
თუ ცხოვრობთ საქართველოში და გსურთ ეწვიოთ არუბას, კურასაოს ან კარიბის კუნძულების სხვა ნაწილებს 90 დღემდე ვადით, ამ სტატიაში გაგაცნობთ დეტალურ ინფორმაციას, თუ როგორ უნდა მოიქცეთ.
აპლიკაციის ფორმა
თქვენ უნდა წარადგინოთ განაცხადი პირადად. 18 წლამდე ასაკის ადამიანები ასევე პირადად უნდა გამოცხადდნენ. თან უნდა იქონიოთ საკონსულოს მიერ მოთხოვნილი დოკუმენტები. ყველა საბუთისთვის გათვალისწინებული უნდა გქონდეთ როგორც ორიგინალი, ასევე ასლი. გაითვალისწინეთ, რომ საელჩოს ან გენერალურ საკონსულოს არ შეუძლია თქვენთვის ასლის გადაღება. უნდა წარმოადგინოთ კარიბის კუნძულების ვიზის განაცხადის შევსებული ფორმა, რომელსაც შემდგომ ხელი უნდა მოაწეროთ საკონსულოს წარმომადგენელი პირის თანდასწრებით.
პასპორტი
თქვენ უნდა წარმოადგინოთ პასპორტი ან სხვა სამგზავრო დოკუმენტი, რომელსაც აქვს მინიმუმ ორი ცარიელი გვერდი და ძალაშია სულ მცირე 3 თვის განმავლობაში, კარიბის კუნძულების ნაწილების დატოვების შემდეგ. განაცხადის წარდგენისას თქვენ ასევე უნდა წარადგინოთ პასპორტი. თუ გჭირდებათ მტკიცებულება, რომ თქვენს პასპორტს ფლობს საელჩო ან გენერალური საკონსულო, თან იქონიეთ დამატებითი ასლი. საელჩო ან გენერალური საკონსულო უფასოდ დაგიკრავთ ბეჭდის ასლს.
დოკუმენტები არასრულწლოვანთათვის
თუ თქვენ განაცხადებთ ვიზაზე 18 წლამდე ასაკის ბავშვის სახელით, თან უნდა იქონიოთ ბავშვის დაბადების მოწმობა და ბავშვის მშობლის (მშობლების) ან მეურვის (მეურვეების) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი.
თუ ბავშვი არ მიემგზავრება მშობლებთან ერთად, ან თუ ბავშვის მხოლოდ ერთი მშობელი იქნება შვილთან ერთად, თქვენ უნდა წარმოადგინოთ თანხმობის დეკლარაცია, რომელსაც ხელს აწერენ ორივე მშობელი, ან ვისაც აქვს მშობლის პასუხისმგებლობა. თუ ბავშვზე მშობლის პასუხისმგებლობა მხოლოდ 1 მშობელს აქვს, თქვენ მოგიწევთ ამის დამადასტურებელი სასამართლოს გადაწყვეტილების, ან განცხადების წარდგენა სასამართლოსგან
კანონიერი საცხოვრებელი ადგილის დამადასტურებელი საბუთი
თქვენ უნდა შეგეძლოთ დაამტკიცოთ, რომ ქვეყანაში ხართ კანონიერად მცხოვრები პირი. ამისათვის თქვენ შეგიძლიათ თან იქონიოთ პასპორტი, ბინადრობის ნებართვა ან ვიზა.
ფოტო
წარადგინეთ ფოტო, რომელიც აკმაყოფილებს ჰოლანდიურ მოთხოვნებს პასპორტის ფოტოებისთვის.
მოგზაურობის მარშრუტი
თქვენ უნდა წარადგინოთ მოგზაურობის მარშრუტი. მაგალითად, ფრენის დაჯავშნით. გირჩევთ, არ შეიძინოთ ბილეთები ვიზის მიღებამდე.
ტრანზიტის დამადასტურებელი საბუთი
საჭიროების შემთხვევაში, თქვენ ასევე უნდა დაამტკიცოთ, რომ კარიბის კუნძულების დატოვების შემდეგ შეგიძლიათ ლეგალურად გადახვიდეთ სხვა ქვეყანაში. ამისათვის უნდა აჩვენოთ პასპორტი, ბინადრობის ნებართვა ან ვიზა.
ფინანსების დამადასტურებელი საბუთი (ტურისტული და საქმიანი მოგზაურობისას)
თქვენ უნდა წარმოადგინოთ მტკიცებულება, რომ გაქვთ საკმარისი თანხა თქვენი საცხოვრებლისა და მოგზაურობის ხარჯების დასაფარად. საშუალოდ, ეს არის 150 აშშ დოლარიდან 200 აშშ დოლარამდე დღეში. ასევე უნდა წარადგინოთ 3 ბოლო საბანკო ამონაწერი (ქაღალდის ან ციფრული სახით) თქვენს სახელზე. ასევე შეგიძლიათ აჩვენოთ ხელმოწერილი სამოგზაურო ჩეკები თქვენი სახელით.
ფინანსების დამადასტურებელი საბუთი (მოგზაურებისთვის, რომლებიც სტუმრობენ ოჯახს ან მეგობრებს)
თქვენ უნდა წარმოადგინოთ მტკიცებულება იმისა, რომ გაქვთ საკმარისი თანხა ოჯახთან და მეგობრებთან ყოფნის პერიოდისთვის. საშუალოდ, ეს არის დაახლოებით 100 აშშ დოლარი დღეში. უნდა წარადგინოთ 3 ბოლო საბანკო ამონაწერი (ქაღალდის ან ციფრული სახით) თქვენს სახელზ. ასევე შეგიძლიათ აჩვენოთ ხელმოწერილი სამოგზაურო ჩეკები.
სპონსორის წერილი
თუ თქვენ არ შეგიძლიათ დაამტკიცოთ, რომ გაქვთ საკმარისი თანხა, აუცილებლად გჭირდებათ სპონსორი, კარიბის კუნძულების ნაწილში თქვენი ოჯახის წევრის ან მეგობრის სახით. გარანტორმა უნდა შეავსოს ფინანსური გარანტორის დეკლარაცია. ეს პირადად უნდა განახორციელოს ადგილობრივ ორგანოსთან, რათა მოხდეს დეკლარაციის ლეგალიზება.
კარიბის კუნძულების ნაწილებში, თქვენს სპონსორს შეუძლია შეავსოს გარანტორის განცხადება შემდეგი ორგანოების მეშვეობით:
არუბა: კანონმდებლობისა და იურიდიულ საკითხთა დეპარტამენტი (Directie Wetgeving en Juridische Zaken)
კურასაო: Toelatingsorganisatie Curaçao
წმინდა მარტენი: სამოქალაქო რეესტრის დეპარტამენტი (Dienst Burgerzaken)
ბონერი, წმინდა ევსტათიუსი და საბა: IND კარიბის კუნძულები, ნიდერლანდები
ვიზაზე განაცხადისას თქვენ უნდა აჩვენოთ, რომ თქვენს სპონსორს საკმარისი თანხა აქვს თქვენი მოგზაურობის დასაფარად. საშუალოდ, ეს არის დაახლოებით 100 აშშ დოლარი დღეში. ამისათვის უნდა წარმოადგინოთ შემდეგი დოკუმენტები (თქვენი სპონსორისგან მიღებული):
- ლეგალიზებული სპონსორობის წერილი
- მათი 3 უახლესი საბანკო ამონაწერი
- მათი 3 უახლესი ანაზღაურება
- დამსაქმებლის დეკლარაცია ან სამუშაო კონტაქტი
- მათი პასპორტის ან პირადობის მოწმობის ასლი
დოკუმენტები თანამშრომლებისთვის, სტუდენტებისთვის ან დამოუკიდებელი ბიზნეს მოგზაურებისთვის
თანამშრომლებმა უნდა წარმოადგინონ დამსაქმებლის დეკლარაცია, რომელშიც მითითებული იქნება მათი სამუშაოს დასახელება, სამსახურში მოღვაწეობის ხანგრძლივობა, ყოველთვიური შემოსავალი და შვებულების ნებართვა.
სტუდენტებმა უნდა წარმოადგინონ მტკიცებულება, რომ დარეგისტრირებულნი არიან როგორც სტუდენტი სკოლასა ან უნივერსიტეტში.
დამოუკიდებელმა ბიზნეს მოგზაურებმა თქვენ უნდა დაადასტურონ ოფიციალური დოკუმენტით, რომ ფლობენ რეგისტრირებულ ბიზნესს და აჩვენონ გასული წლის საგადასახადო დეკლარაცია.
დამატებითი ინფორმაცია თქვენი ვიზიტის მიზნობრიობის შესახებ:
ოჯახის ან მეგობრების მონახულება
თქვენ უნდა წარმოადგინოთ სპონსორის დეკლარაცია, წერილი ან ელექტრონული ფოსტა, რომელიც დაადასტურებს, რომ დარჩებით მოცემულ ადამიანთან.
ტურიზმი
თქვენ უნდა მიაწოდოთ თქვენი საცხოვრებლის ჯავშნის ასლი, რომელიც შეიცავს საკონტაქტო დეტალებს, ასევე თქვენი ჯავშნის ნომერს. ან უნდა წარმოადგინოთ მტკიცებულება, რომ იღებთ მონაწილეობას ჯგუფურ მოგზაურობაში.
ბიზნესი
უნდა წარადგინოთ მოწვევის წერილი კარიბის კუნძულების ნაწილებში მდებარე კომპანიისგან, ასევე თქვენი დამსაქმებლის წერილი. ორივე წერილი უნდა შეიცავდეს შემდეგ ინფორმაციას:
- თქვენი სამუშაო
- თქვენი ვიზიტის მიზეზი
მინიმუმ 1 წერილში უნდა იყოს მითითებული ინფორმაცია იმის შესახებ, თუ სად დარჩებით თქვენი ვიზიტის დროს და ვინ ფარავს თქვენი მოგზაურობის ხარჯებს.
სამედიცინო დაზღვევა
თქვენ უნდა წარადგინოთ ოფიციალური დოკუმენტი სადაზღვევო კომპანიისგან. უნდა დადასტურდეს, დაზღვევა თქვენს სახელზეა. საბუთმა ასევე უნდა დაამტკიცოს, რომ თქვენი სადაზღვევო პოლისი უზრუნველყოფს სამედიცინო ხარჯებს:
- კარიბის კუნძულების ყველა ნაწილში
- თქვენი ყოფნის მთელი ხანგრძლივობისთვის
- მინიმუმ 15000 აშშ დოლარად
საავადმყოფოში მოვლის, გადაუდებელი მკურნალობისა და სხვა ხარჯებს (მათ შორის გარდაცვალების შემთხვევაში).
თუ თქვენი სადაზღვევო პოლისი არ ფარავს ზემოაღნიშნულს, ან თუ არ გაქვთ ამის დამადასტურებელი ოფიციალური დოკუმენტი, თქვენ უნდა აიღოთ პოლისი, რომელიც უზრუნველყოფს ამ ზემოთ ჩამოთვლილ პუნქტებს.
გაითვალისწინეთ – ამ დოკუმენტების წარდგენა ავტომატურად არ არის გარანტი ვიზის მიღების. საელჩოს ან საკონსულოს შეუძლია უარი თქვას თქვენს განაცხადზე ან მოითხოვოს დამატებითი ინფორმაცია.
რა ღირს ვიზა და რამდენი დრო სჭირდება მის მიღებას?
ვიზაზე განაცხადისას ნიდერლანდების საელჩოში ან გენერალურ საკონსულოში, თქვენ უნდა გადაიხადოთ თანხა. თქვენ შეგიძლიათ ღირებულების შესახებ ინფორმაციას გაეცნოთ ბმულზე – Consular fees. Choose your country. | NetherlandsWorldwide
თუ თქვენ განაცხადებთ გარე სერვისის პროვაიდერის მეშვეობით, მეტის გადახდა მოგიწევთ. ყველაზე ადრე შეგიძლიათ მიმართოთ გამგზავრებამდე 3 თვით ადრე. უმეტეს შემთხვევაში, თქვენ პასუხი გეცნობებათ 15 კალენდარული დღის განმავლობაში.
რთული ჩანს? ჩვენ შეგვიძლია დახმარება
✅ პროფესიონალური მხარდაჭერა: ჩვენ ვამარტივებთ კომპლექსურ პროცესებს და ვუმკლავდებით ბიუროკრატიას.
📃 პერსონალიზებული დოკუმენტები: ჩვენ შეგიდგენთ საჭირო დოკუმენტების ჩამონათვალს, რაც მორგებული იქნება თქვენს სავიზო მოთხოვნაზე.
⏱️ დაზოგე დრო: ჩვენი ინოვაციური მიდგომა აჩქარებს სავიზო პროცესს და დაგიზოგავს თქვენს ძვირფას დროს.
❔ პასუხი ყველა კითხვაზე: ჩვენი გამოცდილი საზღვრის კვეთის აგენტები დაგეხმარებიან მიიღოთ პასუხი მოგზაურობასთან დაკავშირებით ყველა კითხვაზე.
📲 ყველა სამოგზაურო ინფორმაცია ერთ სივრცეში: ჩვენი პლატფორმაზე ერთხელ შეყვანილი ინფორმაცია ინახება და თქვენ შეძლებთ მის გამოყენებას მომავალი მოგზაურობებისას.