შესაძლებლობების ბარათი

უკან
თარიღი: 4/1/2024
ზოგადიგერმანია

ახალი საიმიგრაციო კანონი

გერმანიის პარლამენტმა, ბუნდესტაგმა, მიიღო ახალი საიმიგრაციო კანონი. ამ რეფორმის მიზანია მოიზიდოს ევროკავშირის არაწევრი მოქლაქეები, რათა შეავსოს გერმანიის ბაზარზე არსებული 2 მილიონი სამუშაო ადგილის დანაკლისი, ისეთი პროფესიების როგორიცაა: ჯანდაცვა, სამშენებლო ხელობა, პროგრამირება, და სხვა.

აქმდე არსებული სისტემის მიხედვით, გერმანიაში მუშობა შესაძლებელი იყო ეგრეთ წოდებული ლურჯი ბარათის (Blue Cards) მეშვეობით.

ლურჯი ბარათის მისაღებად აუცილებელი პირობა არის გერმანიაში მინიმუმ ერთწელიანი სამუშაო კონტრაქტის ქონა, და ასევე მინიმალური წლიური სახელფასო შემოსავალი, რომლის პირობაც იცვლება ყოველ წელს.

მაგალითად 2023 წელს მინმალური სახელფასო შემოსავალი შედგენს 45,552.- ევროს საბუნებისმეტყველო დარგის სპეციალისტებისთვის, მათემატიკოსებისთვის და ინჟინრებისთვის, ექიმებისთვის და IT- სპეციალისტებისთვის 58,400.- ევროს ყველა სხვა პროფესიისთვის.

ახალი შესაძლებლობების ბარათი

ახალი პროგრამის მიხედვით შესაძლებლობის ბარათი უცხოელ მუშაკებს აძლევს საშუალებას გერმანიაში წინასწარ სამსახურის მოძებნის გარეშე მოიპოვონ გერმანიაში დასაქმების უფლება, თუმცა საჭიროა რიგი კრიტერიუმების დაკმაყოფილება.

ახალი ბარათის მფლობელებს საშუალება ექნებათ გერმანიაში 1 წლის მანძილზე მოძებნონ თავიანთი კვალიფიკაციის სამუშაო, თუმცა ამ პერიოდის განმავლობაში მათ ქენებათ უფლება იმუშაონ კვირაში 20 საათი ნებისმიერ სფეროში.

ვის შეუძლია შესაძლებლობის ბარათის მიღება?

შესაძლებლოობის ბარათი არის ქულებზე დაფუძნებული პროგრამა, რომელიც გერმანიაში მუშაობის მსურველებს აფასებს სხვადასხვა პუნქტების მიხედვით. მაგალითად უნივერსიტეტის დიპლომი, პროფესიული მომზადების სერტიფიკატი, გერმანული და ინგლისური ენის ცოდნა, გერმანიაში ცხოვრების გამოცდილება, ასაკი,

თუ თქვენ მოახერხებთ გარკვეული ქულების რაოდენობის დაგროვებას, თქვენ შეიძლება მოგენიჭოთ გერმანიაში მუშაობის უფლება.

როდიდან ამოქმედდება “შესაძლებლობის ბარათი” ?

გერმანიის პარლამენტმა უკვე დაამტკიცა კანონი, თუმცა მისი ამოქმედება სავარაუდოდ 2024 წლის პირველი ნახევრიდან მოხდება.

დამატებითი ინფორმაცია

ახლად მიღებული კანონის შესაბამისად, ასევე გაუადვილდება თავშესაფრის მაძიებლებს, რომლებიც შევიდნენ გერმანიაში 2023 წლის 29 მარტამდე და რომლებსაც აქვთ შესაბამისი კვალიფიკაცია და სამუშაო შეთავაზება შრომის ბაზარზე გაწევრიანება.

მსგავსი ცვლილებები გავრცელდება მათზეც, ვინც გერმანიაში იმყოფება ტურისტული ვიზით. დასაქმების მიზნით დაბრუნებამდე მათ არ მოეთხოვებათ ქვეყნის დატოვება.

ხარისხების აღიარება იყო მთავარი გამოწვევა ევროკავშირის არაწევრი უცხოელებისთვის, რომლებსაც სურთ გერმანიაში დასაქმება.თუმცა, მომავალში კვალიფიციურ ემიგრანტებს აღარ დაექვემდებარება მათი ხარისხის აღიარების მოთხოვნა, იმ პირობით, რომ მათ აქვთ მინიმუმ ორწლიანი პროფესიული გამოცდილება და ასევე გამცემი ქვეყნის მიერ აღიარებული ხარისხი.

გარდა ზემოაღნიშნულისა, გერმანიას ახლა ასევე სურს მოქალაქეობის კანონის რეფორმირება, მარტინ როზემანმა კანცლერ ოლაფ შოლცის SPD-დან განაცხადა, რომ ქვეყანამ უნდა მისცეს კვალიფიციურ უცხოელებს გრძელვადიანი პერსპექტივა.

რთული ჩანს? ჩვენ შეგვიძლია დახმარება

✅ პროფესიონალური მხარდაჭერა: ჩვენ ვამარტივებთ კომპლექსურ პროცესებს და ვუმკლავდებით ბიუროკრატიას.

📃 პერსონალიზებული დოკუმენტები: ჩვენ შეგიდგენთ საჭირო დოკუმენტების ჩამონათვალს, რაც მორგებული იქნება თქვენს სავიზო მოთხოვნაზე.

⏱️ დაზოგე დრო: ჩვენი ინოვაციური მიდგომა აჩქარებს სავიზო პროცესს და დაგიზოგავს თქვენს ძვირფას დროს.

❔ პასუხი ყველა კითხვაზე: ჩვენი გამოცდილი საზღვრის კვეთის აგენტები დაგეხმარებიან მიიღოთ პასუხი მოგზაურობასთან დაკავშირებით ყველა კითხვაზე.

📲 ყველა სამოგზაურო ინფორმაცია ერთ სივრცეში: ჩვენი პლატფორმაზე ერთხელ შეყვანილი ინფორმაცია ინახება და თქვენ შეძლებთ მის გამოყენებას მომავალი მოგზაურობებისას.