5 მიზეზი, თუ რატომ უნდა აიღო ნომად ვიზა

უკან
თარიღი: 4/1/2025
ნომად ვიზა

ციფრული ნომადის ვიზა არის სპეციალური ნებართვა, რომელიც საშუალებას გაძლევს იცხოვრო და იმოგზაურო უცხოეთში, ონლაინ მუშაობისას.

პორტუგალია ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი არჩევანია ციფრული ნომადებისთვის, თუ შენც მოგწონს პორტუგალია – მისი უნიკალური კულტურა, ზღვისპირა ქალაქები და განსაცვიფრებელი ბუნება – და თან ონლაინ მუშაობ, მაშინ ნამდვილად უნდა იცოდე, რატომ ღირს ციფრული ნომადის ვიზის აღება. და თან, თუ ეძებ კომფორტულ და ინსპირაციულ გარემოს შრომისთვის, პორტუგალია იდეალური არჩევანია ციფრული ნომადებისთვის!

დარჩი ჩვენთან და გაიგე იმ უპირატესობების შესახებ, რომელსაც ნომად ვიზა გთავაზობს პორტუგალიაში.

ᲚᲔᲒᲐᲚᲣᲠᲐᲓ ᲪᲮᲝᲕᲠᲔᲑᲘᲡ ᲣᲤᲚᲔᲑᲐ

ციფრული ნომად ვიზა უფლებას გაძლევს იცხოვრო პორტუგალიაში მინიმუმ 1 წლის ვადით, მაშინ, როდესაც ვიზის გარეშე ქვეყანაში დარჩენის უფლება მაქსიმუმ 90 დღე გვაქვს ექვს თვიან ვადაში. ამას გარდა, თუ გრძელვადიან ვიზაზე გააკეთებ განაცხადს, შეგეძლება მისი გახანგრძლივებაც, რაც გზას გიხსნის მოქალაქეობისა და მუდმივი რეზიდენტობისკენ.

ᲔᲕᲠᲝᲙᲐᲕᲨᲘᲠᲘᲡ ᲛᲝᲥᲐᲚᲐᲥᲔᲝᲑᲘᲡ ᲛᲘᲦᲔᲑᲘᲡ ᲨᲔᲡᲐᲫᲚᲔᲑᲚᲝᲑᲐ

შენ, როგორც ციფრულ ნომადს, შესაძლებლობა გაქვს მიიღო პორტუგალიური პასპორტი, თუ ქვეყანაში გაატარებ ხუთ წელზე მეტს და ამავდროულად ინტეგრირდები ადგილობრივ კულტურაში. მაგრამ, იქამდე სანამ მოქალაქეობას მიიღებდე აუცილებელია ჩააბარო ენის ტესტი მინიმუმ A2 დონეზე.

ევროკავშირის მოქალაქეობის მიღების შემდეგ შენ შეგეძლება შეზღუდვების გარეშე გადაადგილდე, ისწავლო, იცხოვრო და იმუშაო ევროკავშირის 27 ქვეყანაში და დამატებით, ნორვეგია, ისლანდია, ლიხტენშტეინსა და შვეიცარიაში.

ᲬᲕᲓᲝᲛᲐ ᲡᲐᲮᲔᲚᲛᲬᲘᲤᲝ ᲡᲔᲠᲕᲘᲡᲔᲑᲖᲔ

შენ, როგორც ციფრული ნომად ვიზის მფლობელს, გექნება შესაძლებლობა ისარგებლო სახელმწიფო სერვისებით, როგორიც არის საგანმანათლებლო, ჯანმრთელობის თუ სხვა სოციალური სერვისები.

ლეგალურად ცხოვრების ფარგლებში შენ შეგეძლება გახსნა საბანკო ანგარიშებით, ისარგებლო ადგილობრივი და საერთაშორისო ფისკალური სისტემით, გააფორმო ქირავნობის ხელშეკრულებები.

ციფრული ნომად ვიზის მფლობელს შეუძლია დარეგისტრირდეს პორტუგალიის ეროვნული ჯანდაცვის სისტემაში (SNS – Serviço Nacional de Saúde) და მიიღოს სამედიცინო სერვისები, მათ შორის უფასო ან დაბალფასიანი კონსულტაციები, გადაუდებელი დახმარება და ჰოსპიტალური მომსახურება.

ᲛᲝᲥᲐᲚᲐᲥᲔᲝᲑᲐ ᲐᲮᲐᲚᲨᲝᲑᲘᲚᲔᲑᲡ

ბავშვი პორტუგალიაში ყოფნის დროს დაიბადება, მანამ, სანამ მის მშობელს რეზიდენტობის უფლება აქვს, ახალშობილი ავტომატურად გახდება პორტუგალიის მოქალაქე, მაგრამ იმ გამონაკლისით, რომ მშობელს მინიმუმ 1 წელი უნდა ჰქონდეს ნაცხოვრები პორტუგალიის სახელმწიფოში.

თუ გინდა, რომ იმუშაო დისტანციურად, იცხოვრო ზღვისპირა ქალაქებში, ისარგებლო ევროკავშირის სახელმწიფო სერვისებით და შექმნა კომფორტული გარემო როგორც შენთვის, ისე შენი ოჯახის წევრებისთვის – პორტუგალიის ციფრული ნომადის ვიზა იდეალური არჩევანია!

რთული ჩანს? ჩვენ შეგვიძლია დახმარება

✅ პროფესიონალური მხარდაჭერა: ჩვენ ვამარტივებთ კომპლექსურ პროცესებს და ვუმკლავდებით ბიუროკრატიას.

📃 პერსონალიზებული დოკუმენტები: ჩვენ შეგიდგენთ საჭირო დოკუმენტების ჩამონათვალს, რაც მორგებული იქნება თქვენს სავიზო მოთხოვნაზე.

⏱️ დაზოგე დრო: ჩვენი ინოვაციური მიდგომა აჩქარებს სავიზო პროცესს და დაგიზოგავს თქვენს ძვირფას დროს.

❔ პასუხი ყველა კითხვაზე: ჩვენი გამოცდილი საზღვრის კვეთის აგენტები დაგეხმარებიან მიიღოთ პასუხი მოგზაურობასთან დაკავშირებით ყველა კითხვაზე.

📲 ყველა სამოგზაურო ინფორმაცია ერთ სივრცეში: ჩვენი პლატფორმაზე ერთხელ შეყვანილი ინფორმაცია ინახება და თქვენ შეძლებთ მის გამოყენებას მომავალი მოგზაურობებისას.