როგორ წავიკითხოთ პასპორტის მონაცემები სწორად

უკან
თარიღი: 1/3/2025
პასპორტი

ალბათ ხშირად შეგხვედრია პასპორტები, სადაც გამოყენებულია განსაკუთრებული სიმბოლოები, ან პასპორტის მფლობელს აქვს ერთზე მეტი სახელი, ან ზოგჯერ გვარი საერთოდ არ არის მითითებული. ეს ყოველივე დამოკიდებულია კონკრეტული ქვეყნების კულტურაზე, ტრადიციებზე და სამართლებრივ სისტემაზე.

მაგალითად ინდონეზიაში ბევრ ადამიანს არ აქვს გვარი, ამიტომ პასპორტში მხოლოდ სახელი წერია. ხოლო არაბულ ქვეყნებში სახელი შეიძლება მოიცავდეს მამისა და ბაბუის სახელებსაც, რაც მთელ სტრუქტურას ქმნის. ვიეტნამში კი ისეთ ბგერებს იყენებენ, რომლებსაც სხვა ქვეყნებში არ ვხვდებით.

თუმცა, როცა საქმე ეხება ბილეთების შეძენას, სასტუმროს დაჯავშნას ან სავიზო აპლიკაციის შევსებას, ასეთი შემთხვევების სწორად მართვა საერთაშორისო სტანდარტების დაცვას მოითხოვს.

ICAO ᲓᲐ MRZ ᲡᲢᲐᲜᲓᲐᲠᲢᲔᲑᲘ

საერთაშორისო მოგზაურობისას, მათ შორის სავიზო აპლიკაციების შევსებისას, სასტურმოს დაჯავშნისას თუ სამოგზაურო ბილეთის ყიდვისას მნიშვნელოვანია ICAO (International Civil Aviation Organization)-ს, ანუ გლობალური საავიაციო სტანდარტების დაცვა.

რა არის ICAO?

ICAO (International Civil Aviation Organization) გლობალური საავიაციო ორგანიზაციაა, რომელიც ადგენს საერთაშორისო სტანდარტებს, მათ შორის პასპორტებისთვის.

ICAO-ს მიზანია:

  • უსაფრთხო მოგზაურობის უზრუნველყოფა;
  • პასპორტების მონაცემების უნიფიცირება, რათა ისინი ყველა ქვეყანაში ადვილად იკითხებოდეს;
  • ბიომეტრიული და ელექტრონული პასპორტების მხარდაჭერა.

MRZ (Machine Readable Zone):

MRZ არის პასპორტის ქვედა ზონა, რომელიც განკუთვნილია მანქანით წასაკითხად.
MRZ-ი შედგება ორი ან სამი ხაზისგან, სადაც განთავსებულია პასპორტის მფლობელის სახელი, გვარი, დაბადების თარიღი, ქვეყანა, პასპორტის ვადა და ნომერი. ყველა მონაცემი კოდირდება ლათინური ასოებით და < სიმბოლოთი, რაც აჩქარებს მონაცემების ავტომატურ კითხვადობას.

მსოფლიოს ყველა პასპორტში MRZ ერთნაირადაა ფორმატირებული, რაც საშუალებას აძლევს მანქანას ავტომატურად და სწრაფად წაიკითხოს აღნიშნული მონაცემები.

ᲠᲝᲒᲝᲠ ᲕᲐᲕᲡᲔᲑᲗ ᲛᲝᲜᲐᲪᲔᲛᲔᲑᲡ ᲑᲘᲚᲔᲗᲔᲑᲘᲡᲐ ᲓᲐ ᲐᲞᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘᲡᲗᲕᲘᲡ

ბილეთების ყიდვისას, სასტუმროს დაჯავშნისას ან სხვადასხვა სააპლიკაციო ფორმის შევსებისას აუცილებელია სახელი და გვარი სწორ ფორმატში იყოს მითითებული, ისე, როგორც ეს MRZ ზონაში წერია.

ჩვენი სახელი და გვარი სწორედ mrz ფორმატის პირველ ხაზშია მოცემული. თავდაპირველად ვხვდებით პასპორტის ტიპს, შემდეგ ქვეყნის სამსიმბოლიან კოდს, შემდეგ გვარს < სიმბოლომდე და ბოლოს სახელს < სიმბოლოს შემდეგ.

მაგალითად : P<GEOGVARI<<SAKHELI

თუ გვარი არ წერია

თუ პასპორტში გვარი არ არის მითითებული, MRZ ზონა გვარის ადგილას < სიმბოლოებს ათავსებს. ასეთ შემთხვევაში აპლიკაციის შევსებისას გვარის ადგილს ვტოვებთ ცარიელს, ან ვწერთ: “UNKNOWN”; “FNU (first name unknown)”

მაგალითად: PGEO<<<SAKHELI

რამდენიმე სახელის ფლობის შემთხვევაში

თუ პასპორტის მფლობელს რამდენიმე სახელი აქვს, სავიზო აპლიკაციის ან სხვა რომელიმე სარეგისტრაციო ფორმის შევსებისას, არ უნდა დაგვავიწყდეს mrz ფორმატის გამოყენება.

ყველა სახელი უნდა შევიყვანოთ MRZ თანმიმდევრობით. თუ შევსების დროს აპლიკაცია საშუალებას გვაძლევს < სიმბოლოები უნდა ჩავანაცვლოთ თავისუფალი სივრცეებით ან გავაერთიანოთ სახელები.

შეზღუდვების შემთხვევაში კი გამოვიყენოთ მხოლოდ პირველი სახელი.

განსხვავებული სიმბოლოები სახელსა და გვარში

ICAO-ს MRZ ზონაში გამოიყენება მხოლოდ ლათინური ასოები (A-Z) და ციფრები (0-9), ამიტომ სპეციალური სიმბოლოები და ბგერები უნიფიცირდება და იცვლება სტანდარტიზებული წესებით.

მაგალითად: სახელი Björn, mrz ფორმატში ჩაწერება, როგორც BJOERN; ხოლო François ჩაიწერება, როგორც FRANCOIS.

იმისთვის, რომ საერთაშორისო მგზავრობისას, ბილეთების შესყიდვისას ან სავიზო, სააპლიკაციო ფორმის შევსების შემდეგ პრობლემებს არ წავაწყდეთ მნიშვნელონია ჩვენი სახელისა და გვარის ზუსტად გადატანა. რაშიც MRZ ფორმატი დიდ როლს თამაშობს.

არ დაგავიწყდეს ზემოთ აღნიშნული წესები და შემდეგი მგზავრობისას აუცილებლად გამოიყენე ჩვენ მიერ გაზიარებული წესები.

ბედნიერ მოგზაურობას გისურვებთ!

რთული ჩანს? ჩვენ შეგვიძლია დახმარება

✅ პროფესიონალური მხარდაჭერა: ჩვენ ვამარტივებთ კომპლექსურ პროცესებს და ვუმკლავდებით ბიუროკრატიას.

📃 პერსონალიზებული დოკუმენტები: ჩვენ შეგიდგენთ საჭირო დოკუმენტების ჩამონათვალს, რაც მორგებული იქნება თქვენს სავიზო მოთხოვნაზე.

⏱️ დაზოგე დრო: ჩვენი ინოვაციური მიდგომა აჩქარებს სავიზო პროცესს და დაგიზოგავს თქვენს ძვირფას დროს.

❔ პასუხი ყველა კითხვაზე: ჩვენი გამოცდილი საზღვრის კვეთის აგენტები დაგეხმარებიან მიიღოთ პასუხი მოგზაურობასთან დაკავშირებით ყველა კითხვაზე.

📲 ყველა სამოგზაურო ინფორმაცია ერთ სივრცეში: ჩვენი პლატფორმაზე ერთხელ შეყვანილი ინფორმაცია ინახება და თქვენ შეძლებთ მის გამოყენებას მომავალი მოგზაურობებისას.