ყველაფერი ვიზებისა და სამოგზაურო ავტორიზაციების შესახებ

უკან
თარიღი: 3/24/2025
ვიზამოგზაურობა

თუ უცხო ქვეყანაში გამგზავრებას გეგმავ, პირველი ნაბიჯი ვიზის ტიპის შერჩევაა.
ვიზა არის ოფიციალური ნებართვა, რომელიც საშუალებას გაძლევს კონკრეტული ვადით და დანიშნულებით შეხვიდე, დარჩე ან დატოვო ქვეყანა. მაგრამ რომელ ვიზას უნდა მიმართო? მოდი, ერთად განვიხილოთ ვიზების ძირითადი კატეგორიები და მათი მახასიათებლები.

ᲔᲚᲔᲥᲢᲠᲝᲜᲣᲚᲘ ᲕᲘᲖᲐ

eVisa და eVisitor არის ვიზის ტიპები, რომლებიც ონლაინ გაიცემა და საშუალებას გაძლევს საზღვრის გადაკვეთის წინ მოიპოვო სამოგზაურო ნებართვა. ისინი ჩვეულებრივ ცვლიან ტრადიციულ სტიკერ ვიზებს და ამარტივებენ ვიზის მიღების პროცესს.

eVisa – ეს არის ელექტრონული ფორმით გაცემული ვიზა, რომელიც იძლევა ნებართვას უცხო ქვეყანაში შესასვლელად განსაზღვრული პერიოდის განმავლობაში. ვიზის განაცხადის შევსება ონლაინ ხდება, დამტკიცების შემთხვევაში კი აპლიკანტი იღებს PDF დოკუმენტს, რომელიც საზღვარზე უნდა წარადგინოს.

ქვეყნები, რომლებიც იყენებენ eVisa-ს: აზერბაიჯანი, ინდოეთი, თურქეთი, კენიასა და სხვა.

eVisitor – ეს არის სპეციფიკური ელექტრონული ვიზა, რომელიც ავსტრალიამ შეიმუშავა გარკვეული ქვეყნების მოქალაქეებისთვის, მათ შორის ევროკავშირის წევრი ქვეყნების მოქალაქეებისთვის. ეს ვიზა ვიზიტორებს საშუალებას აძლევს, ტურისტული ან საქმიანი მიზნით იმოგზაურონ ავსტრალიაში 3 თვის ვადით 12-თვიანი პერიოდის განმავლობაში.

ᲔᲚᲔᲥᲢᲠᲝᲜᲣᲚᲘ ᲡᲐᲛᲝᲒᲖᲐᲣᲠᲝ ᲐᲕᲢᲝᲠᲘᲖᲐᲪᲘᲐ

ელექტრონული სამოგზაურო ავტორიზაცია მგზავრს აძლევს უფლებას წინასწარ მიიღოს შესვლის ნებართვა და არ საჭიროებს სტიკერ ვიზას. მსგავსი სისტემები მოქმედებს სხვადასხვა ქვეყნებში:

ETA (Electronic Travel Authorization) – გამოიყენება ისეთ ქვეყნებში, სადაც ვიზის ნაცვლად წინასწარი ელექტრონული ავტორიზაციაა საჭირო, მაგალითად:

ETA-UK – გაერთიანებულმა სამეფომ 2024 წლიდან შემოიღო ეს სისტემა და ის იმ მგზავრებისთვის იქნება საჭირო, ვისაც ადრე უვიზო რეჟიმით შეეძლო ქვეყნის მონახულება.

ETA-IL (Israel ETA) – ისრაელმა 2025 წელს დაიწყო ელექტრონული ავტორიზაციის გამოყენება ვიზალიბერალური ქვეყნების მოქალაქეებისთვის.

ETIAS (European Travel Information and Authorization System) – ევროკავშირის მიერ შემუშავებული ელექტრონული ავტორიზაციის სისტემაა, რომელიც 2026 წლიდან ამოქმედდება. ის შეეხება ვიზალიბერალურ რეჟიმში მყოფი ქვეყნების მოქალაქეებს, რომლებიც შენგენის ზონისა და ევროკავშირის წევრ 27 ქვეყანაში მოგზაურობენ. და მისი ძირითადი მიზანი სამოგზაურო პროცესის გამარტივება და საზღვრების დაცვა იქნება.

ESTA (Electronic System for Travel Authorization) – აშშ-ს ელექტრონული ავტორიზაციის სისტემაა, რომელიც აუცილებელია იმ ქვეყნების მოქალაქეებისთვის, რომლებსაც აშშ-ში ვიზის გარეშე შეუძლიათ მოგზაურობა.

არ დაგავიწყდეს, რომ ETA არ არის ვიზა, არამედ წინასწარი ნებართვა უვიზო მიმოსვლისთვის. eVisa კი ვიზის ელექტრონული ფორმაა, რომელიც გარკვეულ ქვეყნებში გამოიყენება.

ᲡᲢᲘᲙᲔᲠ ᲕᲘᲖᲐ

სტიკერ ვიზა არის ტრადიციული ვიზა, რომელიც ფიზიკურად იბეჭდება და თავსდება პასპორტში. მისი მიღება შესაძლებელია საელჩოს ან საკონსულოს მეშვეობით. სტიკერ ვიზები შეიძლება იყოს:

  • ტურისტული
  • საქმიანი
  • სტუდენტური
  • მუდმივი ბინადრობის

სტიკერ ვიზას ჩვეულებრივ მოითხოვენ ისეთი ქვეყნები, როგორებიცაა:

  • აშშ (B1/B2, F1, J1)
  • კანადა (TRV – Temporary Resident Visa)
  • დიდი ბრიტანეთი (Standard Visitor Visa)
  • შენგენის ქვეყნები (Schengen Visa)

ᲕᲘᲖᲐ ᲩᲐᲡᲕᲚᲘᲡᲐᲡ (VISA ON ARRIVAL)

Visa on Arrival (VoA) არის ვიზის ტიპი, რომელიც ვიზიტორს აძლევს საშუალებას, ჩამოსვლისთანავე, აეროპორტში ან საზღვარზე, მიიღოს ვიზა. მას ჩვეულებრივ იყენებენ იმ ქვეყნებში, სადაც ტურისტებისთვის მარტივი წვდომის პოლიტიკა მოქმედებს.

VoA-სა და eVisa-ს შორის არსებული განსხვავება არის ის, რომ Visa წინასწარ იღება ონლაინ და საბუთები წინასწარ მუშავდება, ხოლო Visa on Arrival-მოხელის მიერ გაიცემა ქვეყანაში ჩასვლისას.

ᲣᲕᲘᲖᲝ ᲛᲘᲛᲝᲡᲕᲚᲐ

უვიზო მიმოსვლა ნიშნავს, რომ ქვეყნის მოქალაქეს არ სჭირდება ვიზა კონკრეტულ ქვეყანაში ჩასასვლელად. ამის მაგალითად შეიძლება მოვიყვანოთ:

  • ევროკავშირის წევრი ქვეყნების მოქალაქეები – შეუძლიათ თავისუფლად იმოგზაურონ შენგენის ზონაში.
  • საქართველოს მოქალაქეები – შეუძლიათ უვიზოდ იმოგზაურონ შენგენის ზონაში 90 დღით 180-დღიან პერიოდში.
  • აშშ-ს მოქალაქეები – შეუძლიათ უვიზოდ იმოგზაურონ ევროპის სხვადასხვა ქვეყნებში.

ხოლო განსხვავება უვიზო მიმოსვლასა და ETA/ETIAS შორის არის ის, რომ უვიზო მიმოსვლისას მგზავრს საერთოდ არ სჭირდება წინასწარი ნებართვა. ხოლო ETA/ETIAS არის წინასწარი ავტორიზაცია, რომელიც უვიზო მგზავრობისთვის არის საჭირო.

ᲣᲕᲘᲖᲝ ᲛᲘᲛᲝᲡᲕᲚᲐ ᲓᲐ ETA/ETIAS

ეს ნიშნავს, რომ მოქალაქეებს, რომლებსაც უვიზოდ შეუძლიათ კონკრეტულ ქვეყანაში მოგზაურობა, მაინც სჭირდებათ ETA ან ETIAS. ანუ უვიზო მიმოსვლა მოქმედებს, თუმცა წინასწარი ავტორიზაცია მაინც აუცილებელია.

მაგალითად:

  • ევროკავშირის მოქალაქეები – დღეს აშშ-ში უვიზოდ მიემგზავრებიან, მაგრამ მათ მაინც სჭირდებათ ESTA.
  • საქართველოს მოქალაქეები – ამჟამად უვიზოდ შეუძლიათ ევროკავშირში მოგზაურობა, მაგრამ 2025 წლიდან დასჭირდებათ ETIAS.
  • ევროკავშირის მოქალაქეები – დღეს კანადაში უვიზოდ მიემგზავრებიან, მაგრამ მათ მაინც სჭირდებათ ETA (Electronic Travel Authorization)
  • ევროკავშირის მოქალაქეები – დღეს დიდ ბრიტანეთში უვიზოდ მიემგზავრებიან, მაგრამ მათ მაინც სჭირდებათ ETA UK (Electronic Travel Authorization)ETA (UK Electronic Travel Authorization)

რთული ჩანს? ჩვენ შეგვიძლია დახმარება

✅ პროფესიონალური მხარდაჭერა: ჩვენ ვამარტივებთ კომპლექსურ პროცესებს და ვუმკლავდებით ბიუროკრატიას.

📃 პერსონალიზებული დოკუმენტები: ჩვენ შეგიდგენთ საჭირო დოკუმენტების ჩამონათვალს, რაც მორგებული იქნება თქვენს სავიზო მოთხოვნაზე.

⏱️ დაზოგე დრო: ჩვენი ინოვაციური მიდგომა აჩქარებს სავიზო პროცესს და დაგიზოგავს თქვენს ძვირფას დროს.

❔ პასუხი ყველა კითხვაზე: ჩვენი გამოცდილი საზღვრის კვეთის აგენტები დაგეხმარებიან მიიღოთ პასუხი მოგზაურობასთან დაკავშირებით ყველა კითხვაზე.

📲 ყველა სამოგზაურო ინფორმაცია ერთ სივრცეში: ჩვენი პლატფორმაზე ერთხელ შეყვანილი ინფორმაცია ინახება და თქვენ შეძლებთ მის გამოყენებას მომავალი მოგზაურობებისას.