
თუ ხარ ფრილანსერი ან დისტანციურად მომუშავე პროფესიონალი და გინდა ევროპაში ცხოვრება, პორტუგალიის D8 ციფრული ნომადების ვიზა შეიძლება სწორედ ის იყოს, რასაც ეძებ. ეს ვიზა შექმნილია არაევროკავშირის ქვეყნების მოქალაქეებისთვის, რომლებიც მუშაობენ ფრილანსერებად ან დისტანციურად და სურთ პორტუგალიაში ლეგალურად ცხოვრება – თან ოჯახის წევრების წაყვანის შესაძლებლობით.
ᲠᲐ ᲐᲠᲘᲡ ᲞᲝᲠᲢᲣᲒᲐᲚᲘᲘᲡ ᲜᲝᲛᲐᲓ ᲕᲘᲖᲐ?
პორტუგალიის ნომად ვიზა D კატეგორიის ვიზაა, რომელიც უფლებას გაძლევს პორტუგალიის ტერიტორიაზე მინიმუმ ერთი წლის განმავლობაში ცხოვრობდე. როგორც ზემოთ ვახსენეთ, ის გათვლილია ფრილანსერებისთვის და დისტანციურად მომუშავე პროფესიონალებისთვის, რომელთა ყოველთვიური შემოსავალი 3 280 ევროს სცდება. ციფრული ნომადის ვიზა შენთვის არის, თუ მუშაობ ონლაინ, გაქვს საკმარისი შემოსავალი და გსურს იცხოვრო ოკეანესთან და შეხვდე შენნაირ ადამიანებს.
ᲪᲘᲤᲠᲣᲚᲘ ᲜᲝᲛᲐᲓ ᲕᲘᲖᲘᲡ ᲙᲐᲢᲔᲒᲝᲠᲘᲔᲑᲘ
პორტუგალიის ციფრული ნომად ვიზა ორ ძირითად კატეგორიად იყოფა:
გრძელვადიანი ვიზა- რომელიც ქვეყანაში ორჯერ შესვლის უფლებას გაძლევს, მაგრამ მისი აღებიდან 4 თვეში, პორტუგალიაში ჩასვლისთანავე შეგეძლება 2 წლიან რეზიდენტობაზე განაცხადის შეტანა. ხოლო, ორწლიანი რეზიდენტობის ვადის გასვლის შემდეგ შეგეძლება მისი გახანგრძლივება სამ წლამდე ვადით. ხუთი წლის შემდეგ კი, შეგეძლება მუდმივი რეზიდენტობის ან მოქალაქეობის მიღებაც.
მოკლევადიანი ვიზა- ვალიდურია მხოლოდ ერთი წლით და ქვეყანაში მრავალჯერადი შესვლის უფლებას გაძლევს. თუმცა, გახსოვდეს იცის, რომ მოკლევადიანი ვიზის ვადის ამოწურვის შემდეგ რეზიდენტობის ბარათის მიღება არ ხდება.
ᲜᲝᲛᲐᲓ ᲕᲘᲖᲘᲡ ᲛᲝᲗᲮᲝᲕᲜᲔᲑᲘ
ძირითადი მოთხოვნები, რომლებსაც ციფრული ნომად ვიზის ასაღებად უნდა აკმაყოფილებდე შემდეგია:
- ხარ 18 ან მეტი წლის;
- ხარ არაევროკავშირის წევრი ქვეყნის მოქალაქე.
- ხარ ინფლუენსერი, ან მუშაობ ონლაინ და გაქვს გრძელვადიანი კონტრაქტი;
- შენი ყოველთვიური შემოსავალი მინიმუმ 3 280 ევროა;
- შეგიძლია მინიმუმ 1 წლით ბინის ქირაობა;
აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ ციფრული ნომად ვიზის მქონე პირებს პორტუგალიაში ოჯახის წევრების მოწვევაც შეუძლიათ. ეს ვრცელდება აპლიკანტის მეუღლეზე, 18 წლამდე შვილზე და მშობლებზე 65 წლიდან. ან, 18 წელს ზემოთ შვილზე, თუ ისინი არიან დასაოჯახებლები და შენზე ფინანსურად დამოკიდებულები.
ᲡᲐᲭᲘᲠᲝ ᲓᲝᲙᲣᲛᲔᲜᲢᲔᲑᲘ
იმისთვის, რომ პორტუგალიის ციფრული ნომად ვიზა მიიღო, საჭიროა სხვადასხვა სახის დოკუმენტების შეგროვება, რომელიც შენს ფინანსურ სტაბილურობასა და სამსახურებრივ ფონს გაუსვამს ხაზს. სტანდარტული დოკუმენტების ჩამონათვალი კი შემდეგნაირია:
მოქმედი პასპორტი
ორი ფოტო სურათი, 4.5 x 3.5 ზომის.
დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს შენი ონლაინ დასაქმების ტიპს: კონტრაქტი ან შეთანხმება.
საბანკო ამონაწერი
საბანკო ამონაწერი ანაბრის ანგარიშით.
საშემოსავლო და საგადასახადო დეკლარაციები
სამოტივაციო წერილი
აპოსტილით დამოწმებული ნასამართლობის ცნობა
ქირავნობის ცნობა
ჯანმრთელობის დაზღვევა
ᲠᲐ ᲜᲐᲑᲘᲯᲔᲑᲘᲐ ᲒᲐᲡᲐᲕᲚᲔᲚᲘ ᲪᲘᲤᲠᲣᲚᲘ ᲜᲝᲛᲐᲓ ᲕᲘᲖᲘᲡ ᲐᲡᲐᲦᲔᲑᲐᲓ
საქართველოს მოქალაქეები ციფრული ნომად ვიზის ასაღებად პორტუგალიის საკონსულოს თურქეთში, ქალაქ ანკარაში უნდა ეწვიონ. მთლიანი პროცესი, ვიზის აღებიდან რეზიდენტობის მიღებამდე შესაზლოა 6 თვემდე გაიწელოს.
პირველ რიგში აუცილებელია მოაგროვო ზემოთ ჩამოთვლილი დოკუმენტები, მიიტანო პორტუგალიის საკონსულოში და გადაიხადო სავიზო მოსაკრებელიც.
შენი სავიზო განაცხადი 90 დღის მანძილზე დამუშავდება. თუ თანხმობას მიიღებ, ვიზას პასპორტში ჩაგიკრავენ. ასევე, საკონსულო დაგიჯავშნის შეხვედრას AIMA ( the Agency for Integration, Migration and Asylum of Portugal)-ში, რათა პორტუგალიაში ჩასვლისთანავე მიიღო რეზიდენტობის ბარათი.
AIMA-ში შენ იგივე დოკუმენტების წარდგენა მოგიწევს, რაც პორტუგალიის საკონსულოში წარადგინე, ამასთან ერთად გადაიხდი მოსაკრებელსაც.
რეზიდენტობის ბარათის დამუშავების პროცესი 2-დან 12 კვირამდე გრძელდება. დამუშავების შემდეგ კი მას სახლში, პოსტით მიიღებ.
რთული ჩანს? ჩვენ შეგვიძლია დახმარება
✅ პროფესიონალური მხარდაჭერა: ჩვენ ვამარტივებთ კომპლექსურ პროცესებს და ვუმკლავდებით ბიუროკრატიას.
📃 პერსონალიზებული დოკუმენტები: ჩვენ შეგიდგენთ საჭირო დოკუმენტების ჩამონათვალს, რაც მორგებული იქნება თქვენს სავიზო მოთხოვნაზე.
⏱️ დაზოგე დრო: ჩვენი ინოვაციური მიდგომა აჩქარებს სავიზო პროცესს და დაგიზოგავს თქვენს ძვირფას დროს.
❔ პასუხი ყველა კითხვაზე: ჩვენი გამოცდილი საზღვრის კვეთის აგენტები დაგეხმარებიან მიიღოთ პასუხი მოგზაურობასთან დაკავშირებით ყველა კითხვაზე.
📲 ყველა სამოგზაურო ინფორმაცია ერთ სივრცეში: ჩვენი პლატფორმაზე ერთხელ შეყვანილი ინფორმაცია ინახება და თქვენ შეძლებთ მის გამოყენებას მომავალი მოგზაურობებისას.