
ამერიკის შეერთებული შტატების ვიზის მისაღებად საჭიროა გაიაროთ გასაუბრება საკონსულოში. ინტერვიუ მიმდინარეობს მხოლოდ 30 წამიდან 2 წუთამდე. შეზღუდული დრო განპირობებულია ამერიკის ვიზის მსურველთა დიდი რაოდენობით. დღის მანძილზე საკმაოდ ბევრი აპლიკანტი შედის საკონსულოში გასაუბრებაზე.
კონსულ-ოფიცრებს აქვთ შესაბამისი ცოდნა და გამოცდილება, თუ რა კითხვები დასვან გასაუბრების დროს და პასუხების მიხედვით, როგორ გადაწყვიტონ ინდივიდუალურად ვიზა გასცენ თუ არა. 30 წამიდან 2 წუთამდე, ეს დრო არის ძალიან მცირე, იმისთვის რომ სრულად გაუზიარო შენს შესახებ ინფორმაცია კონსულ ოფიცერს. ამიტომ, მნიშვნელოვანია კითხვებზე პასუხები იყოს წინასწარ მომზადებული. თქვენი პასუხები უნდა იყოს კარგად ფორმირებული. შეეცადეთ გამოიყენოთ დადებითი სიტყვები. არ ვიცი, ვერ გეტყვით, მსგავსი პასუხები ნეგატიუტრად იმოქმედებს გასაუბრებაზე.
სავარაუდო კითხვები ინტერვიუს დროს
- თუკი ევროპაში ან სხვა მესამე ქვეყანაში დაგიხართ, კითხვა შესაძლოა იყოს: რატომ ჩამოხვედით აქ გასაუბრებაზე?
- Სად მიდიხართ?
- Რამდენი ხნით მიდიხართ?
- Რა უნდა მოინახულოთ ამერიკაში?
- Რომელი ავიაკომპანიით მიფრინავთ?
- Რა ჰქვია სასტუმროს სადაც გაჩერდები?
- Რამდენი გადაიხადეთ?
- Რა გიჯდებათ მოგზაურობა?
- ერთმანეთის რა ხართ?
- Მარტო რატომ მოგზაურობთ
- გიმოგზაურიათ თუ არა ერთად? (თუკი რამდენიმე ადამიანი მიდიხართ)
- გყვათ თუ არა ოჯახის წევრი ამერიკაში?
- Რა სტატუსით ცხოვრობენ შენი ოჯახის წევრები ამერიკაში?
- Როგორ გამოიყურება თქვენი ოჯახის წევრი, რომელიც ამერიკაშია?
- Სად მუშაობს თქვენი ოჯახის წევრი, რომელიც ამერიკაშია?
- Მოწვევა გაქვთ, თქვენი ოჯახის წევრისგან?
- Მომიყევით თქვენი ერთი სამუშაო დღე
- Რამდენი თანამშრომელი ხართ სამსახურში?
- Რამდენი გაქვთ ხელფასი, ევროში, დოლარში?
- ვინ იხდის თქვენი მოგზაურობის ხარჯებს?
- ვინ გაფინანასებთ?
- Შვილები გყავთ?
- Სად ტოვებთ შვილებს? Ვის უტოვებთ შვილებს საქართველოში?
- გიმოგზაურიათ თუ არა ამერიკაში?
- გქონიათ თუ არა ამერიკის ვიზა?
- თქვენი საყვარელი მწერალი?
- Საერთო შვილები თუ გყავთ?
- თუკი უარი მიიღეთ ადრე: რა შეიცვალა პირველი უარიდან დღემდე?
- Რატომ არის მნიშვნელოვანი ამ უნივერსიტეტში თქვენი სწავლის გაგრძელება?
- უნივერსიტეტის თანხა გადახდილი გაქვთ?
- გაცვლითი პროგრამების დროს, რატომ მიდიხართ ამ პროგრამაზე, რატომ არის ეს პროგრამა მნიშვნელოვანი შენთვის?
დამატებითი რჩევები
- დოკუმენტები, რომლებიც საკონსულოში შეგაქვთ, არის იმისთვის, რომ თქვენ უფრო თავდაჯერებულად იგრძნოთ თავი. 1% არის იმის შესაძლებლობა და შანსი, რომ კონსულ ოფიცერმა რომელიმე დოკუმენტი გამოგართვათ. საბუთები გიჭირავთ თქვენ ხელში. მხოლოდ კონსულ ოფიცრის დაინტერესების შემთხვევაში, აწოდებთ იმ საბუთს რომელიც მას სურს.
- გაიღიმეთ და შექმენით პოზიტიური გარემო.
- საკონსულოში ძალიან სიმშვიდეა, ამიტომ თქვენ ხმადაბლა ნუ ისაუბრებთ. პირიქით, ისაუბრებთ ხმამაღლა და დამაჯერებლად.
- ინტერვიუს დროს აუცილებლად კონსულ ოფიცერს უყურეთ თვალებში. მიუხედავად იმისა, ის გიყურებთ თუ არა თქვენ.
- წინადადებების ფორმულირება. უამრავი კითხვა შეიძლება დაისვას. მთავარია, პასუხი შეიცავდეს: დადებით სიტყვებს, მტკიცებით ფორმაში. არ, ვერ, სავარაუდოდ, არ ვიცი და მსგავსი უარყოფითი სიტყვები არ გამოიყენოთ წინადადებაში პასუხი უნდა იყოს რამდენიმე წინადადებისგან შემდგარი, და ზუსტად პასუხობდეს კითხვას. მაგალითად: თუ გეკითხებიან, მომიყევი შენი ერთი სამუშაო დღე. უნდა მოუყვე, სამსახურში მნიშვნელოვანი საკითხებზე, რასაც აკეთებ და რაც გევალება.
- გასაუბრების დროს კონსულ ოფიცერი ხსნის აპლიკაციას და ამ აპლიკაციის მიხედვით სვამს 4 დან 6 კითხვამდე. კითხვა პასუხი დაახლოებით მოგაგონებთ მაგიდის ტენისის თამაშს. კითხვა… პასუხი, კითხვა… პასუხი, კითხვა…. პასუხი და ინტერვიუ დასრულებულია.
- მნიშვნელოვანია მოუსმინოთ კონსულ ოფიცრის შეკითხვას, რას და რატომ გეკითხებათ. მაგალითად: თუ გეკითხებათ მომიყევით თქვენი ერთი სამუშაო დღე, ამით აინტერესებს ნამდვილად მუშაობთ თუ არა იქ, რაც აპლიკაციაში მიუთითეთ.
- სავარაუდო კითხვების გათვლა წინასწარ შეუძლებელია, მთავარია გაითვალისწინოთ ზემოთ მოყვანილი რჩევები. მოუსმინოთ რას და რატომ გეკითხებათ კონსულ ოფიცერი და ამის შემდგომ უპასუხოთ.
რთული ჩანს? ჩვენ შეგვიძლია დახმარება
✅ პროფესიონალური მხარდაჭერა: ჩვენ ვამარტივებთ კომპლექსურ პროცესებს და ვუმკლავდებით ბიუროკრატიას.
📃 პერსონალიზებული დოკუმენტები: ჩვენ შეგიდგენთ საჭირო დოკუმენტების ჩამონათვალს, რაც მორგებული იქნება თქვენს სავიზო მოთხოვნაზე.
⏱️ დაზოგე დრო: ჩვენი ინოვაციური მიდგომა აჩქარებს სავიზო პროცესს და დაგიზოგავს თქვენს ძვირფას დროს.
❔ პასუხი ყველა კითხვაზე: ჩვენი გამოცდილი საზღვრის კვეთის აგენტები დაგეხმარებიან მიიღოთ პასუხი მოგზაურობასთან დაკავშირებით ყველა კითხვაზე.
📲 ყველა სამოგზაურო ინფორმაცია ერთ სივრცეში: ჩვენი პლატფორმაზე ერთხელ შეყვანილი ინფორმაცია ინახება და თქვენ შეძლებთ მის გამოყენებას მომავალი მოგზაურობებისას.