
ვიზის მიღება არცთუისე მარტივი პროცედურაა და ყველა ქვეყნისთვის სავიზო პროცესები განსხვავებულია, ისევე როგორც გაცემული ვიზის ხანგრძლივობა. თითოეულ გაცემულ ვიზას კი აქვს მოქმედების კონკრეტული ვადა, რისი დაცვაც საკმაოდ მნიშვნელოვანია.
დღეს ამ ბლოგში მოგიყვებით თუ რა უნდა იცოდე ვიზის ვადის მოქმედების შესახებ, რატომ არის მნიშვენოლავი ვიზის ვადების დაცვა და ასევე, განვხილავთ კონკრეტულ ქვეყნებს, რომლებიც ვიზას შედარებით ხანგრძლივი პერიოდით გასცემენ.
ქვეყნები, რომლებიც ვიზას შედარებით ხანგრძლივი პერიოდით გასცემენ
ვიზის მოქმედების ვადა იწყება მისი გაცემიდან და ვალიდურია იმ თარიღამდე, რომელ თარიღამდეც გაიცა. ვიზის მოქმედების ვადები ქვენების მიხედვით განსხვავებულია, ასევე განსხვავებულია ვიზის კატეგორიების მიხედვითაც და ხშირ შემთხვევაში ინდივიდუალურად, კონკრეტული შემთხვევიდან გამომდინარე განისაზღვრება. მაგალითად, აშშ-ს ტურისტული ვიზის ხანგრძლივობა დამოკიდებულია კონსულის გადაწყვეტილებაზე. მართალია უმეტესად გასცემენ 10 წლიან ვიზებს, თუმცა კონსულ-ოფიცერმა შესაძლოა ის პერიოდი გასცეს რა პერიოდიც მგზავრს აქვს მითითებული სამოგზაუროდ მაგ.: 2 კვირა, 3 კვირა, 1 წელი და ა.შ. რაც შეეხება სხვა კატეგორიის ვიზებს, როგორიცაა სასწავლო, სამუშაო და სხვა, ძირითადად გაიცემა ვიზიტის ხანგრძლივობის შესაბამისად. მაგალითად თუ მგზავრი სამუშაოდ 2 წლით მიემგზავრება, მასზე გაცემული ვიზის ხანგრძლივობაც შესაბამისად იქნება 2 წელი.
დიდი ბრიტანეთის შემთხვევაში კი ტურისტული ვიზის ხანგრძლივობა შესაძლებელია იყოს 6 თვიანი, 2, 5 ან 10 წლიანი. თუ მგზავრი განაცხადს პირველად აკეთებს დიდი ბრიატენთის ვიზაზე, უნდა მოითხოვოს 6 თვიანი ვიზა, რადგან პირველივე ჯერზე ხანგრძლივი მოქმედების მქონე ვიზაზე განაცხადის დადასტურება ძირითად შემთხვევებში არ ხდება.
კანადის შემთხვევაში ვიზის ხანგრძლივობა დამოკიდებულია პასპორტის ვადაზე. თუ პირობითად მგზავრის პაპსორტს ვადა აქვს 10 წელი და მასზე გაიცა კანადის ვიზა, ვიზის ხანგრძლივობაც იქნება 10 წელი. ამიტომ, უმჯობესია კანადის ვიზაზე განაცხადის გაკეთებისას, თქვენი პასპორტი მომდევნო რამდენიმე წელი მაინც იყოს ვალიდური.
რატომ არის მნიშვნელოვანი ვიზის ვადის დაცვა?
ვიზა სწორედ ის დოკუმენტია, რომელიც გვაძლევს შესაძლებლობას ლეგალურად გადავკვეთოთ იმ ქვეყნის საზღვარი, რომლეთანაც საქართველოს მოქალაქეებს არ გვაქვს თავისუფალი მიმოსვლა. შესაბამისად საზღვარზე ვიზის არსებობა და მისი ვალიდურობა მკაცრად კონტროლირებადია. გამომდინარე აქედან, თუ თქვენს ვიზას ვადა აქვს გასული, საზღვრის კვეთაც დაუშვებელია. ასევე, მნიშვნელოვანია გავითვალსიწინოთ ვიზით ქვეყანაში დარჩენის ვადები. თუ პირობითად მგზავრი იმყოფება ბრიტანეთის ტერიტორიაზე და ვიზის ვადა იწურება 1 თვეში, მნიშვნელოვანია რომ მომდევნო ერთი თვის შიგნით დატოვოს დიდი ბრიტანეთის ტერიტორია, სხვა შემთხვევაში არსებობს დეპორტის საშიშროება, რასაც საბოლოოდ გარკვეულ შეზღუდვებამდე მივყავართ.
ამრიგად, დიდი ბრიტანეთი, აშშ და კანადა შედარებით ხანგრძლივი პერიოდით გასცემენ ვიზებს, თუმცა, ხანგრძლივობა როგორც ზემოთ ვახსენეთ, გარკვეულ ფაქტორებზეა დამოკიდებული. ასევე, მნიშვნელოვანია ზუსტად ვიცოდეთ ვიზის მოქმედების ვადები და საზღვარზე წარვადგინოთ ვალიდური, შესაბამისი მოქმედების ვადის მქონე დოკუმენტაცია.
რთული ჩანს? ჩვენ შეგვიძლია დახმარება
✅ პროფესიონალური მხარდაჭერა: ჩვენ ვამარტივებთ კომპლექსურ პროცესებს და ვუმკლავდებით ბიუროკრატიას.
📃 პერსონალიზებული დოკუმენტები: ჩვენ შეგიდგენთ საჭირო დოკუმენტების ჩამონათვალს, რაც მორგებული იქნება თქვენს სავიზო მოთხოვნაზე.
⏱️ დაზოგე დრო: ჩვენი ინოვაციური მიდგომა აჩქარებს სავიზო პროცესს და დაგიზოგავს თქვენს ძვირფას დროს.
❔ პასუხი ყველა კითხვაზე: ჩვენი გამოცდილი საზღვრის კვეთის აგენტები დაგეხმარებიან მიიღოთ პასუხი მოგზაურობასთან დაკავშირებით ყველა კითხვაზე.
📲 ყველა სამოგზაურო ინფორმაცია ერთ სივრცეში: ჩვენი პლატფორმაზე ერთხელ შეყვანილი ინფორმაცია ინახება და თქვენ შეძლებთ მის გამოყენებას მომავალი მოგზაურობებისას.