
კანადა მრავალი მოგზაურისთვის საოცნებო ქვეყანაა. თავისი ბუნებრივი სილამაზით, მრავალფეროვანი კულტურითა და მოწინავე ეკონომიკით, ის ხშირად პირველ არჩევანად იქცევა. თუმცა, ვიზის მისაღებად მნიშვნელოვანია პროცესის დროულად დაწყება. აი, 5 მთავარი მიზეზი, რატომ უნდა დაიწყოთ კანადის სავიზო პროცესი დღესვე:
ᲞᲠᲝᲪᲔᲡᲘᲡ ᲮᲐᲜᲒᲠᲫᲚᲘᲕᲝᲑᲐ
კანადის სავიზო პროცესი ხანგრძლივია და შესაძლოა რამდენიმე თვიდან ერთ წლამდე გაგრძელდეს. პროცესის ხანგრძლივობა დამოკიდებულია ვიზის ტიპზე. აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ საქართველოს მოქალაქეები სარეგისტრაციო პროცედურების გავლის და კანადის სავიზო სამსახურის წერილის მიღების შემდეგ, ბიომეტრიულ მონაცემებს აბარებენ კანადის სავიზო განაცხადების ცენტრში (CVAC), რის შემდგომაც დოკუმენტები პასპორტთან ერთად იგზავნება თურქეთში, ანკარაში არსებულ კანადის საელჩოში.
ᲓᲝᲙᲣᲛᲔᲜᲢᲐᲪᲘᲘᲡ ᲛᲝᲛᲖᲐᲓᲔᲑᲐ
სავიზო განაცხადისთვის საჭირო დოკუმენტაციის შეგროვებას დრო და ყურადღება სჭირდება. საბანკო ცნობები, დასაქმების წერილები და ქონების დამადასტურებელი დოკუმენტები ხშირად მოითხოვს დამატებით დეტალებს ან განმარტებებს. სავიზო განაცხადის დროულად დაწყება მოგცემს შესაძლებლობას: მოამზადო ყველა საჭირო დოკუმენტი სწორად, და პრობლემების დაფიქსირების შემთხვევაში სწრაფად აღმოფხვრა ხარვეზი.
ᲡᲐᲙᲛᲐᲠᲘᲡᲘ ᲓᲠᲝ ᲓᲐᲛᲐᲢᲔᲑᲘᲗᲘ ᲛᲝᲗᲮᲝᲕᲜᲔᲑᲘᲡ ᲓᲐᲡᲐᲙᲛᲐᲧᲝᲤᲘᲚᲔᲑᲚᲐᲓ
საელჩო ხშირად ითხოვს დამატებით დოკუმენტაციას, განმარტებებს ან ინტერვიუს დანიშვნას. ეს შესაძლოა მოულოდნელი იყოს და დამატებით დროს მოითხოვდეს. დროულად დაწყებით თქვენ გექნებათ საკმარისი დრო, რომ უპასუხოთ ყველა მოთხოვნას და გამართული განაცხადი წარადგინოთ.
ᲡᲐᲤᲠᲗᲮᲔᲔᲑᲘᲡ ᲗᲐᲕᲘᲓᲐᲜ ᲐᲪᲘᲚᲔᲑᲐ
სავიზო პროცესი მოითხოვს ყურადღებას და დეტალების სრულყოფილ მართვას. დაგვიანებით დაწყებამ შესაძლოა გამოიწვიოს შეცდომები, რომლებიც ვიზის უარყოფის მიზეზი გახდება. დროულად დაწყება საშუალებას გაძლევთ, მშვიდად და საფუძვლიანად შეამოწმოთ თქვენი განაცხადი და ყველა დოკუმენტი.
ᲡᲐᲕᲘᲖᲝ ᲡᲢᲐᲢᲣᲡᲘᲡ ᲒᲐᲣᲛᲯᲝᲑᲔᲡᲔᲑᲐ ᲛᲝᲛᲐᲕᲐᲚᲨᲘ
კანადის ვიზის მიღება არა მხოლოდ თქვენი ახლანდელი მოგზაურობისთვის არის მნიშვნელოვანი, არამედ პოზიტიურ გავლენას ახდენს მომავალ ვიზებზე. უკვე მიღებული ვიზა გაძლევთ მეტ ნდობასა და შანსს, რომ მომავალი ვიზებიც ადვილად მიიღოთ, იქნება ეს სამუშაო, სტუდენტური თუ გრძელვადიანი ვიზები.
რთული ჩანს? ჩვენ შეგვიძლია დახმარება
✅ პროფესიონალური მხარდაჭერა: ჩვენ ვამარტივებთ კომპლექსურ პროცესებს და ვუმკლავდებით ბიუროკრატიას.
📃 პერსონალიზებული დოკუმენტები: ჩვენ შეგიდგენთ საჭირო დოკუმენტების ჩამონათვალს, რაც მორგებული იქნება თქვენს სავიზო მოთხოვნაზე.
⏱️ დაზოგე დრო: ჩვენი ინოვაციური მიდგომა აჩქარებს სავიზო პროცესს და დაგიზოგავს თქვენს ძვირფას დროს.
❔ პასუხი ყველა კითხვაზე: ჩვენი გამოცდილი საზღვრის კვეთის აგენტები დაგეხმარებიან მიიღოთ პასუხი მოგზაურობასთან დაკავშირებით ყველა კითხვაზე.
📲 ყველა სამოგზაურო ინფორმაცია ერთ სივრცეში: ჩვენი პლატფორმაზე ერთხელ შეყვანილი ინფორმაცია ინახება და თქვენ შეძლებთ მის გამოყენებას მომავალი მოგზაურობებისას.