიღოთ პასუხი მოგზაურობასთან დაკავშირებით ყველა კითხვაზე.
📲 ყველა სამოგზაურო ინფორმაცია ერთ სივრცეში: ჩვენი პლატფორმაზე ერთხელ შეყვანილი ინფორმაცია ინახება და თქვენ შეძლებთ მის გამოყენებას მომავალი მოგზაურობებისას.