საზღვრის კვეთის დროს / საზღვარზე შესავსები საემიგრაციო ბარათები

უკან
თარიღი: 7/26/2024
მოგზაურობაზოგადი

თუ საერთაშორისო მოგზაურობას გეგმავ, მნიშვნელოვანია იცოდე საემიგრაციო ბარათების შესახებ, რომლის შევსებაც უმეტესად აზიის, ამერიკისა და აფრიკის ქვეყნების საზღვრის კვეთისთვის დაგჭირდება.

პირველ რიგში, გეტყვი რომ საემიგრაციო ბარათი არის ოფიციალური დოკუმენტი, რომელსაც ავსებს მგზავრი საზღვარზე შესვლისას და გამოსვლისას. მისი მთავარი მიზანი მგზავრებისა და საქონლის კონტროლის შედეგად უსაფრთხოების უზრუნველყოფაა.

ყველა ქვეყანას აქვს ინდივიდუალური საემიგრაციო ბარათი, რომელიც სხვა ქვეყნის ბარათებისგან განსხვავებულია. თუმცა, თითოეულ მათგანს პირადი ინფორმაციის გაზიარების აუცილებლობა აერთიანებს.

დღეს ამ ბლოგში მოგიყვები სხვადასხვა ქვეყნის საემიგრაციო ბარათების შესახებ და გაგიზიარებ იმ მნიშვნელოვან ინფორმაციებს, რასაც ქვეყანაში გამგზავრებამდე უნდა ფლობდე.

ამერიკის შეერთებული შტატები

დოკუმენტის სახელწოდება: Customs Declaration Form (CBP Form 6059B)

დოკუმენტის შევსების ადგილი: თვითმფრინავი ან აეროპორტი

შევსების მიზანი: უსაფრთხოება და საბაჟო კონტროლი

ინფორმაცია, რომელსაც მოიცავს დოკუმენტი: მგზავრის პირადი ინფორმაცია

ღირებულება: უფასო

აშშ-ს შემთხვევაში, სამიგრაციო ბარათის, რომლის სახელწოდებაცაა საბაჟო დეკლარაციის ფორმა, იგივე Customs Declaration Form, შევსება მოეთხოვებათ როგორც უცხოელ ვიზიტორებს, ასევე მოქალაქეებსა და რეზიდენტებს. მიუხედავად იმისა, თუ რა მიზნობრიობით შედის მგზავრი ქვეყანაში, იქნება ეს ბიზნეს თუ ტურისტული ვიზიტი ან ტრანზიტი.
ფორმის შინაარსი ძირთადად მოიცავს მგზავრის პირად ინფორმაციას, როგორიცაა სახელი და გვარი, დაბადების თარიღი, პასპორტის მონაცემები. ასევე, მოგზაურობის დეტალებსა და ნებისმიერი ნივთის დეკლარაციას.

საქართველოს მოქალაქეებზეც ბუნებრივია ვრცელდება არსებული დოკუმენტის შევსების აუცილებლობა.
დოკუმენტი გადმოგეცემა აეროპორტში ფიზიკური სახით და თუ ოჯახთან ერთად მოგზაურობ შეგიძლია შეავსო მხოლოდ ერთი ბარათი ოჯახის ყველა წევრისთვის.
ფორმაში მითითებული ინფორმაცია დაცულია აშშ-ის კანონმდებლობით, გაზიარებული პირადი მონაცემები კი მხოლოდ საჭიროებისამებრ გამოიყენება.

რა მოხდება თუ არ შეავსებ აშშ-ის საემიგრაციო ბარათს ქვეყანაში შესვლისას?

იმ შემთხვევაში, თუ უარს იტყვი საემიგრაციო ბარათის შევსებაზე, შესაძლოა განვითარდეს რამდენიმე სცენარი:

  • ქვეყანაში შესვლის უარყოფა: საემიგრაციო ბარათის არშეშვების შემთხვევაში აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი იტოვებს უფლებას არ შეგიშვას ქვეყნის ტერიტორიაზე
  • დამატებითი შემოწმება: ქვეყანაში შესვლის პროცესი შესაძლოა საგრძნობლად გაიწელოს დამატებითი შემოწმებების გავლის გამო
  • ჯარიმა: აშშ-ის კანონმდებლობა ითვალისწინებს ჯარიმებს ან სხვა სასჯელებს, თუ არ შეავსებ საჭირო ბარათს. განსაკუთრებით, იმ შემთხვევაში, თუ აღმოჩნდება, რომ ცდილობდი აკრძალული ნივთების ან თანხის შემოტანას.

აშშ-ის საემიგრაციო ბარათთან დაკავშირებით დამატებით ინფორმაციას შეგიძლია გაეცნო აშშ-ს საბაჟო და საზღვრის დაცვის სამსახურის (CBP) ოფიციალურ ვებგვერდზე ან იმ აეროპორტის ვებგვერდზე, სადაც აპირებ ჩაფრენას.

კანადა

დოკუმენტის სახელწოდება: CBSA Declaration Card

დოკუმენტის შევსების ადგილი: თვითმფრინავი, აეროპორტი ან ონლაინ

შევსების მიზანი: ქვეყანაში კანონიერი და უსაფრთხო შესვლის უზრუნველყოფა

ინფორმაცია, რომელსაც მოიცავს დოკუმენტი: მგზავრის პირადი ინფორმაცია

ღირებულება: ტურისტული მიზნობრიობით უფასოა

კანადაში გამგზავრებისას, აუცილებელია საბაჟო დეკლარაციის ფორმის (CBSA Declaration Card) შევსება, ქვეყანაში კანონიერი და უსაფრთხო შესვლის უზრუნველსაყოფად. ფორმის შევსება შეიძლება როგორც ქაღალდზე, ასევე ელექტრონულად ArriveCAN აპლიკაციის მეშვეობით.

თუ მიფრინავ საერთაშორისო აეროპორტში, სადაც არის პირველადი შემოწმების კიოსკები ან eGate-ები ( იგივე ავტომატიზებული სასაზღვრო კონტროლის სისტემა) შეგიძლია წინასწარ შეავსო საბაჟო და იმიგრაციის დეკლარაცია ArriveCAN აპლიკაციის მეშვეობით, რაც მნიშვნელოვნად დაზოგავს შენს დროს საზღვარზე. თუმცა, იმ შემთხვევაში თუ მიფრინავ აეროპორტში, სადაც არ არის კიოსკები ან eGate-ები, თვითმფრინავშივე გადმოგცემენ ქაღალდის ფორმას (E-311 CBSA Declaration Card-ს) რომელიც უნდა შეავსო მიწაზე დაშვებამდე.

ისევე, როგორც აშშ-ის შემთხვევაში, კანადის საბაჟო დეკლარაციის ფორმაშიც ეთითება მგზავრის პირადი ინფორმაცია, (როგორიცაა, სახელი და გვარი, დაბადების თარიღი, მოქალაქეობა და სხვა.) და მოგზაურობისა და დეკლარაციის დეტალები.

რა მოხდება თუ არ შეავსებ კანადის საემიგრაციო ბარათს ქვეყანაში შესვლისას?

საბაჟო დეკლარაციის ფორმის (CBSA Declaration Card) შევსება არის სავალდებულო პროცესი კანადაში შესვლისას. დოკუმენტის არ შევსებამ შეიძლება გამოიწვიოს დაყოვნება, ჯარიმები, დამატებითი შემოწმება და პრობლემები იმიგრაციის სტატუსთან დაკავშირებით.

  • ქვეყანაში შესვლის უარყოფა: საემიგრაციო ბარათის არ შევსების შემთხვევაში შესაძლოა უარი განაცხადონ ქვეყანაში შეშვებაზე .
  • დამატებითი შემოწმება: ქვეყანაში შესვლის პროცესი შესაძლოა საგრძნობლად გაიწელოს დამატებითი შემოწმებების გავლის გამო და შეამოწმონ შენი ბარგი, ნივთები, დოკუმენტები.
  • ჯარიმა: კანადის კანონმდებლობა ითვალისწინებს ჯარიმებს ან სხვა სასჯელებს, თუ არ შეავსებ საჭირო საბაჟო დეკლარაციას. განსაკუთრებით, იმ შემთხვევაში, თუ აღმოჩნდება, რომ ცდილობდი აკრძალული ნივთების ან თანხის შემოტანას.

მექსიკა

დოკუმენტის სახელწოდება: FMM (Forma Migratoria Múltiple)

დოკუმენტის შევსების ადგილი: თვითმფრინავი ან აეროპორტი

შევსების მიზანი: ქვეყანაში კანონიერი და უსაფრთხო შესვლის უზრუნველყოფა

ინფორმაცია, რომელსაც მოიცავს დოკუმენტი: მგზავრის პირადი ინფორმაცია

ღირებულება: ჩვეულებრივ, FMM ფორმის მიღება უფასოა, თუ დარჩენის პერიოდი არ აღემატება 7 დღეს. უფრო ხანგრძლივი პერიოდისთვის ფორმის ღირებულება შეადგენს დაახლოებით $25-$30.

მექსიკაში ჩასვლისთანავე საემიგრაციო ორგანო გასცემს შესაბამის საემიგრაციო ფორმას (FMM), რომელიც ასევე ცნობილია, როგორც ტურისტული ბარათი. მისი შევსების შემდეგ მგზავრს აქვს შესაძლებლობა დარჩეს ქვეყანაში ვიზის მოქმედების ვადის შესაბამისად.
საემიგრაციო ფორმის შევსება ასევე შესაძლებელია ონლაინ, რისთვისაც საჭიროა პასპორტი და მოგზაურობის ისტორია. შესაძლოა მექსიკის ზოგიერთ შტატს ჰქონდეს ადგილობრივი მოთხოვნები და ტურისტული ბარათის გარდა დამატებით სხვა ფორმის შევსებაც მოგიწიოს. თუმცა, ამის შესახებ ინფორმაციას ონლაინ განაცხადის შევსებისას მიიღებ.

რა მოხდება თუ არ შეავსებ მექსიკის საემიგრაციო ბარათს ქვეყანაში შესვლისას?

იმ შემთხვევაში თუ არ შეავსებ საემიგრაციო ბარათს (FMM) ქვეყანაში შესვლისას გარკვეულ სირთულეებს წააწყდები:

  • ქვეყანაში შესვლის უარყოფა: საემიგრაციო ბარათის არ შევსების შემთხვევაში შესაძლოა უარი გითხრან ქვეყანაში შეშვებაზე.
  • დამატებითი შემოწმება: ქვეყანაში შესვლის პროცესი შესაძლოა საგრძნობლად გაიწელოს დამატებითი შემოწმებების გავლის გამო და შეამოწმონ შენი ბარგი, ნივთები, დოკუმენტები.
  • ჯარიმა: მექსიკის კანონმდებლობა ითვალისწინებს ჯარიმებს ან სხვა სასჯელებს, თუ არ შეავსებ საემიგრაციო ბარათს. განსაკუთრებით, იმ შემთხვევაში, თუ აღმოჩნდება, რომ ცდილობდი აკრძალული ნივთების ან თანხის შეტანას.

მექსიკის საემიგრაციო ბარათის (FMM) შესახებ დამატებით, ოფიციალურ ინფორმაციას შეგიძლია გაეცნო მექსიკის ეროვნული იმიგრაციის ინსტიტუტის (INM) ვებ-გვერდზე.

მალდივები

დოკუმენტის სახელწოდება: Traveller Declaration Form

დოკუმენტის შევსების ადგილი: ფორმა ივსება ელექტრონულად, IMUGA პლატფორმის მეშვეობით

შევსების მიზანი: უსაფრთხოების უზრუნველყოფა ქვეყანაში შესვლისას

ინფორმაცია, რომელსაც მოიცავს დოკუმენტი: მგზავრის პირადი ინფორმაცია

ღირებულება: უფასო

მალდივებში ტურისტულად გასამგზავრებლად, დაგჭირდება მგზავრის დეკლარაციის ფორმის (Traveller Declaration Form) შევსება. ეს ფორმა არის სავალდებულო ყველა მგზავრისთვის, რომელიც შედის და ტოვებს ქვეყნის ტერიტორიას.
ფორმის შევსება აუცილებელია მალდივების იმიგრაციისა და საბაჟო რეგულაციების დასაცავად და უზრუნველყოფს უსაფრთხოებას ქვეყანაში შესვლისას. ფორმა ივსება ელექტრონულად, IMUGA პლატფორმის მეშვეობით და არის უფასო.

რა მოხდება თუ არ შეავსებ მალდივების საემიგრაციო ბარათს ქვეყანაში შესვლისას?

იმ შემთხვევაში თუ არ შეავსებ საემიგრაციო ბარათს ქვეყანაში შესვლისას გარკვეულ სირთულეებს წააწყდები:

  • ქვეყანაში შესვლის უარყოფა: საემიგრაციო ბარათის არ შევსების შემთხვევაში შესაძლოა უარი გითხრან ქვეყანაში შეშვებაზე.
  • დამატებითი შემოწმება: ქვეყანაში შესვლის პროცესი შესაძლოა საგრძნობლად გაიწელოს დამატებითი შემოწმებების გავლის გამო და შეამოწმონ შენი ბარგი, ნივთები, დოკუმენტები.
  • ჯარიმა: ქვეყნის კანონმდებლობა ითვალისწინებს ჯარიმებს ან სხვა სასჯელებს, თუ არ შეავსებ საემიგრაციო ბარათს.

Traveller Declaration Form-ის შესახებ დამატებით, ოფიციალური ინფორმაციისთვის შეგიძლია ეწვიო მალდივების იმიგრაციის ვებგვერდს.

სინგაპური

დოკუმენტის სახელწოდება: SG arrival card

დოკუმენტის შევსების ადგილი: დოკუმენტის შევსება შესაძლებელია ონლაინ

შევსების მიზანი: მიგრაციის კონტროლი

ინფორმაცია, რომელსაც მოიცავს დოკუმენტი: მგზავრის პირადი მონაცემები

ღირებულება: უფასო

სინგაპურის საემიგრაციო ბარათის შევსება აუცილებელია ქვეყნის ტერიტორიაზე შესვლამდე 72 საათით ადრე. ბარათი ივსება ონლაინ ICA-ს ვებ-გვერდზე და არის უფასო.
ფორმის შევსებისას მოგიწევს ისეთი პირადი ინფორმაციის შეყვანა, როგორიცაა სახელი-გვარი, პასპორტის მონაცემები, მოგზაურობის მიზნობრიობა და სხვა. ბარათის წარმატებით შევსების შემდეგ მეილზე მიიღებ დასტურსა და ბარათის PDF ვერსიას.

რა მოხდება თუ არ შეავსებ სინგაპურის საემიგრაციო ბარათს ქვეყანაში შესვლისას?

SG Arrival Card-ის შევსება სავალდებულოა სინგაპურში შესვლისას. მისმა არ შევსებამ შეიძლება გამოიწვიოს საზღვარზე დაყოვნება, შესვლის ნებართვის უარყოფა და ჯარიმის დაკისრებაც კი. ამიტომ მნიშვნელოვანია სინგაპურში ვიზიტამდე, 3 დღით ადრე შეავსო SG Arrival Card, რათა თავიდან აიცილო უსიამოვნებები საზღვარზე.

სინგაპურის საემიგრაციო ბარათთან დაკავშირებით დამატებით, ოფიციალური ინფორმაციისთვის შეგიძლია ეწვიო იმიგრაციისა და გამშვები პუნქტის ოფიციალურ ვებ- გვერდს (ICA)

ამრიგად, კონკრეტული ქვეყნის ტერიტორიაზე შესვლისას შესაძლოა დაგჭირდეს შესაბამისი საემიგრაციო ბარათის შევსება, რომელიც ქვეყნების მიხედვით განსხვავებულია. თუმცა, ძირითად შემთხვევებში მათი მთავარი მიზანი უსაფრთხოების უზრუნველყოფაა.

რთული ჩანს? ჩვენ შეგვიძლია დახმარება

✅ პროფესიონალური მხარდაჭერა: ჩვენ ვამარტივებთ კომპლექსურ პროცესებს და ვუმკლავდებით ბიუროკრატიას.

📃 პერსონალიზებული დოკუმენტები: ჩვენ შეგიდგენთ საჭირო დოკუმენტების ჩამონათვალს, რაც მორგებული იქნება თქვენს სავიზო მოთხოვნაზე.

⏱️ დაზოგე დრო: ჩვენი ინოვაციური მიდგომა აჩქარებს სავიზო პროცესს და დაგიზოგავს თქვენს ძვირფას დროს.

❔ პასუხი ყველა კითხვაზე: ჩვენი გამოცდილი საზღვრის კვეთის აგენტები დაგეხმარებიან მიიღოთ პასუხი მოგზაურობასთან დაკავშირებით ყველა კითხვაზე.

📲 ყველა სამოგზაურო ინფორმაცია ერთ სივრცეში: ჩვენი პლატფორმაზე ერთხელ შეყვანილი ინფორმაცია ინახება და თქვენ შეძლებთ მის გამოყენებას მომავალი მოგზაურობებისას.