როგორ დავასკანეროთ დოკუმენტები საკონსულოსთვის

უკან
თარიღი: 5/8/2024
ზოგადი

თანამედროვე სამყაროში დოკუმენტებთან სწრაფად და ეფექტურად მუშაობა უმნიშვნელოვანესია, როგორც სამსახურეობრივი, ისე პირადი გამოყენებისთვის.

საბედნიეროდ, ჩვენს ცხოვრებაში არსებობენ მობილური ტელეფონები, რომლებიც თავიდან გვაცილებენ სკანირების ტრადიციული მეთოდებით გამოწვეულ სტრესსა და დაძაბულობას. ისინი გვიმარტივებენ პროცესს და არ მოითხოვენ რთულ პროგრამულ უზრუნველყოფას ან სპეციალურ ცოდნას. დღეს მარტივი სკანირების საშუალებას უამრავი აპლიკაცია და მობილურში ინტეგრირებული ფუნქცია გვაძლევს.

5 მარტივი გზა დოკუმენტების სკანირებისთვის

თქვენი მობილურის კამერა

თუ თანამედროვე სმარტფონი გაქვს, ჩაშენებული კამერის დახმარებით მარტივად შეძლებ დოკუმენტების სკანირებას. დასკანერებული დოკუმენტები იგივე სახის ფოტოებია, ასე რომ, მარტივად შეგიძლია ფოტო გადაუღო შენთვის სასურველ დოკუმენტს და მობილურში შეინახო. მსგავსი ხერხით შეძლებ მარტივად, დამატებითი აპლიკაციის ჩამოტვირთვის გარეშე შეინახო ნებისმიერი დოკუმენტის ასლი. იხილეთ პროცესი:

გახსენი კამერის აპლიკაცია შენს მობილურში:

მოათავსე დოკუმენტი სწორ და ნათელ ზედაპირზე, დააფისქირე ობიექტივში და სულ ეს არის, დოკუმენტი დასკანერებულია.

GOOGLE DRIVE-ის აპლიკაცია

Google Drive არის აპლიკაცია, რომელიც გაძლევს საშუალებას დაასკანერო, შეინახო, გააზიარო და დაარედაქტირო ნებისმიერი სახის დოკუმენტი მარტივად და სწრაფად. აპლიკაცია ხელმისაწვდომია როგორც Android-ის, ასევე iOS-ის მომხმარებლისთვის. Google Drive-ის მეშვეობით არა მხოლოდ დაასკანერებ დოკუმენტს, არამედ შეძლებ მის ჩამოტვირთვას და შენახვას მომავალი საქმიანობებისთვის.

გახსენი აპლიკაცია, დააჭირე + ხატულას და აირჩიე Scan Document

მოათავსე დოკუმენტი ცენტრში. აპლიკაცია თავად აღიქვამს მას და მომენტალურად, ყოველგვარი ჩარევის გარეშე დაასკანერებს.

შედეგად კი მიიღებ მაღალი გარჩევადობის დოკუმენტს, რომელიც მზადაა გასაზიარებლად.

ADOBE SCAN-ის აპლიკაცია

Adobe Scan არის უფასო და მარტივი აპლიკაცია, რომელიც გეხმარება გააციფრულო და მაღალი გარჩევადობის ხარისხით შეინახო ნებისმიერი სახის დოკუმენტი. იქნება ეს წიგნი, ბიზნეს ბარათი, ნახატი თუ პასპორტი. სკანირების გარდა, აპლიკაციის დახმარებით შეძლებ მარტივად შეიტანო ცვლილებები დოკუმენტებში, შეინახო დოკუმენტები PDF და WORD ფორმატებში, დაადო პაროლი და გააზიარო ისინი.

გაიარე მარტივი რეგისტრაცია:

რეგისტრაციის დასრულების შემდეგ აპლიკაცია თავად გადაგიყვანს სკანირების გაყოფილებაში. მოათავსე დოკუმენტი სწორ და ნათელ ზედაპირზე, დააფიქსირე კადრი.

მოცემულ ხატულაზე დაკლიკებით შეძლებ ყველა დასკანერებული დოკუმენტების ნახვასა და მათზე მუშაობას.

files და note აპლიკაციები ios-ის მომხმარებლებისთვის

IOS-ი საკუთარ მომხმარებლებს სკაირების პროცესს მობულურში ინტერგრირებული ხელსაწყოების დამხარებით უმარტივებს.

Notes

საზოგადოდ აპლიკაცია ცნობილია, როგორც იდეების, შენიშვნების ჩასაწერი პროგრამული უზროვნეყოფა, მაგრამ ცოტამ თუ იცის მასში ჩაშენებული სკანირების ფუნქიის შესახებ, რომელიც გვეხმარება დოკომენტების მარტივად სკანირებასა და მობილიზებაში;

გახსენი აპლიკაცია, აირჩიე შემდეგი გამოსახულებები:

მოათავსე დოკუმენტი ცენტრში, არ დაგავიწყდეს განათებაც.

აპლიკაცია დოკუმენტს თავად აღიქვამს, დააფიქსირებს და შეინახავს სკანირებული სახით.

Files

File-ის აპლიკაცია Google Drive-ის აპლიკაციას ჰგავს, რადგან აპლიკაციაშივე შეგიძლია ძალიან მარტივად, ყოველგვარი გართულებების გარეშე შეინახო სხვადასხვა ტიპის ფაილები და დოკუმენტები. სკანირების ფუნქციის დახმარებით კი მარტივად შეგიძლია დაასკანერო და შეინახო შენთვის მნიშვნელოვანი დოკუმენტი.

გახსენით აპლიკაცია, დააკლიკეთ სამ წერტილს, შემდგომ აირჩიეთ Scan Documents

კამერა დაიჭირეთ ისე, რომ დოკუმენტზე მოცუმული ინფორმაცია კარგად აღქმადი იყოს. გადიაღეთ ფოტო:

კამერა თავად შეინახავს დოკუმენტს ყოველგვარი ჩარივის გარეშე. ამის შემდეგ კი თავიუფლად შეძლებ მის სრუვილისამებრ გამოყენებას.

CAMSCANNER-ის აპლიკაცია

CamScanner-ის აპლიკაცია გაძლევს საშუალებას მობილური ტელეფონის კამერის გამოყენებით ყველა სახის ქაღალდის დოკუმენტს აჩუქო ახალი სიცოხლე ციფრულ სამყაროში. იქნება ეს: ქვითარი, რეცეპტი, ინვოისი, სავიზიტო ბარათი, სერთიფიკატი, ბილეთი და ა.შ. სკანირების გარდა, აპლიკაციის დახმარებით ძალიან მარტივად შეძლებ დოკუმენტების ამოჭრას და რედაქტირებას.

გახსენი აპლიკაცია და მიჰყევი ინსტრუქციას; დოკუმენტის დასასკანირებლად აირჩიე აღნიშნული ხატულა:

მოათავსე დოკუმენტი ცენტრში, დააფიქსირე შენთვის სასურველი კადრი:

შედეგად კი მიიღებ უმაღლესი ხარისხის დოკუმენტს, რომლის გაზიარებასათან ერთად დარედაქტირებაც შეგეძლება:

ახლა, როცა იცი, როგორ გამოიყენო სხვადასხვა სახის მობილური აპლიკაციები, იმედი გვაქვს, რომ ძალიან მარტივად, სწრაფად და სტრესის გარეშე შეძლებ შენთვის საჭირო დოკუმენტების სკანირებას. წარმატებებს გისურვებთ!

რთული ჩანს? ჩვენ შეგვიძლია დახმარება

✅ პროფესიონალური მხარდაჭერა: ჩვენ ვამარტივებთ კომპლექსურ პროცესებს და ვუმკლავდებით ბიუროკრატიას.

📃 პერსონალიზებული დოკუმენტები: ჩვენ შეგიდგენთ საჭირო დოკუმენტების ჩამონათვალს, რაც მორგებული იქნება თქვენს სავიზო მოთხოვნაზე.

⏱️ დაზოგე დრო: ჩვენი ინოვაციური მიდგომა აჩქარებს სავიზო პროცესს და დაგიზოგავს თქვენს ძვირფას დროს.

❔ პასუხი ყველა კითხვაზე: ჩვენი გამოცდილი საზღვრის კვეთის აგენტები დაგეხმარებიან მიიღოთ პასუხი მოგზაურობასთან დაკავშირებით ყველა კითხვაზე.

📲 ყველა სამოგზაურო ინფორმაცია ერთ სივრცეში: ჩვენი პლატფორმაზე ერთხელ შეყვანილი ინფორმაცია ინახება და თქვენ შეძლებთ მის გამოყენებას მომავალი მოგზაურობებისას.