ᲠᲝᲒᲝᲠ ᲩᲐᲕᲘᲪᲕᲐᲗ ᲐᲛᲔᲠᲘᲙᲘᲡ ᲡᲐᲙᲝᲜᲡᲣᲚᲝᲨᲘ ᲒᲐᲡᲐᲣᲑᲠᲔᲑᲘᲡ ᲓᲠᲝᲡ?

ამერიკის საკონსულოში გასაუბრების დროს მნიშვნელოვანია როგორ გამოვიყურებით. საშუალოდ, გასაუბრება მიმდინარეობს 30 წამიდან 2 წუთამდე. ვიზუალურ ეფექტს დიდი მნიშვნელობა აქვს.

თუ გაინტერესებთ ამერიკის ვიზის შესახებ მეტი ინფორმაცია, გადადით ამ ბმულზე

 ᲢᲐᲜᲡᲐᲪᲛᲔᲚᲘ 👔

უმეტეს შემთხვევაში, ადამიანები უპირატესობას ანიჭებენ smart casual – თავისუფალ საქმიან სტილს. რაც ერთის მხრივ მიღებულია ოფიციალური შეხვედრისთვის და ასევე შედარებით კომფორტულია თავისუფალი სტილის მოყვარული ადამიანისთვის. თუმცა ეს სტილი არ არის ყველა ადამიანისთვის მისაღები.

🤡 არასდროს არ ჩაიცვათ ის ტანისამოსი რომელშიც თავს არ გრძნობთ კომფორტულად. გასაუბრებისას ტანისამოსზე ფიქრმა შეიძლება ხელი შეგიშალოთ გასაუბრების პროცესის თავისუფლად წარმართვაში.

თუკი თქვენ ყოველდღიურად გაცვიათ კლასიკური ტანსაცმელი, და მასში კომფორტულად გრძნობთ თავს, მაშინ შეგიძლიათ ჩაიცვათ კლასიკურად, მაგალითად შარვალ-კოსტიუმი.

დიდი მნიშვნელობა ენიჭება თუ რა გაქვთ მითითებული 👉 ds160-ის აპლიკაციის ფორმაში. თუ მიუთითეთ, რომ თქვენ “საშოპინგოდ” მიდიხართ 😎 ამერიკაში, მნიშვნელოვანია, რომ თქვენი სტილი იყოს შესაბამისი, გეცვათ თქვენთვის საყვარელი ბრენდის ცნობილი მოდელები. გამოიყურებოდეთ ექსტრავაგანტურად.

თუკი მიდიხართ ფესტივალზე, და გასაუბრების დროს ამბობთ, რომ უამრავ ქვეყანაში ნამყოფი ხართ. ჩაიცვით თავისუფლად – ისე როგორც წახვიდოდით სამოგზაუროდ.

ყოველ წელს ზღვის სანაპიროზე მოგზაური ადამიანებისთვის, და მათთვის ვინც კონსულ ოფიცერს ეუბნება, რომ Miami beach-ზე მიდის ზღვის სანაპიროზე, სასურველია გასაუბრების დროსაც ჰქონდეს რუჯი (შეფერილი კანი).

ᲐᲥᲡᲔᲡᲣᲐᲠᲔᲑᲘ 🕶

სასურველია გეკეთოთ თქვენი სტილის ამსახველი აქსესუარი. მაგალითად: ძვირადღირებული.

⌚ საათი,

📿 ყელსაბამი,

💍 ბეჭედი და ა.შ.

ეს ხაზს უსვამს, რომ თქვენ გაქვთ ამერიკაში მოგზაურობის ფულიც

ᲓᲐᲛᲐᲢᲔᲑᲘᲗᲘ ᲓᲔᲢᲐᲚᲔᲑᲘ 📇

კონსულ ოფიცერთან გასაუბრების დროს, კონსულ ხედავს თქვენს ზედა ტანს. ამიტომ, გაითვალისწინეთ თქვენი ვარცხნილობა და ხელის თითები იყოს მოწესრიგებული და გამოიყურებოდეს თქვენი სტილის შესაბამისად.

🚫 უსაფრთხოების გამო, საკონსულოში , ჩანთის, ელექტრონული ტექნიკის და მსგავსი ნივთების შეტანის უფლება არ გაქვთ. მსგავსი ნივთები უნდა დატოვოთ გარეთ თქვენს თანმხლებ პირთან ან სადმე, საკონსულოს გვერდით არსებულ ობიექტზე. ნივთების დატოვებისთვის მოგიწევთ თანხის გადახდა. ხშირ შემთხვევაში ბარათით ვერ გადაიხდით ამიტომ თან იქონიეთ ხელზე თანხა.

მნიშვნელოვანია, შერჩეულ ტანსაცმელში გრძნობდეთ თავს, მაქსიმალურად კომფორტულად. თქვენი გონება მიმართული უნდა იყოს გასაუბრებისკენ, თუ რას გეკითხებათ კონსულ ოფიცერი და როგორი პასუხი უნდა გასცეთ მას. ტანსაცმელი, რომელიც დისკომფორტს გიქმნით არ ჩაიცვათ. ეს გასაუბრებაში ხელს შეგიძლიათ და თქვენი გონება გასაუბრების ნაცვლად, მიმართული იქნება ტანსაცმელზე.

თუ გსურთ ამერიკის სავიზო მომსახურება შეავსეთ მითითებული ფორმა  და მიჰყევით პროცესს. დამატებითი კითხვების შემთხვევაში დაგვიკავშირდით აქ, ან მოგვწერეთ მეილზე: Contact@eConsul.io

Icon Icon
რთული ჩანს? ჩვენ შეგვიძლია დახმარება:

 პროფესონალური მხარდაჭერა: ჩვენ ვამარტივებთ კომპლექსურ პრცესებს და ვუმკლავდებით ბიუროკრატიას.

🗒️  პერსონალიზებული დოკუმენტები: ჩვენ შეგიდგენთ საჭირო დოკუმენტების ჩამონათვალს, რაც მორგებული იქნება თქვენს სავიზო მოთხოვნაზე.

⏱️  დაზოგე დრო: ჩვენი ინოვაციური მიდგომა აჩქარებს სავიზო პროცესს და დაგიზოგავს თქვენს ძვირფას დროს.

 პასუხი ყველა კითხვაზე: ჩვენი გამოცდილი საზღვრის კვეთის აგენტები დაგეხმარებიან მიიღოთ პასუხი მოგზაურობასთან დაკავშირებით ყველა კითხვაზე.

📲  ყველა სამოგზაურო ინფორმაცია ერთ სივრცეში: ჩვენი პლატფორმაზე ერთხელ შეყვანილი ინფორმაცია ინახება და თქვენ შეძლებთ მის გამოყენებას მომავალი მოგზაურობებისას.

სხვა პოპულარული თემები